Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანი ბარისაშვილი

თითქოს აპრილის ჩვეულებრივი საღამოა. დანარჩენებისგან არაფრით განსხვავებული. სახლში დაღლილი მოდიხარ და გინდა გაიგო რამე პოზიტიური, სასიამოვნო. წყნარი მუსიკა. ისევ სოციალური ქსელი. სიახლეების კითხვა და უცბად ... შემზარავი სურათი- 146 სტუდენტი. 146 ჩემნაირი, შენნაირი, ჩვენნაირი სტუდენტი. ახალგაზრდების სისხლის გუბე. კენიის უნივერსიტეტი სასაკლაოს ჰგავს. ტერორისტები ჩვეულ ფორმაში არიან. ინფორმაციას საკუთარ გვერდზე ვაზიარებ შემდეგი თანდართული ტექსტით- ,,მეგობრებო, ტერორიზმი და რელიგიური ექსტემიზმი სულ უფრო მეტი სიძლიერით აჩენს თავის კლანჭებსა და დაუნდობელ ხასიათს და ამას ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება!!” გამოხმაურება ნული-არცერთი კომენტარი. ეს ფაქტი უკვე ტელევიზიითაც გახდა ცნობილი, მაგრამ სოციალური ქსელი ჯიუტად დუმს. თუ რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა მთელი სოციალური ქსელი ააჭრელა და ყველა გაშარლიებდოებული და ერთად შეკული ტერორიზმს აპროტესტებდა, დღეს კენიელობას არავინ იბრალებს.

უცბად სიცივე ვიგრძენი. ოღონდ ფიზიკური არა. ეს სიცივე იყო გულგრილი, ცივი დამოკიდებულება იმ ტრაგედიის მიმართ, რომელიც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, სოციალურ ქსელსაც ააფეთქებდა და საზოგადოებაც უფრო აქტიურად გამოხატავდა სოლიდარობასა და თანაგრძნობას. აიკენიაში, აფრიკის ერთ ძალიან ღარიბ და დანარჩენი მსოფლიოსათვისუინტერესო ქალაქში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა, არ გვაინტერესებს და იმასაც ვერ ვხვდებით, რომ დღეს თუ კენიაა, ხვალ შეიძლება თბილისი ან ევროპის რომელიმე სხვაქალაქი იყოს. გვავიწყდება, რომ ნებისმიერი მანძილი ქრება, როცა საქმე ღირებულებებსა და კაცობრიობის საერთო მტერს, ტერორიზმს ეხება...იცით მთავარი პრობლემა რაშია? ადამიანებს შერჩევითი სოლიდარობა გვახასიათებს, რაც ხშირად ფარისევლობას ემსგავსება...

შემდეგ გავიგე, რომ 6 აპრილს ,,ქალთა მოძრაობა” კენიის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ადამიანების მიმართ სოლიდარობის აქციას მართავდა. გულწრფელად გამიხარდა და წავალ-მეთქი გავიფიქრე. აი, დღეს უკვე 8 აპრილია. მე კიდე ამ დღეების განმავლობაში 6 აპრილის აქციაც ისე გადამავიწყდა, როგორც ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ჩემნაირი, შენნაირი და ჩვენნაირი სტუდენტები, სხვა კონტინენტზე, ჩვენგან შორს, მაგრამ სრულიად უმიზეზოდ ამოხოცეს...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG