Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოვლი წითელ კუნძულზე


ავტორი: გიორგი ჩემინავა

მე არ ვიცნობ ამ ადამიანს.

ის ქალია.

შუახნის.

წითელი გალიიდან.

და ბევრს ეწევა.

დაბადება

მე დავიბადე ადამიანებისაგან ძალიან შორს, როდესაც რეიკარნაციის შემდეგ მე აღმოვჩნდი ადამიანი და კოსმოსის მტვერმა ჩამომიყვანა დედამიწაზე.

ბავშვობა

ჩემი ბავშვობა ჰგავდა ციდან ჩამოფრენილ პეპელას, რომელიც ჭუპრად იქცა. ყოველ ღამე მესიზმრებოდა, როგორ დავფრინავდი.

ზამთარი იყო, როდესაც ჩემს წითელ კუძულს ნავი მოადგა. ზღვის მიქცევა-მოქცევის დროს ჩემი კუნძული ქრება და ზაფხულში ისევ ჩნდება. ჩემი წითელი კუნძული ძალიან დიდია და ირგვლივ ზღვითაა შემოსაზღვრული, ტროპიკული ხეებით მდიდარია და მარტო მე ვცხოვრობ. კუნძული ცისა და მიწის გასაყარზე, იქ სადაც ვერავინ მოაგნებს, შორეულ სამყაროშია. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მაწყენინა. მითხრა, რომ მარტო ცხოვრებას ვერ შევძლებდი და მეც მისგან ნაწყენი ჩავალაგე ჩემოდანი და გზას გავუყევი, გავიარე უამრავი ზღვა, ტყე, მაღაზიები,საიდანაც მანეკენები მიყურებდნენ გაოცებულები და ბოლოს ცის საზღვართან მივედი და კუნძული ვიპოვე, გამიმართლა ზაფხული იყო. სამხრეთიდან წითელმა წვიმამ დასცხო და ჩემი ფიქრები დაასველა, ვიჯექი წითელი კუნძულის ყველაზე მაღალ ადგილას და ღრუბლებიდან გავყურებდი ზღვას და ვფიქრობდი, რომ ახლა ალბათ მეძებენ. დღეები გადიოდა და მე ისევ აქ ვიყავი, წითელი ქვიშის სანაპიროზე მეძინა და ტროპიკული ხილით ვიკვებებოდი. პეპლებსა და ღრუბელს ველაპარაკებოდი. ზუსტად არ მახსოვს სამას ოცდამეცამეტე თუ ოცდამეცხრამეტე დღე იყო, როდესაც ჩემი მეგობარი ღრუბლის თავზე შემოსკუპებული ვიჭყიტებოდი და დავინახე, ვარდისფერთმიანი გოგო,გაოცებულმა პეპლებს დავუძახე, ათასობით პეპელამ ჩამომაფრინა. ხეების უკან ვიმალებოდი და თან მას ვაკვირდებოდი. ჩემს კუნძულზე ხეებს ლაპარაკი შეეძლო, მაგრამ მე მათ ავუკრძალე ელაპრაკათ, რადგან გამუდმებით საუბრობდნენ ადამიანებზე და მათ სისასტიკეზე, ტროპიკულ ხეებს ფოთლები მოვაწყვიტე და ყველა ხე ამ ფოთლებში გავახვიე, რომ არ ელაპარაკათ. ვარდიფერთმიანი გოგონა, ისევე იქცეოდა, როგორც მე პირველ დღეს კუნძულზე, იჯდა წითელ ნაპირზე და ზღვას გაჰყურებდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა. მე მასთან მივედი და შევეცადე დავლაპარაკებოდი და გამერკვია ვინ იყო.

- ვინ ხარ?

- შენ ვინ ხარ?

- არ გეტყვი

- აქ რატომ მოხვედი?

- არ ვიცი. ბევრი ვიარე და აქ აღმოვჩნდი

- და იცი სად ხარ?

- არა, სად ვარ?

- ცისა და მიწის გასაყარზე, წითელ კუნძულზე, რომელიც ზამთარში ქრება.

- შენ როგორ მოხვდი აქ?

- მაწყენინეს და წამოვედი, ბევრი სიარულის შემდეგ აქ მოვხვდი,შენ?

- იცი, სანამ აქ მოვხვდებოდი ძალიან შორიდან ვნახე ერთი ადამიანი , რომლის სახელიც ვერ გავიხსენე, მაგრამ მისი დანახვა ძალიან გამიხარდა , ჩვენ ერთად დაგვილევია, გვიცეკვია, გვისაუბრია.ერთი სიტყვით ვმეგობრობდით, მაგრამ შემდეგ ის გაქრა , ჰო, გაქრა, იმის მერე არც მინახავს . დღეს შორიდან ვნახე, მაგრამ ახლოს არ მივსულვარ მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახვა ძალიან გამიხარდა . სწორედ დღეს დავფიქრდი მეგობრებზე ან უფრო სწორედ ყოფილი მეგობრების გაქრობაზე და აღმოვაჩინე რომ ეს პირველი შემთხვევა არაა,ადამიანები უკვალოდ ქრებიან თან ისე რომ გავიწყდება , ცოტა ხანი გახსოვს, გენატრება, მაგრამ არ ურეკავ და არც ის გირეკავს და ცოტა ხანი საერთოდ გავიწყდება მერე რომც ნახო არ მიესალმები , სასაცილოა არაა, ვიღაცას ჩემთვის იგივე რომ მოეყოლა მეც გამეცინებოდა მაგრამ დღეს ამაზე დავფიქრდი და აღმოვაჩინე რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გაქრა და მივხვდი რომ მე მათი გაქრობა არ მინდა . ასეთი უცნაური გრძნობა აქამდე არ მქონია, დღეს უბრალოდ მომინდა ყველა ასეთი გამეხსენებინა და მომეკითხა, მაგრამ რატომღაც ამას ვერ ვაკეთებ. დღეს გავაცნობიერე, რომ მე ისინი მინდა, მათთან ერთად კიდევ ერთხელ დალევა, ცეკვა, საუბარი მინდა, თუნდაც ერთხელ, მაგრამ იქნებ ისინიც ფიქრობენ რომ მე გავქრი , ზოგმა დამივიწყა. და საერთოდ იქნებ ერთ დღეს მეც გავქრე?

- თუ ცოტახანი აქ დარჩები, შენც გაქრები და ვერავინ მოგაგნებს, ალბათ ძებნას დაგიწყებენ.

ის გულაღმა წევს, ფერადი ტანსაცმელი აცვია და ამბობს,რომ უყვარს თოვლი. ჯერ ზამთარი არაა, მაგრამ შემიძლია მოვიყვანო, თუმცა აქ ისე არ თოვს, რომ მას მოეწონოს. ვფიქრობ, რომ მალე წავა აქედან, რადგან აქ ყოფნას ვერ შეძლებს, ან მე ვერ შევძლებ მასთან ერთად ყოფნას და სხვა კუნძულს მოვძებნი. ღრუბელმა მითხრა,რომ ირგვლივ სხვადასხვა ფერის კუნძულებია, მაგრამ მე ისინი არასდროს მინახავს.

ცხოვრება

ახალი წლის წინა დღე იყო, არაფერი განსაკუთრებული, მზიანი დღე იყო,ცოტა ციოდა მგონი თოვლიც იყო, გავიღვიძე, ჩავიცვი და ავდექი, გარეთ გავედი,ახლაც მახსოვს თოვლის ხმა, რომ ხრაშუნობდა, გადავწყვიტე ჩემს მეგობართან წავსულიყავი , გრძელი ვიწრო ქუჩა, სადღაც 12 სახლი გავიარე და დავუძახე,მაგრამ სახლში არ დამხვდა, უკან დაბრუნება გადავწყვიტე სადღაც 6 სახლი გავიარე, შევჩერდი და ჩემს მეორე მეგობარს დავუძახე, მასთან შევედი სახლში,ვთამაშობდით,როდესაც ჩემი მეზობელი და ჩემი მოგვარე ლაშა შემოვიდა,ვთხოვე თოვლის ბაბუა გავაკეთოთთქო, მაგრამ მითხრა დღეს ვერაო, კარგად რომ მოთოვს მაშინო, ამ დღიდან სულ ველოდებოდი თოვლის მოსვლას, მოსაღამოვდა,ამინდი საშინლად გაფუჭდა,თითქოს ცუდი რაღაც უნდა მომხდარიყო , მე და ანი ვთამაშობდით, მერე მაგიდის ქვეშ დავჯექით,რაღაც ხმა გაისმა,ტყვიის გასროლის ხმა იყო, სასწრაფოდ გარეთ გავედი, თეთრი უზარმაზარი სახლი, ზღვა სახლი,ყველაფერი შავი იყო,ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე გავსებული იყო, ოთხი ადამიანი მორბოდა,ხელში ლაშა ჰყავდათ აყვანილი და სისხლი მოსდიოდა, ის შემთხვევით ჩემმა ნათესავმა მოკლა, თვალებში ჩავხედე, ეს რაღაცნაირი გრძნობა იყო, არ ვიცი რა ხდებოდა.

გრძელი დერეფანი,უზარმაზარი ოთახი, სანთლებია ანთებული,შუქი არაა , ტირილია, სულ შავებშია არიან , არ ვიცი რა ხდება, ნელი ნაბიჯით შევდივარ და მეშინია,.ლაშა რაღაცა ყუთში წევს,მაგრამ არ ვიცი რატომ, ნეტავ ადგება? ყველა რატომ ტირის? მინდა ყველაფერი დავივიწყო,მაგრამ ამას ვერ ვახერხებ, ლაშა არ ამდგარა ის დამარხეს, მიწა დააყარეს, არ ვიცი სად არის, იქნებ კოსმოსის მტვერმა ჩამოიყვანოს,როგორც მე. ამ ყველაფრის შემდეგ ოდესმე მოვა ნორმალური ახალი წელი? 12 წელი გავიდა, თოვლიც ბევრჯერ მოსულა, მაგრამ როდესმე შევძლებ ავაშენო თოვლის ბაბუა?

წითელი კუნძული

ჩვენი დიალოგი ტალღებს ჰგავს. უამრავი კითხვა, რომელსაც პასუხი არა აქვს, დაუსრულებელი საუბრები და კითხვა: მერე?, მერე რა არის?... ჩემი გულის მტრედი ამოფრინდა და სადღაც შორს, მგონი თეთრ კუნძულზე გაფრინდა, მე კი დავბორიალობ და დავეძებ წითელ კუნძულზე. აწი სად ვიქნები? გაზაფხულისფერ ფოთლებში ვიქნები, ცისარტყელაში ვიქნები, მზის სხივი ვიქნები. ყველა ადამიანს თავისი კუნძული აქვს, ისეთი როგორიც მას უნდა, ყველა კუნძულს მოფრთხილება უნდა...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG