Accessibility links

logo-print

ოჯახის "თავი" მამაკაცი და მისი მონა-მორჩილი "კისერი" ქალი


ავტორი: ჰერმინე ჰესე

ხშირად ვამობობ, რომ ჩვენი საზოგადოება ქართულ მენტალიტეტსა და არსებულ რეალობას შორის არის "გაჭედილი". ბავშვობიდან მესმის, რომ რაღაც "ქალის საქმეა" და რაღაც "კაცის", მაგრამ ამ იდეოლოგიასთან ერთად მუდმივად ვაწყდებოდი და ვაწყდები რეალობას, სადაც უბრალოდ არსებობს საქმე, რომელიც უნდა გაკეთდეს და არ აქვს მნიშვნელობა ეს ვისი "საქმეა". მაგალითად, ის, რომ ოჯახის "მარჩენალი" კაცი უნდა იყოს ყველა დამეთანხმება დიდი ხანია შეიცვალა, თუნდაც ქართველ ემიგრანტ ქალბატონებს თუ გავითვალისწინებთ, და არა მარტო მათ, "მარჩენალის" სტატუსი პროცენტულად ბევრმა ქალბატონმა შეითავსა. შეიძლება ეს ფაქტი ჩვენ ქვეყანაში წლების მანძლიზე არსებული მდგომარეობით არის განპირობებული, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. ამას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში დარჩენილ ქალბატონებს ნამდვილად არ აქვთ იდეალური ყოველდღიურობა და არა მარტო, მამაკაცებსაც. ოჯახი ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის პიროვნებაზე მაღლა იდგა, ამ ოჯახის "თავი" მამაკაცი და "კისერი" ქალი კი შვილებს "ნამდვილ" ქალებად და კაცებად ზრდიან ბავშვობიდან და ასწავლიან, რომ კაცები არ ტირიან და ქალები კაცებს მორჩილებენ. ასეთი მენტალიტეტით აღზრდილ ჩვენს თაობას ძალიან უჭრს დღეს, იმიტომ, რომ ქალებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე და გაანალიზეს, რომ როცა საქმეა გასაკეთებელი, ის უნდა გაკეთდეს და არ აქვს მნიშვნელობა ეს ვისი საქმეა, რაც შეეხებათ მამაკცებს, მათი მიმღებლობა ამ ყველაფრის მიმართ ანალიზს საერთოდ არ ექვემდებარება. როდესაც ბავშვობიდან გინერგავენ, რომ შენ კაცი ხარ, ძლიერი სქესი და შენ უნდა "მართო" ქალი, რეალობა კი ამის საშულებას არ იძლევა, იმიტომ, რომ ქალები "ზედმეტად" განვითარდნენ, მინიმუმ თრგუნავს კაცს და საკუთარ "სტატუსს" აკარგვინებს. არა და კაცებს მოსწონთ რეალიზებული, შემდგარი ქალები, მაგრამ, არა სახლში და არა როგორც მათი მეორე ნახევარი, იმიტომ, რომ ბავშვობაში ასწავლეს სად არის "ქალის ადგილი" -კუხნაში. ამიტომ არის ურთიერთობები გაძნელებული, ამიტომ იყო სულ ცოტახნის წინ მოძალადე ქმრებმა რომ შეძრეს ქართული სინამდვილე, როცა გონით ვერ დაჩაგრეს ქალები, მუშტის ქნევაზე გადავიდნენ და მივიღეთ ის რაც მივიღეთ: მოკლული, ნაცემი და დაჩაგრული ქალები. ყველაზე ცუდი ის იყო და არის, რომ ხშირად მომისმენია ფრაზა - "კაცია და წყობილებიდან გამოვიდაო" და ეს არ არის კაცის მიერ გამოთქმული აზრი, ანუ გარკვეული კატეგორიის ქალბატონებისთვის მიღებული თუ არა, გამართლებული იყო ის, რომ კაცმა ქალზე იძალადა, იმიტომ რომ ის კაცია. ნეტა რას იტყოდნენ ქალს კაცი რომ ეცემა?! ალბათ, ალქაჯად შერაცხვადნენ.

გენდერული საკითხი ერთ-ერთია იმ "გაჭედილობის" სერიიდან რომელიც სულს გვიხუთავს და მანამდე არ ეშველება არაფერი, სანამ ჩვენს შვილებს არ ვასწავლით, რომ პირველ რიგში ყველა ადამიანები ვართ, სქესი არის უბრალოდ განსაზღვრბა, როგორც ასეთი და ფიზიოლოგიურად განასხვავებს ქალსა და მამაკაცს, დანარჩენი კი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი შესაძლებლობა გააჩნია ადამიანს, როგორ ავითარებს და იყენებს მას.

P.S საქმე არის საქმე, რომელიც უნდა გაკეთდეს და ადგილი არის ადგილი, სადაც მოხვედრა ყველას შეუძლია განურჩევლად სქესისა.

ჰერმინე ჰესე

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG