Accessibility links

ქართული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური კრიზისი


ავტორი: გიორგი ასანიშვილი

220-ეს არის რიცხვი,რომელიც საქართველოს იუსტიციის სამნისტროს მიერ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობას ასახავს 2016 წლის მდგომარეობით.ამავეწლის მონაცემებით საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 473 316 ადამიანს ანუ თითო პარტიაზე დაახლოებით 16 ათასი ამომრჩეველი მოდის.

რათქმაუნდა ეს სტატისტიკური მონაცემებია და რეალურად ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე 10მდე პარტია არის ცნობილი,თუმცა ორივეშემთხვევაში საქართველო მრავალპარტიული ქვეყანაა.საინტერესოა როგორ ახერხებენ ქართული პარტიები ამომრჩეველთა მობილიზებას და მათი ნდობის მოპოვებას ასეთ კონკურენტულ გარემოში.

მრავალპარტიულ სისტემაში თითოელი პარტია საჭიროებს იმის განსაზღვრას თუ რით განსხვავდება იგი დანარჩენი პარტიებისგან.პარტიის იდენტობის განსაზღვრა ყველაზე ხშირად იმ პრინციპების, ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართულებების მეშვეობით ხდება, რომელთაც ეს პარტია მხარს უჭერს და ახორციელებს თავის საქმიანობაში. ყოველივე ამას სხვანაირად იდეოლოგია შეიძლება ეწოდოს.ქართული პოლიტიკური პარტიებიც ცნობენ პოლიტიკური იდეოლოგიების მნიშვნელობას საკუთარი იდენტობის განსასაზღვრავად და ზოგიერთი მათგანის სახელწოდებაშიც კი შეიმჩნევა იდეოლოგიის მიმანიშნებელი ტერმინები,(მაგ:საქართველოს კონსერვატიული პარტია,საქართველოს ლეიბორისტული პარტია,ახალი მემარჯვენეები,სოციალ-დემოკრატიული პარტია და ა.შ)მაგრამ,სინამდვილეში ეს დეკლარირებული იდეები პრაქტიკაში ვერ რეალიზდება და გარკვეული არათანმიმდევრულობა შეინიშნება,რაც თითქმის ერთნაირ საარჩევნო პროგრამებში და დაპირებებში გამოიხატება.პარტიის საარჩევნო პროგრამები არ არის მორრგებული საკუთარ იდეებსა და ღირებულებებზე და არ გამოხატავს ამ იდეების მხარდამჭერთა ინტერესებს.ჩვენ ხშირად გვესმის ისეთი დაპირებები,როგორიცაა:“საქართველოს გაბრწყინება და გაერთიანება“,“სამართლიანობა“,“კეთილდღეობა“ და ა.შ.ამგვარ დაპირებებში შეუძლებელია ამოიკითხო პარტიის მსოფლმხედველობა და ის ძირითადი იდეები,რომელთა გარშემოც ელექტორატი გაერთიანდება.საინეტერესოა რატომ არ ასრულებს გადამწყვეტ როლს იდეოლოგია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.ჩემი აზრით არსებობს ამის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი,რომელთა შორისაა „მესიის კულტი“,დაბალი პოლიტიკური კულტურა და განათლების დაბალი დონე.

პარტიების უმეტესობა იქმნებოდა ქარიზმატული პიროვნების გარშემო. ამის კარგი მაგალითია სახელისუფლებო პარტიები „მოქალაქეთა კავშირი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და ამ ტენდენციას არც ოპოზიციური პარტიები ჩამორჩებიან რომლებიც ხელისუფლებაში ჯერ არ მოსულან. ამიტომ ქართული პოლიტიკური პარტიები კვლავ პერსონიფიცირებულია და ლიდერზე, მის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული. პარტიის წევრობა იდეოლოგიური კუთვნილების ნაცვლად, უფრო მეტად, დამოკიდებულია ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის პირად მიზნებზე და შეხედულებებზე.

პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე, როგორც პარტიის წევრების ისე მოქალაქეების დიდად განაპირობებს პარტიების ინსტიტუციონალურ და იდეოლოგიურ სისუსტეს. საზოგადოების განათლების დონე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ კულტურასთან და ზოგადად ინსტიტუციურ განვითარებასთან. იმ პირობებში როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურმემარჯვენეობა-მემარცხენეობას ვერ ანსხვავებს ძნელია ისაუბრო რაიმე იდეოლოგიური ნიშის დამკვიდრებაზე საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მიერ. იდეოლოგიის გაუფერულების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თანამედროვე საზოგადოებისათვის დამახასიათებელი აპათია, ზოგადად, პოლიტიკური პროცესის და მასში ჩართული აქტორების მიმართ.მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადეობა ერთი შეხედვით პოლიტიზირებულია საკმაოდ მაღალი ხარისხით, არ ნიშნავს იმას რომ იგი სათანადოდ (რაციონალურად) აფასებს პროცესებს. თუ კარგად დავაკვირდებით საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას ფლობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

სამწუხაროდ საქართველოში პარტიები მომენტალურად იქმნებიან და იშლებიან.ამის მიზეზი კი ისაა რომ მათი უმეტესობა იდეოლოგიის გარეშე იქმნება და არ გააჩნიათ მყარი ღირებულებათა სისტემა,რაც წინა პლანზე პიროვნებებს წევს და მათი პიროვნული თვისებების პოპულარობის ხარისხი განსაზრვრავს პარტიის ბედს.თუ ლიდერი დატოვებს პარტიას დიდი შანსია,რომ ეს პარტია დაიშალოს.ძლიერი პარტიული იდეოლოგიის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ლიდერების ცვლილება დროთა განმავლობასი და ეს არ აღიქმება ტრაგედიად.ლიდერები იცვლებიან იდეა კი უცვლელი რჩება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG