Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: გიორგი ჩემინავა

....და ახლა, როდესაც მე ჩემს მეგობართან 4 საათიანი საუბრის შემდეგ ძილს ვაპირებ, ჩემი ფანჯრიდან გადახედვა მინდება და ვუყურებ ხალხს, რომელიც ერთამანეთში ირევა. ზოგი იცინის, ზოგი უხმოდ მიდის, ერთი მეორეს ელაპარაკება. თავს ვდებ ჩემს შავ-თეთრ ზოლიან ბალიშზე და ვფიქრობ ურთიერთობებზე. 3 დღეა რაც სწავლა დაიწყო და მიჩნდება გრძნობა რომ რაღაც მაკლია, ეს რაღაც ურთიერთობაა. ეს იგივეა გშიოდეს და საჭმელი არ გქონდეს, ან გწყუროდეს. მე უზარმაზარ ქალაქში, სადაც ქუჩაში გავლისას უზარმაზარ სივრცეს ვგრძნობ და ეს სივრცე მასში მითრევს მინდა რომ ახალი ურთიერთობა დავიწყო, უნდა გავრისკო.

თვალების დახუჭვისას, ისე არ დამეძინება რომ არ ვიფიქრო ურთიერთობებზე. წარმოვიდგენ ერთ ადამიანს და მთელს ისტორიას ვთხზავ მასზე. დილით მაღვიძარა მაღვიძებს და ჩემს წითელსა და შავ ხალათში გამოწყობილი ძლივძლივობით მივიზლაზნები შხაპისკენ. გზად ჩემი ოთახის მეზობლები მხვდებიან და ვესალმები, შემდეგ ერთად მივდივათ სასწავლებელში და შევაბიჯებთ თუ არა ფეხს, ყველანი სხვა და სხვა მხარეს მივდივართ და ჩვენი ურთიერთობაც მთავრდება და აქ იწყება ჩემი შიმშლილი.

ფრანგული კოცნით ვემშვიდობები ჩემს კურსელებს და უაზროდ დავეხეტები ახალ ქალაქში, რომელიც სულ რამდენიმე დღეა ჩემი სახლი გახდა. ეს იგივე ახალ სახლში გადახვიდე და უაზროდ იხეტიალო აქეთ-იქით იქნება რამე იპოვო. დავეხეტები უაზროდ, სადღაც დავიკარგები და შემდეგ ისევ უკან ვბრუნდები. გზას ვპოულობ სახლისკენ, ადგილზე მისული ესპანური ოლათი ვესალმები ხალხს ლიფტში, კარს მივიხურავ და სხვა ვარ.

მალე ერთი თვე გახდება რაც სრუწლოვანი ვარ და რამდენიმე წუთით ადრე დაბადების დღემდე ვფიქრობდი რამე თუ შეიცვლებოდა. 18ის გავხდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ მიგვრძნია, ის ვიყავი რაც წინათ, მაგრამ ახლა როდესაც მე ახალი გამოწვევების ფაზაში უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხთან ერთად ვცხოვრობ, ვფიქრობ რომ გავიზარდე, შევიცვალე აზრები და ვცდილობ შევეგუო ახალ გარემოს, რომელიც არც ისე ადვილია. ზოლებიან საბანში გახვეულმა, ალბათ ჯობია დავიძინო.

ქალაქში სადაც ღამის 12 საათს გადაცდა, ყველა რაღაცას აღნიშნავს, მეც მივდივარ რომ გავერთო მაგრამ იქამდე სადღაც ზოგისთვის შორს, მაგრამ ზოგისთვის ახლოს, ორი სხვადასხვა ადამიანი 1 სხეულით ცდილობს რომ თავისი შიშები დაძლიოს და ველოდები როდის გახდება ერთი და როდის დამიბრუნდება, რომ მე ვესაუბრო ისეთს როგორიც მიყვარს. და მე აქ დავფიქრდი რისი მეშინია მე? მე, 18 წლის სტუდენტი რომელიც საკუთარ ქვეყანას გამოექცა და სადღაც შორს უცხო ადამიანის გარემოცვაში დაიწყო ახალი ცხოვრება. მე, რომელსაც საკმაოდ მძიმე ცხოვრების გადატანა მოუწია. მეშინია რომ დეჟავიუ არ დამემართოს, მეშინია როდესაც წარმოვიდგენ ჩემს თავს მომავალში. ვინ ვარ მე? ან ვინ ვიქნები მე? შემიყვარებს ვინმე თუ ისევ მარტო მომიწევს დაძინება?

შიში რაღაცის მიმართ ძალიან რთულია დაძლიო, განსაკუთებით საკუთარი თავის. საკუთარი თავის მგონი არ მეშინია, მაგრამ მეშინია ადამიანების სიბნელეში. არ ვიცი რამ მიბიძგა რომ შემშინებოდა ადამიანების სიბნელეში, ალბათ ამისთვის სადღაც უფრო ღრმად უნდა ვეძებო პასუხი. ამიტომაცაა, რომ ღამე ძირითადად არ გავდივარ გარეთ ან თუ გავედი ვინმესთან ერთად უნდა ვიყო. მე უცხო ქალაქში დღეს შუაღამე გარეთ ვიქნები, არ ვიცი თავს იჩენს თუ არა ჩემში შიშის გრძნობა, მაგრამ მინდა რომ დავძლიო.

მიუხედავად იმისა,რომ ყველა აღნიშნავს ჩემს პოზიტიურობას, ძალიან ცოტამ თუ იცის რა იმალება ამის უკან. ყოველთვის მქონდა შიში ურთიერთობების და მითუმეტეს იმედგაცრუების, მაგრამ რაღაც შეიცვალა. ახალ გარემოში ვარ, სხვა ქვეყანაში და შეიძლება ამან იქონია გავლენა, რომ ერთი სული მაქვს როდის მივალ სასწავლებელში და ვნახავ ხალხს რომელსაც არ ვიცნობ და როდესაც ხვალ დასვენება მაქვს თითქოს არ მინდა დავისვენო, ხვალაც მინდა მივიდე, უბრალოდ ვნახო ისინი, თუნდაც არ მივესალმო. სახლში დაღლილი შემოვდივარ, თავს ვდებ ჩემს შავ-თეთრ ზოლიან ბალიშზე და ძილში ვეშვები.

აქ რაღაცა წყდება და რაღაც ახალი იწყება, ოღონდ მე არ ვიცი,

მე ვზივარ ლექციაზე და რაღაცაირი გრძნობა მეუფლება. Mმინდა წყნარად და შეუმჩნევლად ავდგე, ქუდი დავიხურო, გრძელი შავი სამოსი შემოვიხვიო, სათვალე გავიკეთო და გარეთ გავიდე. მერე კილომეტრები ვიარო და ყურები დავიხშო, არ მინდა გავიგო გაუთავებელი ხმაური, ხალხის საუბარი, არც მუსიკის მოსმენა მინდა უბრალოდ სიჩუმის მოსმენა მინდა, მინდა მქონდეს ისეთი ადგილი, აი რომ გაიფიქრებ და ყველანაირად წარმოიდგენ, იმდენად წარმოიდგენ რომ გადადიხარ მასში, მთელი სხეული გადადის სხვა სამყაროში, სიჩუმის სამყაროში.

მე მინდა შევქნა ჩემი სამყაროები, ისეთი როგორიც მინდა იყოს, ხან და ხან გვაქვს პერიოდი როდესაც გვინდა რომ ყველაფერს გავექცეთ და ადგილი არ გვაქვს. გვინდა ვიპოვოთ ადგილი სადაც მშვიდად ვიქნებით. მე ეს ადგილი მინდა ვიპოვო. არ მინდა ყოველ ასეთ ჯერზე გარეთ გასვლისას, დაბნეული ვიხედებოდე და არ ვიცოდე ახლა რა ვქნა. სიჩუმის სამყაროს გარდა, მინდა მქონდეს კარგად ყოფნის სამყარო, ჩემს საყვარელ ხალხთან, მინდა ჩემი გონებით გადავეშვა ამ სამყაროში, ხომ გვქონია შემთხვევა, როდესაც დავიძინებYთ და გვესიზმრება, რაღაც და ისე გვესიზმრება რომ ცხადი გვგონია, მთელი სხეულით ვგრძნობთ, ხომ შეიძლება ასეთი რაღაცა შეგვეძლოს, არა ჰიპნოზი, არა სიზმარი, არამედ უფრო სხვა, ჩვენი სამყარო. ზოგჯერ ჩემს გამოგონილ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან საუბარი მინდა. მინდა რომ ავდგე ახლა, გარეთ გავიდე და მერე სადღაც სხვაგან, ისეთ ადგილას სადაც არავის ვიცნობ, იმიტომ რომ არავინაა, მხოლოდ ისინი ვინც მე მინდა, რომ იყოს, ზოგჯერ ისინი ვინც არც კი არსებობენ, უბრალოდ მე მოვიგონე. რა საინტერესოა, რატომ უჩნდება ადამიანებს ამის სურვილი, რომ საკუთარი სამყარო შექმნან, ეს უფრო ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, ჩვენი ბავშვობა სამყარო, რომლის დავიწყებაც არ შეგვიძლია, მაგრამ დავივიწყებდით რომ შეგვეძლოს? არა, არ ვიცი დავივიწყებდით თუ არა, საქმე საქმეზე რომ დადგება ყველაფერი უფრო რთულადაა, ზოგი დაივიწყებდა, ზოგი არა. მე? მე? მე?

წკაპ, ერთი წვეთი წყალი დამეცა თავზე, თმის ძირიდან ცხვირის გავლით ჭიპზე ჩასრიალდა, და შემდეგ სადღაც გაქრა. ათასობით წვეთმა თმა ჩამომიშალა, გუბედ დადგა და შიგ ჩავწექი, ჯერ ფეხები დამიფარა, მერე ხელები, ტანი და ჩემი დახრჩობა მოინდომა.

ვინ ვარ მე? მეამბოხე სული, რომელიც დაამუნჯეს, მეამბოხე სული, რომელმაც კედელი ვერ გაანგრია. ადამიანი, რომელსაც ატკინეს. ვინ არიან ადამიანები ჩვენს გარშემო? დროებითი თავშესაფარი? ეს ცხოვრება სიგარეტის მოწევას გავს, ძალიან მალე ჩაიწვება და ცუდად თუ დააფერფლებ საერთოდ ჩაქრება, კი ბოლოში ფერფლია, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც რჩება, კი მაგრამ თუ ღირს რომ ის ნაწილიც დარჩეს, აი ეს არ ვიცი. ჩვენ ყველანი ხომ საკუთარ ნიღაბს ვიკეთებთ და დიდ სპეკტაკლს ვთამაშობთ, რომელსაც ცხოვრება ქვია... სადღაც შუაში ანტრაქტის დროს ამ ნიღაბს ვიხსნით, ოღონდ სრულიად მარტო, საკუთარ თავთან და მწარედ ვქვითინებთ. შემდეგ სპეკტაკლი გრძელდება და იძულებული ხარ შენც ჩაერთო, ჩვენ ხომ დაბადებისთანავე დავიშტამპეთ.

აქ რაღაცა წყდება და რაღაც ახალი იწყება, ოღონდ მე არ ვიცი რა ხდება. სიჩუმის ქალაქში, დახშული დავდივარ, სიბნელის ყურებაში, სიბნელედ ვიქეცი, ფერები წვიმამ ჩამომირეცხა და შავ გუბედ გადამიქცია. ცივმა ქარმა სხეულში გაიარა, გულში ჩადგა და მუხლებში მომკეცა, მე კი ვინ მყავს, რომ გავიმართო. ისევ და ისევ მიტოვებული უსასრულობის სამყაროში, თითქოს ხელი გამიშვეს მაშინ როდესაც შველას ვითხოვდი, მე კი მიწიდან ტირიფის ხედ ამოვიზარდე, ცხოვრება დამაწვა და მოვიხარე. მგონი ნიღაბმა ფუნქცია დაკარგა, ვეცდები შევცვალო...

არასდროს სრულდება კითხვები, როგორ ხარ?როგორ ხარ? მე კი სევდანარევი ღიმილით ვამბობ კარგად. ვის ვენდო, ვის ვუთხრა, სად შევცდი. ადამიანებს მხოლოდ გარიყვა შეუძლიათ, არც ერთ შეცდომას რომ არ გპატიობენ.

ვინ ვარ მე ვიმეორებ კიდევ ერთხელ და პასუხი არ მაქვს... სამი სიგარეტი საფერფლეში ჩავაწვი, სამი ცრემლი ღაწვზე დამადნა, მიღალატეს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG