Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საცოდავი ქართველები დაგახვედრებთ უკეთეს ქვეყანას!


ავტორი: ანი ციცქიშვილი

ძვირფას ემიგრანტებს, ვინც უკეთესი ცხოვრებისთვის წავიდა ქვეყნიდან

ნაცნობი შემხვდა, შვეიცარიიდან რამდენიმე დღით მშობლების სანახავად ჩამოვიდა.

მოკითხვის შემდეგ, შემომჩივლა: - გავგიჟდი, ცელოიდის ბოთლების გადამამუშავებელი ქარხანა არ გაქვთ, წყალს ყიდულობთ და ცარიელ ბოთლებს ნაგავში ყრითო?

ეს ნაცნობი საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში გაიზრდა, რამდენიმე წელია შვეიცარიაში ცხოვრობს და აქ ჩამოსულს, შოკირებულს საქართველოს მდგომარეობით, ერთი სული აქვს უკან როდის დაბრუნდება..

რა ქნას, გაჭირვებამ წაიყვანა და გაჭირვება აცხოვრებს იმ „გადაკარგულ შვეიცარიაში“...

რა ქნას.. ასეთია ემიგრანტის ბედი...

ის ხომ საქართველოსთვის ცხოვრობს შვეიცარიის კომფორტულ ვილაში...

მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დაჰყავს შვილები შვეიცარიულ სკოლაში...

საქართველოს სიყვარულით გულანთებული დადის შვეიცარიის ქუჩებში და ტკბება წესრიგით და სისუფთავით...

ჩვენი განვითარებისთვის ესწრება მაღალი დონის კულტურ ღონისძიებებს...

ჩვენს გამო ეზიარება მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს...

რა ქნას...

ემიგრანტულ გაჭირვებას რა უთხრას, თორემ შვეიცარიულ დელიკატეს ყველს უნდა მიირთმევდეს ქართულ სულგუნს ნაცვლად??

რა ქნას..

გადაჰყურებს შვეიცარიის ალპებს და ქართული მთების მონატრებით ცრემლი ადგება თვალებზე...

რა ქნას...

ძვირფასო ემიგრანტო,

ნუ გებრალები, როცა წარმოიდგენ რა რთულია საქართველოში ცხოვრება...

ნუ მეწუწუნები, ვაი, ასეთი განათლების ხელში ქვეყანა რა დღეში ჩავარდებაოო..

თვალები ნუ გიფართოვდება, როცა წრიულზე მიმავალ ქვეითს დაინახავ...

ნუ მაკრიტიკებ, ცელოიდის ბოთლებს როგორ ყოდულობთ, გადამამუშავებელი ქარხანა არ გაქვთო...

ნუ მიფასებ კულტურის და ხელოვნების სიყვარულს, იმით, რომ პატარა ქალაქში ნორმალური თეატრი არ მაქვს..

წარმოუდგენლად ნუ გეჩვენება, საარსებო მინიმუმის სიმწირე..

ხალხის შრომას ვირულს ნუ უწოდებ, როცა მათი ხელფასების რაოდენობას გაიგებ..

ნუ ეტყვი ახლაგაზრდებს, რომ საქართველოში წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ..

ნუ შემიფასებ ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, როცა პატრულის გაბღენძილ თანამშრომლებს ხედავ..

საღორეს ნუ უწოდებ ქვეყანას, როცა ქუჩაში დაყრილი ნაგავი შეგხვდება..

მაღალსტანდარტებს შეჩვეული, უჟმურ გამყიდველს ნუ გამომილანძღავ..

გული ნუ შეგტკივა, როცა ახალგაზრდა ბიჭების უსამართლოდ დაღუპვის ამბები გესმის...

ეს ყველაფერი ჩვენ, რომ ვიცით ისე, შენ სად იცი...

გვესმის, რომ სხვა გზა არ გქონდა...

არ ინერვიულო,

ვეცდებით, ამ საცოდავმა ქართველებმა,უკეთესი ქვეყანა დაგახვედროთ!!!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG