Accessibility links

logo-print

სახელმწიფოს როლი პოლიტიკური პარტიების განვითარებაში


ავტორი: გიგა გამისონია

ძლიერი პოლიტიკური პარტიები და მათი მრავალფეროვნება განაპირობებს სახლემწიფოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი არიან ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიულპროცესებსქვეყანაში. დღევენდელი მონაცემებით საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული,თუმცა მათაგან 15-მდე პარტია შეიძლება ჩაითვალოს აქტიურ პოლიტიკურ ერთეულად.

უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოს მხრიდან და რა როლს უნდა ასრულებდეს სახელმწიფო პოლიტიკური პარტიების განვითარებაში?

საქართველოს გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ხშირია გარე ძალების ჩარევის შემთხვევები შიდა პოლიტიკურ პროცესებში, რომლებმაც შესაძლოა კერძო დაფინასების საშუალებით მთავრობაში მოიყვანონ ისეთი ძალები, რომლებიც არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, არამედ გარე ძალების გეოპოლიტიკურ ინტერსებს გაატარებენ, რაც თავისთავად ქვეყნის დამოუკიდებლობას შეუქმნისსაფრთხეს. აქედან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს პოლიტიკურ პარტიებს ფინანსურად და მოახდინოს მათი დაფინასება, რაც თავის მხრივ შეამცირებს პოლიტიკური პარტიების საზღვარგარეთიდან საეჭვო დაფინასებისრისკს.

მაგრამ სახელმწიფო ასევე ვალდებულია მკაცრიკონტროლი გაუწიოს პარტიების ფინანსურსაქმიანობას, რომ პოლიტიკურიპარტიების მესვეურებისთის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიღებული თანხა არგახდეს პირადი შემოსავლის წყარო.

ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ეფექტური მუშაობისთვის ჭირდება თანხები. პოლიტიკურ პარტიებს ფინანსების მოძიების და მიღების რამოდენიმე საშუალება აქვთ. მათ შეუძლიათ დაფინასება მიიღონ საწევრო შენატანების სახით, რომლის წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს, ასევე შეუძლიათ თანხის მიღება ფიზიკური პირისგან წელიწადში მაქსიმუმ 60 000 ლარი და იურიდიული პირისგან რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში და რომლის პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან120 000 ლარი და კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებიდან.

რაც შეეხება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს, პარტიების დაფინანსება რეგულირდება 1997 წლის ორგანული კანონით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ. 2016 წლის კონსორიდებული ვერსიით, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც წინა საპარლამენტო და თვითმართველობის არჩევნებზე გადალახეს 3%-იანიბარიერი. მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნების დროს, პარტიამ 3%-იანი ბარიერი გადალახა, საბაზისო დაფინანსებას მიიღებს. 6%-მდე საბაზისო დაფინანსება, წელიწადში 300 000 ლარია, 6%-ზეზევით _ 600 000, ეს ცვლილებები 2013 წლის 7 აგვისტოს ამოქმედდა. აქამდე საბაზისო დაფინანსება 6%-მდე 150 000 ლარს, ხოლო 6%-ზეზევით _ 300 000 ლარს შეადგენდა. საბაზისოდაფინანსებისგარდა, პოლიტიკური პარტია არჩევნებში მიღებულ ხმებზე-მიბმულ დაფინანსებას იღებს. 1 ხმა 200 000-მდე ხმის შემთხვევაში 2 ლარით, ხოლო 200 000 ხმაზეზევით 2 ლარსპლუს 1.50 ლარით ფინანსდება. საპარლამენტო არჩევნებზე დაფინანსების მესამე მდგენელი, თითოეულ დეპუტატზე მიბმული თანხაა, რაც წელიწადში 500-600 ლარია, პარტიის დაფინანსების მეოთხე კომპონენტი ფრაქციაზე მიბმული თანხაა, ანუ პარტია, რომელსაც ფრაქცია აქვს პარლამენტში, წელიწადში დამატებით 300 000 ლარ სიღებს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იკრიბება და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ერიცხება. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ შემთხვევაში, ორი მდგენელი მოქმედებს _ საბაზისო და ხმებზე მიბმული დაფინანსება. დეპუტატსა და ფრაქციაზე მიბმული დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მოქმედებს. პარტიების მიერ არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგებზეა დამოკიდებული დამატებითი თანხების მიღება, კონკრეტული პარტიის წევრი დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში, სიებში ქალების პროცენტული რაოდენობა და სხვა კრიტერიუმები კანონში მოცემული საერთო ფორმულით ითველბა და დგინდება თუ რა რაოდენობის თანხას მიიღებს პოლიტიკური პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სწორედ ერთ-ერთი კრიტერიუმი რაც გულისხმობს ქალების პროცენტულ რაოდენობის განსაზღვრას საარჩევნო სიებში ემსახურება ქალების როლის გააქტიურებას პოლიტიკაში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას პარტიებისთვის მიიღონ დამატებითი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს არაპროფესიონალი პოლიტიკოსი ქალების შემოდინებას პოლიტიკურ პარტიებში.

ხშირად საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებში, საუბარია იმაზე, რომ მმართელი პარტიის წინასაარჩევნო დაფინასება რამოდენიმეჯერ აღემატება ოპოზიციური პარტიების დაფინასებას, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლდ ფიზიკური პირებისგან იღებენ, მაშინ როდესაც ბიზნესკომპანიები ძირითადად მმართველ პარტიას და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ, რაც შეიძლება მეტყველებდეს ქვეყანაში ელიტური კორუფციის არსებობაზე,აქედან გამომდინარე მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს მმართველი პარტიის და ბიზნესის ურთიერთობა რადგანმოცემული მდგომარეობაარათანაბარ პირობებში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს, მცირე პოლიტიკური პარტიების მწირი შემოსავალი ნამდვილად დიდი დაბრკოლებაა კონკრეტული პარტიული პოლიტიკის გასატარებლად.სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად კარგი იქნება თუ საზოგადეობა გააქტიურდება ამ პროცესში, საზოგადოების მაღალი ჩართულობა და პარტიის დაფინანსება მისი წევრების მიერ, საწევროს სახით ყოველთვიურად, უზრუნველყოფს პარტიული პოლიტიკის თავისუფლებას და ასევე პარტიის მიერ მიღებული თანხები პირდაპირ პროპორციული იქნება მისი პოპულარობისა საზოგადოებაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG