Accessibility links

logo-print

ოცნებით დაბრმავებული


ავტორი: ანი ბარისაშვილი

მეცოდება.... ყველას ენდობა, ვინც ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ეტყვის, ბევრ რეალურსა თუ არარეალურ დაპირებას მისცემს, ვინცთვალების გაბრწყინებას ჰპირდება. საბრალოა, იმიტომ, რომ ბოლოს მაინც იმედგაცრუებული რჩება, თან ხანდახან კი არა- ყოველთვის! იმედგაცრუებული და დაჩაგრული... მთავრობის ყველა ცვლილებას იმედის თვალით უყურებს... ფიქრობს, რომ აი ეს ისაა, ვისაც ამდენი ხანი ეძებდა, სწორედ ეს მოუგვარებს გადაუჭრელ პრობლემებს, სუნთქვის საშუალებას მისცემს, მაჯისცემას გაუხშირებს, სიცოცხლის ხალისს შემატებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით ხდება...ვიცი, რომ გული ტკივა, სწყინს, რომ ატყუებენ, ასულელებენ.... ბრაზდება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე-ისევ რომ მოტყუვდა და მისი ნდობითაც ბოროტად რომ ისარგებლეს...ბევრჯერ გადააგდეს, გაძარცვეს, გადაუარეს, სცემეს, მაგრამ შეცდომებზე ვერ სწავლობს.. მაინც ბრმად ენდობა მის ბიუჯეტზე მცხოვრებ წურბელებს და იმედს მაინც არ კარგავს, რომ ერთ დღესაც ყველა სურვილი აუსრულდება და წელში გაიმართება... იცით ყველაზე საწყალი როდის ხდება? როდის პატარავდება და წამებში დამჭკნარ, დაჩაჩანაკებულ, წელში მოხრილ და მოკუნტულ მოხუცს ემსავსება? როცა ესმის, რომ მისგან წასვლა უნდათ... როცა საყვედურს ამბობენ, აქ რომ იბადებიან და ამის გამო უსამართლო ბედსა და ცხოვრებას შესჩივიან... ბევრი შვილი გაექცა...სათვალავი თვითონაც აერია. ისედაც კარგად იცის, რომ ბევრნაირად უჭირს- ეკონომიკური გაჭირვება ის ერთ-ერთი ბრალდებაა, რის გამოც მისგან შორს მიდიან...მიდიან და მერე აღარ ბრუნდებიან. მეზობლებშიც კი არ გაუმართლა... იმ მრავალსართულიან კორპუსში, სადაც ის ცხოვრობს, გულზე დიდად არავის ეხატება... ყველაზე მეტად კი მის ზემოთ მცხოვრები მეზობელი ემტერება... დიდი და გავლენიანი კაცია, ყველა იცნობს და მთელი სამეზობლო თვალებში შესციცინებს, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ერთი გაუმაძღარი და უსამართლო კაცია, რომელიც არავის ინდობს და ყველაზე ბინძური მეთოდების გამოყენებასაც არ ერიდება თავისი გავლენის გასაძლიერებლად და ძალაუფლების დასამყარებლად... ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ხელს უშლის მიზნების განხორციელებაში. ეს ის პიროვნებაა, რომლისთვისაც მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას, ამიტომაც მზადაა ყველაფრისთვის- დაუპირისპირდეს ნებისმიერ მეზობელს- კარის იქნება თუ სხვა სართულზე მცხოვრები, დიდი იქნება თუ პატარა, გავლენიანი თუ გავლენის ძიებაში მყოფი... ჩვენი გმირი კი ძალიან კეთილია. კეთილი და სამართლიანი, მეგობრული და სტუმართმოყვარე. იმ დიდ მეზობელთანაც ცდილობს მოაგვაროს ურთიერთობა, მაგრამ გულუბრყვილობის გამო ვერ ხვდება, რომ ამ ურთიერთობის დიპლომატიურად მოგვარება უტოპიურია და მას მომავალი არ გააჩნია...მოკლედ, ამ დიდ კაცთან, ფეხებს რომ უბაკუნებს ზევიდან, ვერ დალაგდა, მაგრამ იმედს მაინც უშვებს ხელს... აი, დღეს ძალიან სჭირდება გვერდით ის, ვინც უბრალოდ მოუსმენს და გაამხნევებს.. ცდილობს ამხელა კორპუსში ნახოს ვინმე თანამოაზრე, მეგობარი… აზრები, იდეები, გრძნობები, პრობლემები და განცდები რომ გაუზიაროს, მაგრამ ყველა კარზე ამაოდ აკაკუნებს... მის სართულზე მცხოვრები მეზობლები კარს არ უღებენ, ზოგიც კიდევ ეუბნებია, რომ მისთვის არ სცალიათ და საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნით. ერთგანუთხრეს, რომ დღეს სამეზობლოს დიდი ნაწილი გვერდით კორპუსში ერთ დიდ ოჯახში იკრიბება დადღესასწაულს აღნიშნავს. გული დაწყდა, რომ არ დაპატიჟეს, მაგრამ უცბად თავი გაიმხნევა და იფიქრა, რომ უბრალოდ გამორჩათ... გაემზადა და თვითონ გადაწვიტა ამ ოჯახს სტუმრებოდა. იმ ოჯახის კარებთან, საიდანაც ბედნიერებისა და სიხარულის ხმები გამოდიოდა, დიდხანს იდგა... კარებზე ბევჯერ დააკაკუნა, ზარიც დარეკა, მუშტიც ერთი-ორჯერ ნაზად დააბრაახუნა, მაგრამ კარს მაინც არავინ უღებდა... მისი კაკუნი არც არავის ესმოდა ან არც უნდოდათ, რომ გაეგოთ... აი, ასე დიდხანს იდგა საქართველო იმ ოჯახის კარებთან, რომელსაც ,,ევროპა” ეწერა.. ის ახლაც იქ დგას და იმედს მაინც არ კარგავს, რომ მის კაკუნსაც ოდესმე გაიგებენ, კარებს გაუღებენ და ისიც ერთ-ერთი მათგანი გახდება.... ისიც იმ დიდი ოჯახის საჭირო წევრი გახდება, რომელსაც ევროპა ჰქვია და რომელსაც დღეს ბედნერებისთვის საქართველო საერთოდაც არ სჭირდება...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG