Accessibility links

logo-print

ინდივიდუალიზმის მკვლელები, ანუ დაუსჯელი დამნაშავეები


ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

დროდადრო მგონია, რომ მკვლელების ქალაქში ვცხოვრობ.

რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლელების გვერდით ვზივარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვდგავარ მაღაზიის რიგში, ვივარცხნი თმას სალონში, ანუ მათი ჰაერით ვსუნთქავ და არ არის გამორიცხული, თავადაც მკლელი ვიყო.

თუმცა, ეს ის მკვლელობა არ არის, რომელიც კანონით ისჯება და თავისუფლების აღკვეთას გვიქადის.

ეს არც ის მვლელობაა, რომელსაც საზოგადოება დანაშაულად მიიჩნევს და რომლის ჩამდენს ზიზღნარევი მზერით უყურებს.

არც ისაა, რომელიც ადამიანის ხორცსა და სხეულს ერთმანეთს აშორებს.

არა, ჩვენ ასეთი მკვლელები არ ვართ. ჩვენ დანაშაულს დანით, თოფით, ნაჯახით ან სამართლებლით არ ჩავდივართ. ჩვენ ადამიანის სხეულს ნაკლებად ვერჩით, ინდივიდუალიზმს ვებრძვით, რომელსაც ვკლავთ და ვანადგურებთ.

ინდივიდუალიზმის მვლელები ვართ და ამისთვის, კანონით პასუხი არ მოგვეთხოვება.ჩვენ თავისუფლებას არავინ აღგვიკვეთს, ისე კი,ეს, როგორც წესი, აღარც გაგვაჩნია, პიროვნულ თავისუფლებას ვგულისხმობ. და რაც თავად არ გვაქვს, არც სხვას უნდა ჰქონდეს - დაახლოებით ეს იდეა გვაერთიანებს. ამიტომ, გვინდა,ყველას საუბრის, ჩაცმის, ჭამის, სიარულის ერთნაირი მანერა დავუწესოთ და სიყვარულის, სოლიდარობის, თავისუფლების, თანასწორობის -ერთნაირი აღქმა. ამისთვის ვიბრძვით და ერთმანეთის აზროვნების იმ ჩარჩოში მოქცევას ვცდილობთ, რომელსაც ხშირად ტრადიციებითა და რელიგიური დოგმებით ვამყარებთ. ეს ჩარჩო ჩვენი იარაღია, რომლითაც მკვლელობას ჩავდივართ.

აი, მაგალითად, ჩემს ქალაქში გოგონა ცხოვრობს, ლურჯ თმას ატარებს, მხრებამდე დაშლილს. ტუჩები და ფრჩხილებიც ამავე ფრად აქვს შეფერადებული. უხდება, მაგრამ ადამიანები ამაზე არ საუბრობენ, რადგან ჩემს ქალაქში თმის ლურჯად შეღებვის სურვილი უცნაური და არაბუნებრივია, ხოლო ყველაფერი რაც ბუნებრივი არ არის - საშიში და საფრთხილო. ამიტომ, დედებიც ფრთხილობენ, მათ შვილებს თმის გალურჯება, რომ არ მოუნდეთ და ამის თავიდან აცილების მიზნით, ლურჯთმიანზე გამუმდებით ქირქილობენ და ქილიკობენ; ამბობენ, საზოგადოებისთვის მიუღებელიაო. თუმცა ლურჯთმიანი კი არა, საზოგადოებისთვის სიახლეებია მიუღებელი. ჰოდა, რაც მიუღებელია უნდა ჩაიხშოს, განადგურდეს, განიდევნოს, მოკვდეს.

სიახლეებით დამფრთხალი მკვლელები ვართ, რომლებმაც თავის დროზე ჩვენი შინაგანი თავისუფლება და საკუთარი სურვილები ვერ დავიცავით. ახლა კი, პიროვნული თავისუფლების უგულებელყოფით, შეკოწიწებული ქცევის წესების უარყოფის შიში გვმართავს.

სულს გვიშფოთებს და გვიფორიაქებს ყველა - ვინც, ამ წესევს არ ემორჩილება.

ამიტომ, ალბათ ახლა ის პერიოდი გვიდგას, როცათმის ლურჯად შეღებვაც კიჩაბნელენულ ოთახში სინათლის გაელვებას ჰგავს.

პ.ს. მადლობა ჩემს ქალაქში მცხოვრებ გოგონას, რომელიც ლურჯ თმას ატარებს, მხრებამდე დაშლის. ქუჩაში მისი ლურჯი თმის დანახვისას ვხვდები, რომ ამ სიბნელეში სარკმელი ნამდვილად არსებობს, რომელიც გაიღება და გაფართოვდება. ეს გარდაუვალია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG