Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერილი სანკტ-ლენინგრადიდან


ავტორი: გიორგი გამყრელიძე

მოდი, წარმოვიდგინოთ: მონობაში და შემდეგ 40 წელი უდაბნოში ტანჯული ბაბუა, როგორ უამბობს შვილიშვილს, თუ რა ლამაზი პირამიდები,ქალაქები ააშენა იქ, სადღაც ეგვიპტეში და როგორი ზღაპრული იყო ის ყველაფერი და როგორ ცხოვრობდნენ ეგვიპტელები. მონათხრობით აღრფთოვანებული შვილიშვილი, ხომ დაბრუნდებოდა უდაბნოდან (აღთქმული მიწის ძიების პროცესიდან) ისევ ეგვიპტეში და იქ რა დახვდება?
- ისევ, საბჭოთა იდეოლოგიის ელემენტები, საიდანაც ვერ გამოძვრა რუსეთი, უფრო სწორად ძველი რუსები. თუმცა, ახალგაზრდები ცდილობენ დაარღვიონ და ჩამოშალონ ის სისტემა, რომელიც ჩვენთან ტრადიციების, ხოლო მენტალობით იმპერიაში შემორჩა.
- ბედნიერებაა როდესაც ხვდები, რომ ამ გზის გარკვეული მანძილი გაიარე და მომსწრე ხარ იმ ცვლილებების, რასაც ახლა გაივლის "ეგვიპტე" მაგრამ განწირულია. ამ სიცივეში ყველაფერი მიტოვებულია, ან დაუსრულებელია და უნდათ იბრძოლონ, დასძლიონ მაგრამ აკლიათ თავდადებაც, წლებიც და ალბათ ის, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რა გვაკლია ჩვენ - აღთქმულ მიწამდე? - ერთმანეთის რწმენა და მოთმინება. შეგრძნება რომ ქართველობა ეს მოქალაქეობრივი ზნეობაა და არა სისხლის ყივილი. საკუთარ სახლში ბრძოლა, მტკიცება ვინ უფრო დიდი ქართველია -ეს საბჭოეთია! უბრალოდ ფორმა იცვალა (ახლა ფილმებში აღარ მღერიან) და მისი იდეოლოგია რელიგიურ მოქმედებებში გადათამაშდა, ჩვენ უფრო გრძელი ქვედაბოლო, მეტი ტკივილი და ოცნება შევიძინეთ.
ადამიანები ვინც ამ რეჟიმს ებრძოდა და ებრძვის -მოღალატის მანტიებით შევმოსეთ, მაგრამ მივიღეთ მოძღვრებად ისევ ის მუშათა კლასი და ინტელიგენცია, რომლებიც მთელი ინტიმით გვიყვებიან, როგორი კარგი იყო, როდესაც იტყუებოდნენ, ყიდულობდნენ დიპლომებს, ძარცვავდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს, მერე ქეიფებში ატარებდნენ დროს და ქართული სიმღერაც შრომაზე კი არა, ქეიფზეა (ყოველთვის მიხვდები სიმღერით რომელი ეპოქაა). მაქსიმუმ ფანტაზიით და მოპარული თანხით რაც შეიძლება გემოქმედა – “გეგრუზინა” მოსკოვში და აღფრთოვანებული მიგეტოვებინა შენი გულუხვობით და ამერიკული ჯინსით გაშტერებული, ის რუსი გოგო, რომელიც ვერ იპარავდა სახელმწიფო ბიუჯეტს.
-სამშობლომ შემინდოს, თუ გზას ავცდი და ვცდილობ არ "ვიგრუზინო".
დიახ,სამშობლომ! ქრისტეს სახელი ისე დააკნინეს, თვით ქრისტეს მხედრობამ კომფლექსი მაქვს წარმოვთქვა "უფალო შემინდე".
მძღოლმა “და-ა-აბგონა” და დანანებით ჩაიბუტბუტა, რომ გაიგო რუსეთში მივფრინავდი -აი, მაშინ ვიყავით ჯიგარო თავისუფლები. ვაი თუ, მხოლოდ კუჭი გვალაპარაკებს? ღირსება და წყურვილი დავკარგეთ?!
ხოლო, რაც შეეხება "ჯიგარი" ეს არ არის ქართული სიტყვა და ყველაზე მეტად არ შეეფერება ევროპისკენ მიმავალ ერს...
ჩვენ კი ვეღარ ვსწავლობთ თქვენგან მოპარვას და ვეღარც ვიგებთ, როგორ შეიძლება მოპარო. ვცდილობთ, ხმა არ ამოვიღოთ, მაგრამ ახლა შიში, შიში მალაპარაკებს, რომ ერთ დღეს შენი იდეოლოგია ჩამოახწევს ჩემი თაობის ფერად სახლამდე.
წვალებაში გავიზარდეთ მე და ჩემი მეგობრები, მომავლის იმედით. ჩვენ თვითონ ვისწავლეთ კარგი და ცუდის გარჩევა, თუნდაც ის რომ თეთრს თუ ლაქა ეტყობა, ის უკვე თეთრი აღარ არის. მაგრამ ვიცით პატიება. მოგვდის შეცდომა მაგრამ სიძულვილი არ დევს ჩვენში – საოცარია მაგრამ გვწამს, რომ საქართველო, არ ნიშნავს ქართველს და ჩვენ ვსპობთ ამ დაყოფას, დაგანახებთ მალე, რომ საქართველო თვითონ ოჯახს ნიშნავს, სიყვარულს და მეგობარს, ძლიერს. ვისწავლეთ სხვადასხვა რელიგიის სიყვარული და პატივისცემა და როგორ? - უბრალოდ, შეცდომა რომ აღარ დაგვეშვა და თუ ვინმე გაოცებული და ნატკენია, ასეთი აგონიური ცხოვრების რეჟიმით ისევ და ისევ ახალგაზრდები, რომლებსაც გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს აჩხაკუნებული ფანდურიც და საშინლად ნათარგმნი მსოფლიო ლიტერატურაც… მაგრამ ჩვენ, უკვე ნამდვილი საქართველოს მოქალაქეები, ვინც უკვე კარგად ვისწავლეთ, სტუმრისა და მტრის განსხვავება და ახლა თუ ვინმეს, ყველაზე მეტად გული გვიწუხს - ალბათ, ისევ ჩვენ, “თქვენ პატარებს” … ჩვენ ხომ ვერ ვგრძნობთ პოლიტიკური თამაშის ხელოვნებას, გენდობით და მოგყვებით, სიყვარული გვწყურია.
- თქვენ, მამებო და მამაოებო! ძაღლებივით გვაჯიბრებთ ერთმანეთს ნუ გავიწყდებათ შვილები ვართ, შვილები… ჩვენ ხომ ვცდილობთ, ის მანკიერებები გადავაგდოთ რაც ავიკიდეთ ან გადმოგვეცით და გვინდა, რომ გამოვჯანმრთელდეთ. აღარ დავყოთ საქართველო, მოქალაქეთა ჯგუფებად.
და თუ რომელიმე ფიქრობთ, რომ დაამარცხეთ რაიმე პრობლემა საქართველოში, ცდებით! ეს ჩვენმა თაობამ დაძლია იმ სხვა მამებთან, ვისაც მოღალატის მანტია მოარგეთ.
ბიზნესები გადანაწილდა, ახალი მამები მოვიდნენ და ჩვენ ისევ ველოდებით ბედნიერი საქართველოს აღმასვლას. თქვენ კი, გამუდმებით რომ გვატყუებთ და ქრისტიანობას თამაშობთ ჩვენს თვალში… გვიანია, გვიანია... ყველაფერს ვხვდებითთავისუფალი შვილები!
- ვხედავ ჩემი ქვეყნის განსხვავებულ სულს,სუნს და სხვებიც ამჩნევენ…. ჩვენში, რუსული მლიქვნელური, იმპერიაზე ჩამოკიდებული ქრისტიანობა არასდროს ჩაჯდება, ვერც შეერწყა და ვერც შეერწყმება! ჩვენ სხვანაირი ქრისტიანები ვართ, ნამდვილები, ჰუმანურები და რატომ ვცდილობთ ვისწავლოთ ის ფუფუნება, რაც რუსულ ეკლესიას თან სდევდა და რუსულს კვლავ სდევს, მაგრამ უკვე სხვა ქვეყნებში! (მღვდელზე ცინიზმი, პროტესტიც, ქართულ ზღაპრებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთის ეკლესიას მივეტყუპეთ და გავქრით, მარტივი მიზეზი - ის გახდა სახელმწიფო ხარჯზე მცხოვრები სამღვდელოება და უგულო მოყვასისთვის).
მოყვასის სიძულვილმა, დაყოფამ, პირველობამ, უცოდინარობამ არ დაგვინგრიოს ტკივილით ნაშენები სახლი, არ მსურს აგრესიით მოვწამლოთ სამშობლო, არ მჭირდება მრწამსის დამალვა და კერპის შექმნა და მწამს, აღთქმულ მიწაზე ჭეშმარიტება დაგვხვდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG