Accessibility links

logo-print

ავტორი: გუგა როგავა

სათაურმა ზოგიერთს ალბათ გაგახსენათ YouTube-ზე დადებული ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომლებსაც ირგვლივ, იმ გარემოში აწყდებოდნენ, სადაც ცხოვრობდნენ. დაახლოებით ერთწუთიან ვიდეორგოლში ისინი თავის გულისსატკივარს გიყვებოდნენ. სამწუხაროდ, პროექტი შეწყდა, ახალი ვიდეოები უკვე თითქმის ერთი წელია არ გამოჩენილა ინტერნეტსივრცეში. ამიტომ წერილობით მოგახსენებთ, თუ რას ამბობს ქალაქი და რაზე ვწუხვარ მე.

ქალაქი ამბობს, რომ მასში ცუდი სუნი დგას. არ გაგიკვირდეთ – ძირითადად მყრალი, მომწამვლელი გამონაბოლქვის, რომლის ოხშივარი გზაჯვარედინებზე განსაკუთრებით ტრიალებს. ქალაქი წუხს, რომ ჩვენ, მასში მცხოვრებნი, ასეთ ჰაერს ვსუნთქავთ. ერთადერთი ბუნებრივი დეოდორანტი, რომელსაც სამკურნალო-განმწმენდი დანიშნულებაც გააჩნია, ხეებია. ჩვენ კი ხეებს ვჩეხთ და იქ ასფალტს ვაგებთ, საიდანაც ჯერ ცხელი ასფალტის, შემდეგ კი იქ მიმომსვლელი მანქანების გამონაბოლქვის სუნი მიმოიბნევა.

ქალაქს ახალი მერი (კანდიდატობის პერიოდში) მილიონი ხის დანერგვას დაპირდა. ეს უტოპია ქალაქმა გარკვეულწილად დაიჯერა, იმიტომ, რომ მცირე ტყუილი ეჭვს ბადებს, დიდმა ტყუილმა კი თავისი მაინც გაიტანა. მილიონი ხე არ ჩანს. ქალაქი გაწბილებულია. ჰაერი კი თანდათანობით გამჭვირვალეობას კარგავს და მტვრისფერი ხდება. სუნია და ფილტვები გიმძიმდება. ქალაქმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ მანქანების გამონაბოლქვი დაბალი ხარისხის, ტყვიით დამძიმებული ბენზინიდან წარმოიშობა, რომელიც ავტომობილების უკატალიზატორო მაყუჩიდან გამოიყოფა. ეს რეალობაა ქალაქში.

ერთადერთი ადგილი, სადაც ქალაქში მცხოვრებნი სუფთა ჰაერს პოულობენ, ქალაქგარეთაა. მიდიან პიკნიკზე, ლაშქრობაზე, სასეირნოდ, დაყავთ ტურისტები და როცა ისინი ქალაქგარეთ, ბუნებაში, სიმწვანეში დასასხდომად თავისუფალ ადგილს ეძებენ, ადგილის პოვნა უჭირთ. უჭირთ იმიტომ, რომ ირგვლივ სხვა ქალაქის მცხოვრებლებმა სუფთა ჰაერი უკვე ჩაყლაპეს და თავისი ნაგავი დატოვეს. დაგიტოვეს პლასტმასის ბოთლები, კონსერვის ქილები, პოლიეთილენის პარკები, ნამწვები თუ პრეზერვატივები. და მაშინ ქალაქი უკვეხვდება, რომ მას კი არა, მასში მცხოვრებთ აქვთ სუნი: გაუნათლებლობის, ფსევდო-პატრიოტიზმის, ეგოისტობის, წინდაუხედაობისა და გაუფრთხილებლობის სუნი.

ქალაქი სირცხვილისგან ვეღარც ვერაფერს ამბობს, მხოლოდ მხრებს იჩეჩს და დინებას მიჰყვება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG