Accessibility links

გაფეტიშებული თავისუფლება


ავტორი: გიორგი ანდრიაშვილი

როდესაც მარტოობასა და თავისუფლებაზე ვიწყებ ფიქრსა და საუბარს ჩემშივე იბადება კითხვა, რა საერთო აქვთ ამ ორ სიტყვასა თუ მნიშვნელობას? მაგრამ ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ არაპირდაპირი სინონიმებია. მარტო ყოფნა ნიშნავს თავისუფლებას. ეს გარკვეულწილად ასეა. მე არ ვგულისხმობ პირადი ურთიერთობებით გამოწვეული თავისუფლების შეზღუდვას, ეს კიდევ სხვა თემაა. თავისუფლების მნიშვნელობა ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის, ძირითადად გვესმის ისე, როგორც გვინდა რომ გავიგოთ და ამ სიტყვის მნიშვნელობას სიტუაციის მიხედვით ვცვლით(გააჩნია ვის ვესაუბრებით). შვილებთან საუბრისას, თავისუფლების თემას ვიყენებთ იარაღად ანუ ვცდილობთ მათ დავანახოთ და ჩამოვუყალიბოთ თავისუფლება ისე როგორც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები იქცეოდნენ. მშობლებთან საუბრისას თავისუფლება წარმოგვიდგენია შეზღუდვების გარეშე, დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა მეუღლესთან კამათისას. რეალურად, თავისუფლებასაც აქვს გარკვეული და ხანდახან გაურკვეველი შეზღუდვები. საქართველოში თავისუფლებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს და ჩემი მსოფლმხედველობით თუ გადავხედავთ ამ ყველაფერს არც ერთი ჩვენგანი არ ვართ თავისუფალნი. მიზეზი მარტივია. სიტყვა თავის-უფალი ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც შენ ხარ შენი თავის უფალი ანუ ეს მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია დამოუკიდებლობასთან და საქართველოში ბოლომდე დამოუკიდებელი არც ერთი ადამიანი არაა, ყველა ვიღაცაზე ან რაღაცაზეა დამოკიდებული, ხშირ შემთხვევაში ბევრ რამეზე და ჩვენ ეს მდგომარეობა მოგვწონს, არც კი ვფიქრობთ რამე შევცვალოთ. მოგვწონს, რომ კვირაში ერთხელ სოფლიდან ბებიის გამოგზავნილი სოფლის ნობათის იმედზე ვართ, მოგვწონს, რომ მოხუცებული მშობლების იმედზე ვართ და როცა ფინანსურად გაგვიჭირდება მივალთ და მათ დაგროვილ პენსიას ვისესხებთ ანდა სულ უარეს შემთხვევაში წინასწარ გამოვატანინებთ 6 თვის პენსიას იმის იმედით რომ „რაღაც იქნება“. მოხუცებული დედა(ან მამა) კი ყველგან მოგყვება და ყველაფერზეა წამსვლელი რომ არ გაწყენინოს და რამენაირად 40 წლის ასაკშიც ჭაობიდან ამოგათრიოს. ჩვენ ეს მოგვწონს და მათ მადლობას ვუხდით გრძელი სადღეგრძელოებით სუფრებზე, სუფრებზე რომელიც ამ პენსიით არის ორგანიზებული. და ამ ყველაფრის მერე ჩვენ ვამბობთ რომ ვართ თავისუფლები. ჩვენ მუდმივად ვართ ჩვენივე თავის გავლენის ქვეშ, ჩვენ ყოველთვის მოგვწონს მდგომარეობა, როდესაც ჩვენს გასაკეთებელს სხვა აკეთებს. ასე რომ პრობლემა ჩვენშია და ჩვენ უნდა ვეძიოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ვიყოთ დამოუკიდებლები, არ მოვექცეთ სხვისი აზრებისა და გავლენის ქვეშ, ყოველთვის ყველაფერზე გაგვაჩნდეს საკუთარი აზრი, არ აქვს მნიშვნელობა ეს აზრი მცდარი იქნება თუ მართებული. „კამათში იბადება ჭეშმარიტება.“ - ვეთანხმები ამ მოსაზრებას და გირჩევთ ყოველთვის შეხვიდეთ ადამიანებთან კამათში, რადგან ამ დროს გეძლევათ საშუალება ბევრი თქვენი მცდარი აზრი შეცვალოთ ან სწორი მოსაზრებები გაამყაროთ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თქვენს პიროვნებად ჩამოყალიბებას და ინდივიდულიზმს. ეცადეთ არ გავდეთ სხვას, მართალია არსებობენ ადამიანები, რომლებიც იწვევენ თქვენში აღტაცებას და გინდათ, რომ მიბაძოთ მას და იყოთ განსხვავებულები, მაგრამ მიბაძვით თქვენ უკვე კარგავთ განსხვავებულობას, რადგან თქვენნაირი უკვე არსებობს(ის ვისაც ბაძავთ). თავისუფლების პრობლემაც სწორედ ამ ყველაფერშია. ყველაფერი ეს ერთმანეთზეა დამოკიდებული და საერთო ჯამში თავისუფლება ჰქვია. როდესაც ხარ ინდივიდუალური, რაიმეს კეთების დროს არ ფიქრობ იმაზე, თუ რას იფიქრებს ხალხი, საკუთარ აზრს აფიქსირებ ყველგან, არ გაქვს სხვისი იმედი და აკეთებ ყველაფერს შენით, ავტომატურად ხდები თავისუფალი. თავისუფლებაშია ბედნიერებაც. ასე რომ ვფიქრობ ჯობს დავიწყოთ მოქმედება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG