Accessibility links

logo-print

ჭიაყელას საიდუმლო


ორდენი "ლატეო" წარმოადგენს ეზოთერულ გაერთიანებას რომლის ძირითადი საზოგადოებრივი საქმიანობა გახლავთ ქველმოქმედება და ეზოთერული ცოდნის ამაღლება ქვეყანაში."ლატეოში" ითარგმნა და 2016 წლის 12 იანვრიდან ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა რომაელი ტერციუს სიბელიუსის (280 წ. ჩვ. წ.).უძველესი ნაშრომი "ჭიაყელას საიდუმლო".წიგნი თავის მხრივ ძალიან საინტერესოა ვინაიდან ცნობილია რომ ავტორი გამოირჩეოდა სხვადასხვა სახის არტეფაქტების შეგროვებისკენ სწრაფვით.ადგილობრივი მოსახლეობისგან ის მცირეოდენი თანხით ყიდულობდა, უფრო ხშირად კი სძალავდა მათ ქანდაკებებს, ამულეტებს, რელიგიური და ფილოსოფიური შემადგენლობის პაპირუსის გრაგნილებს.საიდუმლო დოკუმენტებიდან, რომლებიც დაწერილია იულიანე განდგომილის ბრძანებით და ჩვენამდე მოღწეულია პატარა ნაწყვეტების სახით, ადამიანად, უფრო სწორად, ადამიანის მსგავს არსებად, რომელმაც სიბელიუსი დააახლოვა ერთერთ კულტთან, სახელდება ეთიოპელი მწიგნობარი ტალიმი, და „ჭიაყელას საიდუმლოს“ დაწერის თარიღად მოყვანილია 331 წ. ჩვ. წ. ამგვარად, ნეკრონომიკონამდე 4 ასწლეულით ადრე გაჩნდა ნაშრომი ლათინურ ენაზე, რომელშიც მოხსენიებული იყო უხუცესთა სახელები. წიგნი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა თუმცა დიდი ფეოდოსიოს II-ის დროს პრაქტიკულად ყველა ეგზემპლარი განადგურებული იქნა. თუმცა, ხელოვნების ადეპტების ხელში, რომლებმაც თავშესაფარი ჰპოვეს იმპერიის შორეულ საზღვრებთან ბარბაროსთა შორის, „საიდუმლოებები“ გადარჩნენ.1680 წელს აბატი ბართოლომიუ მიდის გრაფ კევინ მერჩენტის მამულში, რათა შეასრულოს საიდუმლო ბრძანება პაპ ინოკენტი XI-ისა: გამოიძიოს „გრაფის მკრეხელური და სახიფათო მოქმედებები“. ეს საიდუმლო გამჟღავნდა აბატის მემუარებიდან, რომელიც დაწერილი იქნა მისი ეკლესიიდან სამუდამოდ განდევნის შემდეგ. ის ნათლად ამბობს, რომ ვერ ხედავს საიდუმლოს შენახვის მიზეზს და მას არ ეშინია წმინდა ინკვიზიციის შურისძიებისა და სასჯელის. ჩვენ არ ვიცით, როგორ იპოვნა მან წიგნი ჩრდილოეთ ინგლისის უღრან ტყეში. ის იყო დაკარგულ ადგილას, რომელიც არ არის რუქაზე აღნიშნული და გარშემორტყმულია ჭაობებით. მხოლოდ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იცოდნენ გზა მომაკვდინებელ ჭაობებს შორის, თუმცა აბატს შეეძლო არამარტო ცოცხალს მიეღწია სოფლამდე, არამედ დაბრუნებულიყო უკან ლათინურენოვანი წიგნით. წიგნის გარკვეული ფრაგმენტები, მაგალითად, „შავი ფილა“, დაწერილი იყო მკვდარ ენაზე. აბატმა ისინი გადათარგმნა ლათინურად, რადგან შესაძლოა, მისთვის ცნობილი იყო გასაღები. წიგნი ასევე შეიცავდა 2 სპეციალურ ანბანს - ძველს 22 და ახალს 17 სიმბოლოსგან შემდგარს. ასეთია ძველი ტექსტის ისტორია, რომელსაც ეწოდება “De Vermis Mysteriis” ლათინურად. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული “De Vermis Mysteriis” ხშირად ხვდებოდა წიგნის გამყიდველთა სავაჭრო დუქნებში. ეზოთერულმა ორდენმა "ლატეო" მოიპოვა და ქართული ლიტერატურის ისტორიაში პირველმა თარგმნა 1932 წელს დაბეჭდილი ეგზემპლარი რომელიც ლაიფციგის ერთ კერძო ტიპოგრაფიაშია გაკეთებული.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG