Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი, რომელიც გადარჩა


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

ჩვენ მოგიყვებით ამბავს გოგი თოფერისა და მისი მეგობრების შესახებ, მეგობრები იქით იყოს და გოგიმ, მთელი თავის შეგნებული ცხოვრება იცოდა, რომ გოგი იყო, ამის შესახებ მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა , მტრებმა , ბავშვებმა და სავარაუდოდ ცხოველებმაც კი იცოდნენ. გოგი ყველაზე პოპულარული გოგი იყო ყველა არსებულ გოგის შორის.

- გოგი თოფერი და ფილოსოფიური ნიჩურტა

გოგის ერთ-ერთი დაბრკოლება ფილოსოფიური ნიჩურტა აღმოჩნდა, მას უნდა ამოეხსნა ნიჩურტის საიდუმლო და ამოხსნილი ნიჩურტის შემაძრწუნებელი შინაარსი მოეხსენებინა ქუთაისის ჯადოსნური პარლამენტის წევრებისათვის, მაგრამ გოგიმ ეს დაბრკოლება ვერ გადალახა და დავალების ჩაბარებისას გოგის ლიმიტს გადააცილა. მისი გამოსვლა არც გრიფინდორის და არც სლიზერენის წევრებს არ მოსწონებიათ, პროფესორებს კი მისი გარიცხვის სურვილი გაუჩნდათ.
გოგი ნერვიულობს.

- გოგი თოფერი და საიდუმლო პარტია

გოგიმ ყოველთვის იცოდა, რომ არსებობდა პარტია რომელიც მას ებრძვის, ერჩის და მისი მოცილება უნდა. გოგი ხომ ყველაზე პოპულარული გოგია?! მისი მოცილება ყველას უნდა, მას ერჩიან როგორც რჩეულს.
ქუთაისის ჯადოსნურ პარლამენტში ყოფნისას გოგიმ მიაგნო საიდუმლო პარტიის არსებობას, გოგი ამბობს, რომ ყოველთვის იცოდა საიდუმლო პარტიის არსებობის შესახებ, რომელიც მისი გუნდის წევრებს შიგნიდან ძირს უთხრის, მაგრამ არავინ უჯერებდა, ახლა კი ყველაფერს ნათელს მოჰფენს.
გოგის იმედი მიეცა.

- გოგი თოფერი და პარლამენტის ტყვე

გოგი ეჭვიანია, გოგის აქვს ეჭვები, რომ სლიზერენელებს ტყვედ ყავთ ჩაგდებული ფილოსოფიური ნიჩურტას ავტორი, მაგრამ ფილოსოფიური ნიჩურტას ავტორი სავარაუდოდ საკუთარი თავის ტყვეობაშია.
გოგი გაურკვევლობაშია.

- გოგი თოფერი და ცეცხლოვანი სოსო

გოგი თანამოაზრის ძიებაშია, გოგის არ უნდა, რომ იყოს მარტო რადგან საიდუმლო პარტიის წევრები მას ადვილად მოიცილებენ თავიდან, ამიტომ გოგი ეცდება ცეცხლოვანი სოსოს გადაბირებას, მან იცის, რომ სოსოც რჩეულია, გულის სიღრმეში იცის, რომ სოსოც მაგარი გოგია.
გოგი ადვილად შეძლებს სოსოს დარწმუნებას იმაში, რომ საიდუმლო პარტიის წევრებს მისი მოცილებაც უნდათ.
გოგი მომავალს ხედავს. შესაძლოა გოგი და სოსო მომაკვდინებელ დუეტად ჩამოყალიბდნენ, გოგის თამასა ასე მაღლა არასდროს აწეულა, როგორც ცეცხლოვან სოსოსთან თანამშრომლობის შემთხვევაში აიწეოდა.
გოგი ბრძოლისთვის მზად არის.

- გოგი თოფერი და სტალინის ორდენი

გოგის წარმოთქმულმა სიტყვამ ყველა გააოცა, იყო რა თქმა უნდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რომელთაც გოგის გამორჩეულობისა,მიუხედავად ამდენი გოგითოფერობისა მაინც არ სჯეროდათ, მაგრამ მისი სიტყვის შემდეგ ერთი ცალი ადამიანიც კი არ დარჩა იმაში დაურწმუნებელი, რომ გოგი ნამდვილად რჩეულია. ეს სიტყვა ისტორიას დარჩება.
გოგის სიტყვას გთავაზობთ უცვლელად: ,,მე მაქვს ოცნება, ჩემო მეგობრებო, მე გეუბნებით თქვენ, რომ სიძნელეებისა და იმედგაცრუების მიუხედავად – მე მაქვს ოცნება!, ეს ოცნება ღმად არის ფესვგადგმული ქართულ ოცნებაში. მე მაქვს ოცნება, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენი ერი აღიქვამს ჩემი დევიზის ჭეშმარიტ აზრს: სტალინის სურათი, მალე ყველა კაბინეტში დაიკიდება!იმიტომ, რომ ის იყო გენიალური პიროვნება!მე მაქვს ოცნება, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც მათზე იმსჯელებენ არა იმის მიხედვით თუ რას წარმოადგენენ ისინი, არამედ იმის მიხედვით თუ რამდენად უყვართ და პატივს სცემენ ამხანაგ სტალინს!“
გოგი ამაყია.

- გოგი თოფერი და ნახევარსისხლა თამაზი

ცეცხლოვანი სოსოსი არ იყოს გოგიმ ისიც ზუსტად იცის, რომ ნახევარსისხლა თამაზიც გოგია. გულს უღრღნის გოგის მასთან კონკურენციის ამბები, ხალხი ამბობს, რომ ნახევარსისხლა თამაზი შესაძლოა გოგიზე დიდი გოგი გამოდგეს, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. არის დღეები როცა გოგის საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარება და თვითრწმენას კარგავს, მაგრამ გოგიმ იცის, რომ ასეთ წუთებში ყოველთვის ხდება რაღაც ისეთი რაც ძალას მატებს, თავისთავად, ძალდაუტანებლად გამოსდის, ალბათ ნიჭიც ეს არის, იყო გოგი, ამას ნიჭი უნდა.
გოგიმ იცის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქუთაისის პარლამენტის თავგადასავალი ისე არ დასრულდება, რომ ნიჭის გამოვლინების საშუალება კიდევ ერთხელ ან რამდენჯერმე არ მიეცეს.
და მაინც, ეს თამაზი რა ნიჭიერი ყოფილა.
გოგი გაოგნებულია.

- გოგი თოფერი და ბიძინას საჩუქრები

გოგის ახსოვს ბავშვობაში წაკითხული ზღაპარი სამი ძმის შესახებ, გოგის გონია, რომ ეს წინასწარმეტყველებაა და სამი ძმა სამი გოგია: ცეცხლოვანი სოსო, რომელიც რეალურად გოგია. ნახევარსისხლა თამაზი, რომელიც ასევე გოგი ბრძანდება და თავად გოგი.
გოგის ახსოვს, რომ ზღაპარში ძმებმა საჩუქრები მიიღეს, გოგიმ იცის, რომ პარლამენტის სამმა გოგიმ საჩუქრად საპარლამენტო სიაში მოხვედრა დაიმსახურა, მაგრამ ზღაპრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მთავარი ის იყო როგორ გამოიყენებდნენ ძმები ამ საჩუქრებს.გოგი ელის როდის მოვა დაუნდობელი ბიძინა და წაიყვანს პარლამენტიდან ძმებს, მაგრამ უნდა, რომ ზღაპრის გმირს დაემსგავსოს, იყოს პარლამენტში იქამდე სანამ სული უდგას და ბოლოს ბიძინასთან ერთად, როგორც თანასწორი ისე წავიდეს, საპარლამენტო საჩუქრები კი სხვებს დარჩებათ.
გოგის ეშინია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG