Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: გიორგი გამყრელიძე

- მოკალი და არ დაინდო " მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინასთან" ერთად. ასეთი მიდგომა და ტაქტი ქართველების ისტორია არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ დღეს უგუნურად ვქმნით, ვწერთ ანტიჰუმანურ თანამედროვე ისტორიას. (ნეტავ, გვაპატიებენ?)
- ჩემი რელიგია არ ნიშნავს ჩემს სამშობლოს! სამშობლოში მიყვარს სინაგოგა, მეჩეთი, ჩემი სახლი. ჩიპიანი პასპორტი, ქართველი ქალიც, სომეხი კაციც, უმცირესობაც და უმრავლესობაც.
- ქრისტეს მტერო, მუჰამედის მაგინებელო, სომეხო, თათარო, კავკასიელო, პოლონელო, თურქო, "ლიბერასტო", ასეთი მიმართვის ფორმები საქართველომდე - დიდი იმპერიის სტეპებზე მოვისმინე და შემძულდა, რადგან ერთიც ვიყავი, მეორეც და მესამეც - მე ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ... შემძულდა და მივხვდი რომ ეს პოლიტიკაა, რომელ პოლიტიკასაც დღეს დაყოფისთვის, გამოჭერისთვის, დაკნინებისთვის, კარგად იყენებს იმპერია.
- დიახ, ლამაზად მოჩანს აქაური ზამთარი შენი ფანჯრიდან! არადა... ნიკოლაი გოგოლის "მკვდარი სულების" შემდეგ არაფერი შეცვლილა და ამიტომ გთხოვ, დახურე ოცნებების ფანჯარა და სჯობს, იმ დღევანდელ ახალგაზრდობას მოუსმინოთ საქართველოდან (რა თქმა უნდა ყველას ვერ მოგიხსენიებთ), რომელმაც კულტურული დონით წინ გაუსწრო სამეზობლოს! ეს ჩვენი ბუნების და ღმერთის დამსახურება ნამდვილად არ გახლავთ და უფრო მაღლა შეიძლება აფრინდეს კიდეც, თუ ხელი არ შეუშალა ზუსტად იმ "ქართველმა" , ვინც პირადი სიმდიდრისთვის ამყარებს საკუთარი ქვეყნის მომავალს - იმპერიასთან, ამ ყველაფერში იყენებს ბიზანტიურ რელიგიას (აქ, ამ უ-სამშობლო-ო-ბაში მასწავლეს ეს გამოთქმა - ბიზანტიური რელიგია, რომელიც ჩემთვის,მანამდე, მართმადიდებლობად, პირადულად - ქართულად მივიჩნევდი), რაც ნამდვილად არის ის -შინაგანი გზა, რაც ავირჩიე - ის იესო და ის ქრისტე კაცი, რომელიც კლდესთან გადასაჩეხად მიიყვანეს - (მაშინაც ბრბო, ეპისკოპოსები, იმპერია და რელიგია) და ავირჩიე ჩემი ჭეშმარიტება ... და ჭეშმარიტება სიმართლეა, სიმართლე და სამშობლო განუყოფელია და რომ ვცდებოდეთ: მეც, შენც და სამშობლოც მაინც ერთნი ვართ, მოქალაქეები "გიორგები" და ჩვენ შორის ისიც "გიორგია".
და აი, ეს განათლებული მქადაგებელი დარბის ქუჩებში - "სამყაროს წიგნი" უჭირავს ხელში და დარბის სულელებთან ერთად - რომლებსაც უყვართ სამშობლო, სწამთ რომ სულ მალე ცხენებით ივლიან,წვიმას გამოიძახებენ,სახლები აუშენდებათ, ტრადიციები უზნეობაში გადაიზრდება, ჩრდილოელი ქალები - შიშვლები ჩამოფარფატდებიან ზეციდან და ქართული გალობით, მრავალხმიანობით აღვადგენთ ერთმორმწმუნეობას. რა ძალიან არ ჰგავს ქრისტეს ცხოვრებას, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკოსების ცხოვრების წესს გვაგონებს, სამღვდელოების წინა ცხოვრებასაც! რა ძალიან არ ჰგავს -არჩეულ გზას და უფრო ბერძნულ მითოლოგიაში უნდა ვეძებოთ დღევანდელი "ქართველის" თანამედროვე ღმერთი...
- და აი, დახტუნაობენ ერთად და უყვართ სამშობლო, უყვართ მაგრამ ვერ გრძნობენ უ-საქართველ-ო-ო-ბა რა იქნება...მხოლოდ უ-საქართველო-ო-ბას თუ დავიჭერთ ხელში ბოლოს!
(ამას ორი წელია განვიცდი სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში და მიხარია როდესაც ვამჩნევ რომ სხვა ცივილიზაციის კარებს შევაღებ ჩემს სამშობლოსთან ერთად. მაგრამ აქ ისევ "ქართველობა" მაშინებს, მაშინებს და მუხლებში მკვეთავს)
უცოდინარობით, უგემოვნობით ამ ჩვენს პატარა ჭეშმარიტებას, მთებით და შემოქმედებით,მის თითოეულ კუთხეს ვამსგავსებთ შავ ფერს, ფუნდამენტალურს ცუდი გაგებით და ფანატურ სივრცეს. რაღაცნაირი სისტემა იქმნება...არა კარგი! არა ჯანმრთელი და ჩვენც ვბრუნდებით, გაქონილი ხელების, გაღიმებული პოზის, გაუგებარი და საომარი გამოხედვის ადამიანებს... (ნეტავ გვაპატიებენ?)
- სიმდიდრეზე, მეოცნებე ქართველებო ( მეც ვოცნებობ სიმდიდრეზე, მაგრამ რისთვის?) და არა მარტო ქართველებო, მთავარ სიმდიდრეს დავკარგავთ ცოტახანში, ჩვენივე შეცდომებით, უცოდინარობით!
აქ, თხის რძეზე, რიგითობაზე, სიყვარულზე და ერთმანეთის გადარჩენის გზაზეა საუბარი...
და არა, თითოეულ სიტყვაზე, აგრესიაზე, ერთმანეთის ცემაზე, გაყოფილ სამეფოებზე... დღეს ჭეშმარიტებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი!
ნუ დავღეჭავთ, ნუ დავწვავთ, ნუ დავამახინჯებთ ერთმანეთს და ნუ გადავყრით დედამიწიდან ძველ და ახალ საქართველოს! :)
ჩემი ქვეყანა არ ნიშნავს ჩემს რელიგიას!
ჩემი ჭეშმარიტება აღარ ნიშნავს მრწამს!

P.S საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას აქვს საერთო კომპლექსი, ეს კომპლექსი ვერ გაშორდა კავკასიის რეგიონს და დიდ მეზობელს - ხანჯლის კომპლექსი . ამიტომაც, ვემსგავსებით იმ საყვარელ პატარა, მომღიმარ ბავშვს რომელიც ქუჩაში წაიქცა, მიიხედა და ყველა მას უყურებს, თვითონ ტირილი უნდა...მაგრამ წამოდგება და ძლიერად საკუთარ თავს დაუწყებს ცემას - " აი სენ, აი სენ" - რომ მათ მოაწონოს საქციელი, საკუთარ თავს სცემს, ტკენს, გაყვირის და ტირილს იკავებს!
ვისთვის გარშემო მყოფი -ევროპაა, ვისთვის - დედა რუსეთი!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG