Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გილოცავთ 14 თებერვალს


ავტორი: გოგა თირქია

კომფორმისტულ გარემოში ინდივიდუალიზმის შენარჩუნება გმირობაა. ძნელია საზოგადოებას, რომელიც ახლა ყალიბდება ინდივიდებისგან შემდგარ ერთობად და სავარაუდოდ, დიდი დრო დასჭირდება მივიდეს განვითარების საშუალო დონემდე, მოსთხოვო პრაგმატიზმი.

კოგნიტური პროცესი რთულია, რადგან ადამიანის ტვინს უწევს ბევრი ენერგიის დახარჯვა დიდი მოცულობის სამუშაოს ჩასატარებლად. წარმოუდგენელია მუდამ რაციონალიზმი, თუმცა ცხადია, ზოგჯერ მისი საჭიროება აუცილებელობითაც არის განპირობებული.

მაგრამ ჯანდაბას. ფაქტია:

საზოგადოება ჰიპოვოლემიური შოკის მსგავს მდგომარეობაში ვარდება "ვისრუსულად" გავრცელებული ინფორმაციის ნაკადის მიღებისას.

საზოგადოების, ზოგადი ფორმულირებაა, ინდივიდებისგან შემდგარი ერთობა. ამ ერთობაში მეტად საინტერესოა ინდივიდების გავლენა განსაკუთრებით საზოგადოების მიერ ინფორმაციის გადახარშვის დროს.

უმეტესწილად "ვირუსულად" გავრცელებულ ვიდეოზე რეაქცია განპირობებულია არა რწმენიდან ან იდეალებიდან ამომავალი ლოგიკით, არამედ გარემოსგან მიღებული რეაქციებით.

ჩაკეტილი საზოგადოებისთვის, როგორიც მეტნაკლებად ჩვენ ვართ, დამახასიათებელია ურთიერთგავლენის შედეგად მიღებული ქმედებები. ქართული საზოგადოების მსგავს "მორალისტურ" საზოგადოებაში შესაძლებელია არ იყოს მკვეთრი დემოკრატიული იდეალების საჭიროება, თუმცა საზოგადოება შეიძლება ითხოვდეს დემოკრატიას. საზოგადოება ჩვენთან შედგება "ცხოვრების" მსახიობებისგან (თითქოს ყველა კამერის წინ თამაშობს).

იდეალი ვახსენე და სულ არ ნიშნავს იდეალურს იდეალი იყოს კონსერვატორული ან ლიბერალური, სოციალისტური ან კაპიტალისტური, პატრიოტული ან კოსმოპოლიტური. იდეალიზმი ადამიანის ინდივიდუალიზმის შემადგენელი ნაწილი მგონია და რა მნიშვნელობა აქვს მას ვიღაცები მოსწონს თუ არ მოსწონს, მთავარია მან იცოდეს ეს ვიღაცები რატომ მოსწონს ან რატომ არ მოსწონს.

ცივილიზაცია პოსტმოდერნიზმის ეპოქაშია, სადაც ჩვეულებრივი მდგომარეობაა ნანოდეტალებით აწყობილი აიფონები და კოსმოსური სადგურები, მზარეული რობოტები და მარსზე გადასახლების გეგმები. საქართველოშიც 2016 წელია, სადაც ქუჩები შარდის სუნად ყარს და საპირფარეშოების პრობლემა წლებია გადაუჭრელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამორტიზირებულია, თუმცა მაინც დადის, ხალხს შია, ჯიპების რაოდენობა კი იზრდება, ამ დროს კი, მეგობრებო ჩამორჩენილ საქართველოში ახალი იდეა დაიბადა, თურმე ინტერნეტ სივრცე უნდა გაკონტროლდეს იმიტომ, რომ ხალხმა ვერ შეძლოს "მკრეხელური" აზრის გამოთქმა.

გამარჯობა მე გოგა ვარ, სავარაუდოდ დაიღალეთ პოსტმოდერნისტული ტექსტით და აქამდე ვერც მოაღწიეთ, გეტყვით, რომ მე ჩამორჩენილი საქართველოდან ვარ, მაგრამ მაინც მიყვარს იგი იმიტომ, რომ სიყვარული პრაგმატული არ არის.

ყველას გილოცავთ 14 თებერვალს

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG