Accessibility links

logo-print

რა უშლით ხელს ქართულ პარტიებს, აღმოფხვრან გენდერული დისბალანსი?


ავტორი: ელინა გედენიძე

ქალების არასათანდო წარმომადგენლობა საჯარო პოლიტიკაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, მაშინ, როცა მათი სისტემატური ჩართულობა ხელს უწყობს პოლიტიკური ეფექტურობის გაძლიერებას და პოლიტიკური დღის წესრიგის გაფართოებას, მაგრამ ამის მიუხედავად, დღესდღეობით, საქართველოში ქალის როლი საჯარო გადაწყეტილებების მიღების პროცესში კვლავაც უმნიშვნელოა , თუმცა კი, პარტიათა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათთვის გენდერული თანასწორობა პრიორიტეტული საკითხია და დისბალანსის აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ რეალურად აკეთებენ თუ არა , ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

სანამ, უშუალოდ, კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს დავიწყებდე, მინდა, მოკლედ შევეხო გენდერული თანასწორობის თემას და ამ კუთხით მიმოვიხილო თანამედროვე პოლიტიკური სივრცე. XX საუკუნის მძლავრმა ფემინისტურმა მოძრაობამ და მსოფლიოში განვითარებულმა პოლიტიკურმა და კულტურულმა პროცესებმა გამოიწვიეს ის, რომ ქალებმა საკმაო წარმატებებს მიაღწიეს ხელოვნების, განათლების, სპორტისა და სხვა სფეროებში, მაგრამ პოლიტიკაში ქალების როლი კვლავინდებურად საკმაოდ სუსტია.

გენდერული თანასწორობის აღდგენის მიზნით, დას. ევროპისა და ამერიკის ქვეყნები, რომლებმაც დიდი ხანია, გააცნობიერეს დისბალანსის უარყოფითი შედეგები, მიმართავენ ე.წ. კვოტირების სისტემას, რომლის მიზანიცაა, საჯარო პროცესებიდან იზოლირებული ქალები გადაიყვანოს აქტიურობის ფაზაში და დააკისროს მათ გარკვეული სახის პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის პროცესში. კვოტირების სისტემის შემოღებით, ეს ქვეყნები , ავალდებულებენ პარტიებს, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ბარიერების დაძლევას, ვინაიდან სწორედ ისინი აკონტროლებენ რეკრუტირების პროცესს, შესაბამისად, ქალებს ექნებათ უნარი რეალური ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გენდერული კვოტირების სისტემა პარტიის შიგნით ეროვნული კანონმდებლობის დაწესების გარეშეც შემოიღო, რაც ვრცელდებოდა, როგორც საარჩევნო სიების ფორმირების, ასევე შიდაპარტიული სტრუქტურისა და ხელმძღვანელობის არჩევის პრინციპებზე, მაგრამ არის იმის ალბათობაც, რომ შესაძლოა ფიქტიურად მოხდეს ქალების წარმოდგენა თანამდებობზე, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური მდედრობითი სქესის კადრი, შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა მათ ნაცვლად, ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური კულტურის გაზრდა . კვოტირების სისტემა დაწესდა შვედეთსა და დანიაში 80-იან წლებში, შემდეგ უკვე საფრანგეთსა და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. რაც შეეხება აზიას,მაგალითისთვის, ქალების რაოდენობის გაზრდის მიზნითა და მათი წახალისებისათვის ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატამ 2010 წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ქალებს ინდოეთის პარლამენტსა და რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოებში ადგილების მესამედი გარანტირებულად მიენიჭათ.

რაც შეეხება საქართველოს, იგი პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის მიხედვით ეუთოს რეგიონის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. აქ კვოტირების სისტემა არ არსებობს, თუმცა 2011 წელს დაინერგა ფინანსური წახალისების სისტემა, რაც გულისხმობდა , რომ თუ საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 2 ქალ კანდიდატს წარმოადგენდა პარტია, ამით იგი მიიღებდა დაფინანსების 10%-იან დანამატს, 2014 წელს კი გაიზარდა 30%-მდე, თუკი 3 ქალი კანდიდატი ეყოლებოდათ, თუმცა რეალურად შედეგი ამანაც არ გამოიღო და მიუხედავად იმისა, რომ ქალები მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, პარლამენტში მხოლოდ 12%-ია ქალი დეპუტატებისა . ბევრად უფრო საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს რეგიონულ დონეზე ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით ადგილობრივ საკრებულოებში და ზოგადად, გამგეობებში, რომლებშიც მათი რაოდენობა ბევრად ჩამორჩება მამაკაცებისას. ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალების მხოლოდ 11%-იანი წარმომადგენლობაა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი, არ გვყავს არცერთი ქალი მერი და გუბერნატორი.

პარლამენტში გენდერული კვოტირების ორი ინიციატივა არსებობს: ქალთა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული საარჩევნო სიების ფორმირებისას პარტიებმა სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის პოლიტიკოსი ჩასვან, რის შედეგადაც 150-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა მოხდება. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, იგი “ქართული ოცნებას” ეკუთვნის და გულისხმობს , რომ პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ დეპუტატში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, რაც 15%-ს უტოლდება.

რატომ არ/ვერ ახორციელებენ პრაქტიკაში ქართული პოლიტიკური პარტიები სურვილებს გენდერული დისბალანსის აღმოფხვრასთან დაკავშირებით?

  • პირველ რიგში, იმ სტერეოტიპიდან გამომდინარე , რომ საქართველოში ჯერ კიდევ ფიქრობენ, პოლიტიკა კაცის საქმეა და წარმოუდგენელია, ქალი მსგავსი საქმიანობით დაკავდეს, მაშინ , როცა მისი როლი ყოველთვის ოჯახური სფეროთი შემოიარგლებოდა. ეს კი, ვფიქრობ, უბიძგებს პოლიტიკურ პარტიებს, ნაკლებად შეუწყონ ხელი ქალების წინსვლას საჯარო სფეროში. პარტიების უმრავლესობაში ქალი , მისი კვალიფიკაციის მიუხედავად, არის არა კაცის თანასწორი, არამედ , მასზე დაქვემდებარებული , ისევ და ისევ, ტრადიციული საზოგადოებრივი შეხედულებების გამო. ჩემი აზრით, პარტიებს გარკვეული შიშიც აქვთ, რომ მათ ქალ წარმომადგენლებს ელექტორატი მხარს ნაკლებად ან საერთოდ არ დაუჭერს.
  • პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის დონე არის დაბალი. პარტიები შიდა რეგულაციებით ნაკლებად უზრუნველყოფენ ქალთა წარმომადგენლობის ზრდას პარტიულ სათავეებში, პარტიული რესურსების თანაბრად გადანაწილებით . ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, პარტიების სათავეში, როგორც წესი, მამაკაცები არიან. იმ შემთხვევაში , როცა ქალი მიისწრაფვის კარიერული დაწინაურებისა და ე.წ. როლის გარღვევისაკენ, რომელიც მას საზოგადოებამ დააკისრა, კაცები ნეგატიურად განეწყობიან მის მიმართ და ცდილობენ "დაბლოკონ" ის, როგორც შესაძლო მომავალი კონკურენტი.
  • დღესდღეობით კანონმდებლობა არ ავალდებულებს პარტიებს დროებით სპეციალურ ზომებს, ე.წ. კვოტირების სისტემას. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენ ვხვდებით ნებაყოფლობით კვოტებს, რომლებსაც ადგენს თავად პარტია და რაც უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას პარტიულ სიებში, მაგალითად, ასე მოხდა შვედეთში, სადაც არ შეიძლება რომელიმე სქესი წარმოდგენილი იყოს 40%-ზე ნაკლები რაოდენობით.
  • ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, ქალები თავად უნდა ეცადონ საჯარო სფეროში გადაინაცვლონ და შემდეგ გაიკაფონ გზა კაცებთან ერთად პოლიტიკურ ბრძოლაში და რომ ცალკე კვოტების დაწესება ქალებისათვის , ეს იქნება ბევრად დამამცირებელი მათთვის.
  • ვინაიდან, სამოქალაქო და პოლიტკური კულტურა საკამოდ დაბალია ჩვენს ქვეყანაში, ქალებს უჭირთ დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები გარკვეული სახის სახსრების გარეშე, რომლებიც ძირითადად, მამაკაცების ხელშია თავმოყრილი. სოციალურ-ეკონომიკური პირობები, პატრიარქალური საზოგადოება ქმნის სწორედ უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს.
  • საგანმანათლებლო, საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალების გააქტიურებას და შემდეგ მათ მხარდაჭერას. მედია-საშუალებების როლი საკამოდ დიდია პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის კუთხით, თუმცა მედიის წარმომადგენლები იშვიათად უთმობენ დროს მსგავსი საკითხების გაშუქებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გენდერის მიმართულებით. იმის ნაცვლად, რომ ხელს უწყობდნენ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას, ისინი, ერთგავარად, ხელს უწყობონ მათ განმტკიცებას.

და ბოლოს, ვფიქრობ, მხოლოდ ის, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები კარს უღებენ ორივე სქესის წარმომადგენლებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით ვითარება შეიცვლება, აუცილებელია შიდაპარტიული დემოკრატია და კვოტირების სისტემის შემოღება, სხვაგვარად გენდერული ბალანსის დაცვა ვერ მოხერხედება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG