Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცრუ მოძღვრის - პეტრე კვარაცხელიას - მხილება


ავტორი: დავით დავითური

პესიმიზმი მიპყრობს, საერთოდ ვინმე მართავს ჩვენს ეკლესიას? უმამლო ქვეყანაში ხო დედლები ყივიან და აი ვიწყებ!

ტელეგადაცემა "პროფილში" მიწვეული იყო "პრადვინუტი" მღვდელი და მისი ქალიშვილი. მიზეზი კი შემდეგია: ცოტა ხნის წინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა პეტრე კვარაცხელიამ (პოეტური ფსევდონიმიც აქვს - "კოლხი"), სოციალურ ქსელში საკუთარი ქალიშვილის, მარიამის, პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა. მრევლის ნაწილის აღშფოთება გამოიწვია არა მარტო მოძღვრის ქალიშვილის ნახევრად შიშველმა ფოტოებმა, არამედ მისმა კომენტარმაც: "აი ქალიო"
http://f-picture.net/lfp/s017.radikal.ru/i408/1508/2c/ad17cb0a0930.jpg/htm

მერე გაირკვა რომ ქალს პოდიუმისთვის ამზადებს და ეტყობა აღგზნებული მრევლის ზოგიერთი კომენტარი რო არ მოეწონა დაგვტუქსა: რეებს კადრულობთ, მართლა ქალი კი არაა, ბავშვიაო... კოლხი თავად ახდენს ბავშვის სექსუალიზაციას და აქეთ გვწამებს პედოფილობას.

ასეთ რეიტინგულ ამბავს გასართობი შოუ ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებდა (წყარო: http://rustavi2.com/ka/video/9556?v=2 ).

გადაცემის წამყვანმა განაცხადა 10 წელია ვმრუშობ, მაგრამ თავი სათნო ქრისტიანად მიმაჩნიაო და კვარაცხელიამაც კვერი დაუკრა, ეგრეაო... ნეტა ბიბლიის რომელ რედაქციას კითხულიბს კვარაცხელია? ალბათ მხოლოდ მე არ გამხსენებია იესო ქრისტესა და სამარიტელი დედაკაცის საუბარი. პატარა ჭაც დაემონტაჟებინათ სტუდიაში და ეგ იყო! მოკლედ, იესო სთხოვს დედაკაცს რომ დაუძახოს ქმარს, დედაკაცი დაიმორცხვებს, ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ ბოიფრენდი ქმარივით მიყვარსო და უპასუხებს ქმარი არ მყავსო. "იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო. ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი. უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ". შემდეგ ქალი ბრუნდება ქალაქში და ყველას ეუბნება: "მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?" (იხ.ინ.4,7-29). საოცარია, ქრისტემ ქალი მხოლოდ მრუშობაში ამხილა, ქალი კი ამბობს მან „მითხრა ყველაფერი, რაც მიქნიაო“. ნუთუ ამხელა ცოდვაა მრუშობა?!

პეტრე კვარაცხელია არის ცრუ მოძღვარი! ნახეთ რას ამბობს: "ღვთის გზა, როგორც ასეთი, ჩარჩოში ჩასმული არ არის... ის ძალიან ფართო და უნაპიროა..." (წყარო: http://intermedia.ge/სტატია/64095 ). ჰოდა გახადა საკუთარ ქალიშვილს, პოდიუმისთვის ამზადებს! (როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მარიამმა განაცხადა მოდელობა პეტრეს იდეა იყო, ასე რომ სწორედ მოძღვარმა გახადა ბავშვს. წყარო: http://georgianpress.ge/com/news/view/15891 ) ახლა ვნახოთ რას ამბობს ქრისტე: "შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე" (მთ.7,13).

როგორ ამბობენ, მიჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო, ხო? პეტრე სიამაყით აცხადებს, რომ მარიამი მეგობრობს ერეკლე დეისაძესთან (წყარო: http://news.ge/ge/mobile/story/148023), აი ამ "სირობის" ავტორთან:
https://youtu.be/szw5MsZ0JL8

პეტრე კვარაცხელია ხშირად იმეორებს: მე ვარ მღვდელი და მევალება ასე ჩაცმაო, მაგრამ ჩემი შვილი არაა ვალდებული გრძელი კაბებით და ლეჩაქით დადიოდესო... ბიბლია კი გვასწავლის, რომ ღვთისმსახური უნდა იყოს "...თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით, (რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?)" (1ტიმ.3,3-4). ანუ შენ მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდე და ოჯახი ყირაზე გადადიოდეს... კი არა და, გადაგყავდეს (მოდელობისკენ ხო შვილს შენ მოუწოდე პეტრე) არაა კარგი მოძღვრობის ნიშანი!

ამბობენ დღეს მოდელიბა პროფესიააო და თურმე ჩვენი რწმენა უნდა მოერგოს ამა სოფელს... არა ბატონო, აი რას ამბობს უკვდავი წიგნი გამომწვევად ჩაცმაზე:

პეტრე მოციქული (და არა კოლხი) გვასწავლის: "თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე." (1პეტ. 3-4).

ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "თქვა უფალმა: "რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ. თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ. იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს, მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს, ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს, ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს, სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს. სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი. შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან. მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი." (ეს. 3,16-26).

აღსანიშნავია, რომ გამომწვევად ჩაცმული ქრისტიანი ღვთის წინააღმდეგ სცოდავს, რადგან ყველანი ცოდვით ვართ დასნეულებულნი და ის ამას არ ითვალისწინებს, იცმევს მაცდურად და აღძრავს ქვენა გრძნობებს. უფალმა მტრების სიყვარულიც გვიბრძანა და ზოგიერთი კი მოყვასსაც არ ინდობს.

უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს: "შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნება, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ..." (ლკ. 17,1).

სამწუხაროდ ფართოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ ეკლესიში ადამიანი მოკრძალებით შემოსილი უნდა მივიდეს, ხოლო ქუჩაში ყველაფერი ნებადართულია. როგორც ერთმა მღვდელმა შენიშნა: "ქუჩა სტრიპტიზი არაა!" ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ არც სოციალური ქსელია "ფლეი ბოის" ყდა!

(პრინციპში ვისაც როგორც გენებოთ ისე მოიქეცით, უბრალოდ ნუ იძახით რო ქრისტე ასე ასწავლიდაო, ქრისტიანობას ნუ იყენებთ ფარად და თქვენი საქმისა თქვენ იცით!)

პეტრე კოლხი იძახის პატარას მილანძღავენო... არავინ ერჩის ბავშვს, საზოგადოებამ კოლხი გააკრიტიკა, ის კი ლაჩრულად ამოეფარა მარიამს (წყარო:http://www.ambebi.ge/sazogadoeba/139234 ).

სხვათა შორის, კოლხი აცხადებს ჯიპიანი მღვდელი ვარ და გავყიდი, რომ აღარ ცდუნდეთ, "ოპელ ასტრაზე" გადავჯდები, ოღონდ დამპირდით რო გზას დამითმობთო
(წყარო: http://www.frontnews.ge/ge/news/33544 ).

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG