Accessibility links

logo-print

ბრმად ბრძოლა ტირანიასთან


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

სოსო ცუდი კაცი იყო, რავიცი აბა, მჯერა.
არც მიყვარს და არც მძულს, ალბათ იმიტომ, რომ არ მოვსწრებივარ, ბაბუაჩემიც არ გადაუსახლებია და დაუხვრიტავს. პირიქით ბაბუმ ფაშისტები დახოცა და სტალინიც უყვარდა ალბათ, რავიცი, მხედართმთავარი მოგებული ომის მერე ძალიან უყვართ ხოლმე.
ერთი რამე ვერ გამიგია მხოლოდ.
რას ვებრძვით? ტირანიას თუ ძეგლებს? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხს ძეგლები არ ევასება, ან ძეგლის ავტორი არ ევასება, ან ულვაშიანი ძეგლები არ ევასებათ, დადიან და ასხამენ საღებავებს.
სტალინი - ტირანიის სიმბოლო.
ვისწავლე სოსოც და ბიძია ადოლფიც, სიმბოლო ბოროტების, ერთიც და მეორეც, მაგრამ არც ერთი მიგრძვნია და არც მეორე. სხვა თაობის ბიჭი ვარ, მე სხვები ვიგრძენი.
რაც მიცხოვრია ყოველთვის ვხედავდი ძალადობასა და უსამართლობას, პეტრე მიდის , პავლე მოდის, ძალადობა და უსამართლობა კი რჩება.
პრობლემა საზოგადოებაშია, აჰა, დავიწყე მეც..

გარეთ დარბიან და სოსოს ურტყამენ, მაინც მკვდარია და დაუცველი, ისე კარგად რო ცხოვრობ მერე მკვდარსაც გიცავს ხალხი, მაგრამ სოსომ ცუდად იცხოვრა როგორც ჩანს. მარტო ბაბუაჩემის სასტავი თუ შეაწევს სიტყვას.

ადამიანი მოკლეს წამებით. 2–3... 4 რამდენი წელი გავიდა?პოლიციის შენობიდან გადმოაგდეს, ჯერ აწამეს და მერე გადმოაგდეს.მემგონი გორში.
აიტ!
გაიხსენეს ბაბუს დროება, პანტა-პუნტით, რომ ცვიოდა ხალხი პოლიციის შენობიდან, მერე ვიღაც დეიდა გამოჩნდა ტელევიზორში და აზვიადებთო, მაშინ მხოლოდ 5 ადამიანი გადმოაგდეს პოლიციის შენობიდანო. მხოლოდ და მხოლოდ 5!
4 რომ გადმოეგდოთ ასე არ გააზვიადებდნენ ალბათ, აი 3 კაცი, რომ გადმოეგდოთ საერთოდ სალაპარაკოც არ იქნებოდა , აბა სამი გადმოფრენილი კაცი რა სალაპარაკოა?!
ახლა კი ერთი ცალი ნაწამები ადამიანი გადმოაგდეს და რა გაიგიჟეთ თავი რა ამბავში ხართო?! - რაღაც ასე კი გამოუვიდათ, მაგრამ ეს არავის უთქვამს.
სამაგიეროდ თქვეს ირონიულად - თვითონ გადმოხტაო. არადა ყველა ძვალი დალეწილი ქონდა და ისეთი სისხლჩაქცევები, რომ აშკარად სული ამოხადეს საწყალს.
და მე დავინახე სიბოროტე! ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად მხოლოდ 30 მდე ადამიანი თუ მივიდა ვაჟაზე სოდის შენობასთან, 30 კაცი (ქალიც მათ შორის) ტირანიის წინააღმდეგ.

ბოროტების სიმბოლოს ვებრძვით და ბოროტებას არა. ბედნიერი ვარ, რომ სოსოს პერიოდში არ მომიწია ცხოვრება, მაგრამ უბედური ვარ, რომ ბაბუმ დამიბნელა ბავშვობა, მანამდე ვიღაც იარაღიანებმა ქალაქი გაგვინადგურეს, მერე მიშამ გაგვანათა და ის ერთი ცალი კაციც გადმოაგდო პოლიციის შენობიდან, არა? მიშას არ გადმოუგია? ჰო. არც სოსოს დაუხვრიტავს.
სოსომ ხალხი გადაასახლა სადღაც გადაკარგულში, იცოდნენ ის ხალხი სად მიყავდათ, მაგრამ ერჩივნათ არ ცოდნოდათ, არ ცოდნით ნაკლებად ეტკინებოდათ, ალბათ ასე იყო.
სოსომ ხალხი დახვრიტა.
სოსომ ვიღაცებს რაღაცები და ვიღაცები წაართვა.
სოსომ სიტყვა წაგვართვა.
ეს ყველაფერი მეც ვნახე.
ოღონდ სხვა და სხვა დროებში, ბაბუს დროს, მიშას დროს, ეხლაც ვნახავ ალბათ, ჯერ ვერ მოასწრო სათავეში მყოფმა ძალაუფლებით ტკბობა, ჯერ განსხვავებული აზრი უნდა ჩაახშოს, მერე უნდა ეპირფერონ და უნდა უმღერონ, რომ მაგარია, მერე დაბრმავდება და სიბრმავის გამო კი გადაუვლის ვინმეს. ნამდვილად.
მოდი იყოს განსხვავებული აზრიც. ნუ დაიბრმავებთ თავს და იქნებ არც არავინ მოკვდეს. თუ მოკვდა უკვე? არ ვიცი.
ერთადერთი განსხვავება რასაც ვხედავ არის მასშტაბი.
სოსომ დახოცა მილიონ.. რაღაცა, არ ვიცი, ბევრი დახოცა, ბოროტი იყო რა.
ბაბუმ უფრო ცოტა, მიშამ ალბათ უფრო ცოტა, ამათ ჯერ ვერ მოასწრეს, ვაცადოთ ცოტა.
რას ვებრძვით? რაოდენობას?
რომელი რიცხვია ის დალოცვილი რომელიც ჩვენს აღშფოთებას იწვევს? 10? 20? 100? რამდენის მერე აღარ ვპატიობთ? თუ თბილად თუ ვართ ყველაფერს ვპატიობთ? ეჰ, ნეტა პატიება შეგვეძლოს, ჩვენი შეკვეთით კლავენ, ჩვენ მოგვყავს სათავეში და მერე გვინდა თუ არ გვინდა, გააზრებული გვაქვს თუ არა მაინც კლავენ. ჩვენი ბრალია, არა? კაი , ჩემი ბრალია.

,,ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა , მილიონის სტატისტიკა“ - სოსო

ამ წინადადების მეორე ნაწილი მხოლოდ იმისთვის გახდა საჭირო, რომ პირველი ნაწილის მნიშვნელობა გამოკვეთილიყო.
უყურე შენ.
ძლიერი საზოგადოების მთავარი პრინციპისთვის მიუგნია ტირანს.
თუ ერთი კაცს მაინც , არ აქვს მნიშვნელობა რა ფერია, არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს ან რა აცვია, არ აქვს მნიშვნელობა ვის ტყნავს ან ვინ ტყნავს, არ აქვს მნიშვნელობა რა დაუშავებია ან ვიზე ლოცულობს, თუნდაც საერთოდ არ ლოცულობდეს, თუნდაც ადოლფი ერქვას და მახინჯი ულვაში ქონდეს - როცა ერთ კაცს მაინც (ქალსაც) უსამართლოდ ექცევიან, იჭერენ უსამართლოდ ან კლავენ, აწამებენ ან კუთვნილს ართმევენ, უსამართლოდ სვამენ ციხეში! ჩვენ ყველამ უნდა აღვმართოთ ხელი რომელიც უფალია მთავრობის და წამოვარტყათ თავში, ისე, რომ ეტკინოთ და თუ არ ეტკინათ უნდა ეწყინოთ მაინც.
მაგრამ როცა ვუყურებთ როგორ უნგრევენ ცხოვრებას ერთს, მერე მეორეს, მესამეს, თავს ვიბრმავებთ, ან ვუყურებთ და ხმას არ ვიღებთ, ან ვამბობთ, რომ ის ბოზია და ღირსი იყო, ან ის პედერასტია და მაინც ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა იწვოდეს და ბარემ აქ დაიწვას, ან ეგ არასწორ ღმერთზე ლოცულობს, ან იმას ცუდი წარსული აქვს, ან სადღაც გაღმა ცხოვრობს და მერე მე რა? მე ჰო არ მეხება? ან ქართველი არ არის და ჯანდაბაში წასულა... რამდენი მოგროვდა?
მემგონი საკმარისად მოგროვდა, იმისთვის , რომ სტატისტიკა ვუწოდო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG