Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მგზავრის ფიქრები


ავტორი: აშშ-ში ქართველი

უნივერსიტეტში, თვითმართველობის გამო ორი კურსი ერთმანეთს დავერიეთ. იყო მუშტი, კასტეტი, სკამები და ოთახის კარის სახელურზე, ჩვენი მხსნელი, ნაფეხური. გარემოებათა გამო ეს დაპირისპირება რამოდენიმე კვირა გაგრძელდა, ჯგუფებად დავდიოდით და მოვლენების უკიდურესი განვითარებისთვის, ყოველ წუთს, მზად ვიყავით. ძალიან დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები, ჩხუბს და საავადმყოფოს ბოლო არ უჩანდა, ეს კი ყველას ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებდა, მინიმუმ მუდმივად დაძაბული გვიწევდა ყოფნა. დადგა დღე, როდესაც უნდა გადაწყვეტილიყო ყველაფერი... ერთი შენობის უკან შევიკრიბეთ ასამდე ადამიანი და ველოდებით მეორე მხარეს...
ძმაკაცი მყავს, ენამოსწრებული, სხარტი და გონებამახვილი, რომელიც ერთგვარი "ყოჩი" იყო ამ საქმეში. თუ საუბარზე დათანხმდებოდა მეორე მხარე, მაშინ მას უნდა ესაუბრა, რადგან ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ეს მაშტაბური შუღლი, ჩვენგან განვითარდა. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, სულიერი ტვირთიც დიდი იყო.
მოკლედ, წუთიწუთზე ველოდებით, მხნედ მაგრამ დაძაბულები, რადგან ზარალი მათკენ მეტია. ამ დროს, გავიხედე მარცხნივ, სადაც ბავშვების გასართობი ბაღი იყო და რას ვხედავ?! ეს ჩემი ძმაკაცი წამოსკუპებულა საქანელაზე, მეორე მხარეს მეგობარი დაუსვამს და აიწონა-დაიწონას თამაშობს!
"ორი ადამიანი იყურებოდა ციხის გისოსებს მიღმა. ერთი ხედავდა ჭუჭყს, მეორე ხედავდა ვარსკვლავს"- დეილ კარნეგი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG