Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დამიმახინჯა ტრადიციები?


ავტორი: ანი ციცქიშვილი

ამ ახალი წლის დღეებში კიდევ ერთხელ შევესწარი დიდ სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელოს: „ჩვენი სუფრის ტრადიცია ეს ნამდვილი კულტურა და კლასიკაა და არ უნდა დავივიწყოთო“ ...

კლასიკა, თან როგორი კლასიკა:

ბადრიჯანზე სოკო, სოკოზე ხაჭაპური, ხაჭაპურზე ოსტრი, ოსტრზე ხაშლამა და მერე ამ ხაშლამაში ჩაღვრილი ღვინო..

გაუთავებელი სადღეგრძელოები, ქალი სამზარეულოში ხან ოსტრის ცხელებაში და ხან ბავშვის საფენების ცვლაში, მთვრალი კაცები, მერე ატირებული ბავშვები(სახლში, რომ უნდათ და დედა რომ ეუბნება, მამა ჯერ არ დაამთავრებს ხომ იცითო),მერე ჩხუბში გადაზრდილი ხუმრობები და ბოლოს დაუმთავრებელი საყვედურები: „შენ ხო ნორმალური დალევა არ იცი“, „სანამ ვინმეს არ აატირებ არ ჩერდები“, „ხომ შეგეძლო არ გეჩხუბა და ისე დაგემთავრებინა“...

ასეთი კულტურა მოვიდა ჩემამდე, ჩემო წინაპარო..

ეს არის კლასიკა? ეს შევინარჩუნო? ამას ვცე პატივი?

არ მინახავს ის კლასიკური სუფრა, რაზეც წამიკითხავს და რაზეც ბევრს საუბრობენ: ყველა ერთად, სამ ხმაში, რომ მღერის,ყველა ბედნიერად წითელ ღვინოს სვამს, საუცხოო იუმორით ერთმანეთს ართობენ და ბოლოს ყველა ტკბილი სურვილებით ემშვიდობება ერთმანეთს.

ვინ დამიმახინჯა ტრადიცია, ჩემო წინაპარო?

ტრადიციების თემა ოჯახის სადღეგრძელოთი გაგრძელდა:„ჩვენი ოჯახის ტრადიცია უნდა შევინარჩუნოთ, ბავშვებს აქედანვე უნდა ვასწავლოთ, ქალის და ოჯახის პატივისცემაო.“

რომელი პატივისცემა?

ჩემო წინაპარო, ჩემამდე ისეთი „ოჯახი“ მოიტანეს, სადაც კაცს ყველაფრის უფლება აქვს და ქალს არაფრის, სადაც კაცის ღალატი „მაგარი ბიჭობაა“ და ქალმა ეს უნდა აიტანოს(კაცია, გაიგულავებს აბა რას იზამსო), სადაც კაცს შეუძლია ქალს დაარტყას და ქალი, აბა ამისთვის ოჯახს ხომ არ დაანგრევს, სადაც ბავშვები მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არიან და კვალი მთელი ცხოვრება დაღივით ატყვიათ, სადაც კაცის უმუშევრობა იმით მართლდება: აბა დამლაგებლად ხომ არ იმუშავებსო....

ასეთი იყო ჩვენი სანაქებო ქართული ოჯახი? ამას მივსტირით მთელი ერი და ამის დაბრუნება და შენარჩუნება გვინდა?

მაპატიე, ჩემო წინაპარო, არ ვიცი ვინ და როდის დამიმახინჯა ტრადიციები, მაგრამსულაც არ მინდა მარაზმში გადაზრდილი სუფრის და ძალადობის და ღალატის ბუდედ ქცეული ოჯახური ტრადიციების შენარჩუნება.

და შენ, ვინც ასეთი სახით მოიტანე ჩემამდე და ახლაც „ქვეყნის სიყვარულში“ მტკიცედ იცავ ამ ტრადიციებს, ნუ დაიბრალებ, რომ საქართველო ჩემზე მეტად გიყვარს, ქართველობით ჩემზე მეტად ამაყობ და ჩემი პატარა ქვეყნის უკეთესი მომავალი ჩემზე მეტად გინდა!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG