Accessibility links

საბერძნეთი ახალი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე


ავტორი: გიორგი ბენაშვილი

5 ივნისს საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდა. ამომრჩეველს რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ.
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გ რეფერენდუმში, მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა. ამასთან, როგორც უცხური მედია წერს, საბერძნეთის შს სამინისტრომ ასეთი მონაცემები ყველა ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოაცხადა. ევროზონის ლიდერებისა და საერთაშორისო მსხვილი კრედიტორების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზრდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდობდა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრებოდა. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს. რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე, საბერძნეთში ბანკები დაიკეტა, ბანკომატებიდან კი თანხის განაღდების დღიური ლიმიტი დაწესდა.
სანამ საბერძნეთის მმართველი კოალიცია რეფერენდუმში საკუთარი პოზიციის გამარჯვებას ზეიმობს, ბრიუსელში რეფერენდუმის შედეგებზე მსჯელობენ. შესაძლოა ევროპის ეკონომიკისთვის საბერძნეთისთვის მიცემული კრედიტები გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს, მაგრამ ის აუცილებლად იმოქმედებს ცალკეული ქვეყნების ფინანსურ მდგომარეობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ გერმანიასა და საფრანგეთს სესხის სახით 110 მლრდ. ევრომდე აქვს გაცემული, მაშინ არც ამ ქვეყნის ლიდერებსა და ამომრჩევლებს არ უნდა ჰქონდეთ მოცემულ სიტუაციაში სიმშვიდის საფუძველი.
შესაძლოა საბერძნეთის პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ევროკავშირთან ვაჭრობა რუსული ინტერესების საშუალებით. შესაძლოა კრემლის ინტერესები ეგეოსის ზღვის პორტებზე ვრცელდება კიდეც, მით უფრო რომ ამ პორტებს „ნატოს“ წევრი თურქეთი ესაზღვრება, რაც პუტინის სურვილს შექმნას მეორე ცენტრი და ახალი წონასწორობა ამ რეგიონში რეალისტურს ხდის. თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად შეუძლია გეოპოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ რუსეთს გაუწოდოს ფინანსური დახმარების ხელი დეფოლტის პირობებში მყოფ საბერძნეთს. ყირიმისაგან, ოკუპირებული ქართული ტერიტორიებისგან და აღმ. უკრაინის სეპარატისტებისგან განსხვავებით 10 მლნ-იანი საბერძნეთისთვის ბევრად მსხვილი ლუკმა იქნება საჭირო საკუთარი პოლიტიკის თავზე მოხვევისთვის. ამის საშუალება კი, ამ ეტაპზე რუსეთს ნაკლებად უნდა ჰქონდეს, რადგან რუბლი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სტაბილურ პოზიციებს, არც ნავთობის ფასშია შესამჩნევი პოზიტიური ცვლილებები.
დილემის წინაშეა თავად ევროკავშირიც. გადაუხდელი მსხვილი ვალის გარდა, მის ლიდერებს საბერძნეთის პრეცედენტიც აფიქრებთ. ევროპელი ექსპერტები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირმა საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგი უბრალოდ მოცემულობად მიიღო და მასზე მკაცრი რეაგირება არ მოახდინა, ეს შესაძლოა ერთგვარი წახალისება აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც არიან ევროზონის წევრები და ამავდროულად ფლობენ მსხვილ ვალდებულებებს ევროკავშირის წინაშე. ევროკავშირის ლიდერები ფიქრობენ, რომ საბერძნეთის მთავრობის ნაბიჯი, რეფერენდუმისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებით ზეგავლენა მოახდინოს კრედიტორებსა და ევროკავშირის ლიდერებზე არასწორია. სავარაუდოა, რომ საბერძნეთის მომავალთან დაკავშირებით განსხვავებულია ევროკავშირის ლიდერების პოზიციებიც. გერმანიის კონსერვატიული "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, კლაუს-პიტერ ვილშის თქმით, გუშინდელი რეფერენდუმის შედეგები იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთი ევროზონაში ვეღარ დარჩება. "ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი საბერძნეთის გაკოტრებული სახელმწიფოს დაფინანსება უნდა შეწყვიტოს", – განაცხადა ვილშმა. მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ახლა საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის პროცედურების ორგანიზება უნდა დაიწყონ. კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ ანგელა მერკელის დასაყრდენია ბუნდესტაგში. რეფერენდუმის შედეგები უარყოფითად შეაფასეს ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებმაც.
შექმნილმა მდგომარეობამ უარყოფითად იმოქმედა ევროს გაცვლითი კურსის სტაბილურობაზეც. მხოლოდ ერთ დღეში ევრო დოლართან მიმართებაში 1%-ით გაუფასურდა.
ევროპელი ლიდერების ხისტი პოზიციის მიუხედავად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები განახლდება. მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგები დემოკრატიის გამარჯვებაა შანტაჟზე და ეს გაბედულების მაგალითად შეაფასა. ასევე აღნიშნა, რომ ეს შედეგები არ ცვლის საბერძნეთის ევროპულ მომავალს. ციპრასმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი. შესაძლოა, მან ამით ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა დაიტოვა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ შედგება, ან ის ჩიხში შევა, შესაძლოა საბერძნეთში უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაწყოს. ამ პირობებში შეუძლებელი ხდება არათუ იმ სოციალური პოლიტიკის დაფინანსება, რომელსაც პრემიერი ციპრასი და მისი საპარლამენტო კოალიცია „სირიზა“ ატარებს, არამედ სახელმწიფოს აღარ ექნება უნარი დააფინანსოს უმთავრესი სახელმწიფოებრივი ფუნქციონალური სისტემა. საბერძნეთის საგარეო ვალი დაახლოებით 320 მლრდ. ევროს შეადგენს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG