Accessibility links

logo-print

ნირწამხდარი დემოკრატია, ანუ ჩვენი რელობა


ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

მე - ერთ ადამიანს, დაბადებულს საქართველოში,თავისუფლების, თანასწორობის და სამართლიანობის შეგრძნება მინდა.

სწორედ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო. თუ არ ვილაპარაკებ, დავწერო მაინც და თქვენთან ერთად, საკუთარ თავსაც შევახსენო, რომ ხელისუფლება დემოკრატიული ქვეყნის აშენებას მპირდებოდა, დროდადრო ახლაც მპირდება ხოლმე.იმაშიც, მარწმუნებს და მაწრმუნებდა,რომ მუდამ დემოკრატიული პრინციპების ერთგულიიქნება.

დასანანია, რომ დემოკრატია მხოლოდ დაპირებებით ვერ შენდება.

ან იქნებ ის არის დასანანი, რომ დემოკრატია ხალხსა და ხელისუფლებას სხვაგვარად ესმის, ორივე ჯგუფის უმრავლესობას -მცდარად.

აღნიშნული ხომ თითოეული იმ შემთხვევით დასტურდება, როცა უმრავლესობაში მყოფნი უმცირესობაზე გავლენის მოპოვებას, მის დაჩაგვრას ცდილობენ და აღნიშნულში დახმარებას ხელისუფლებასაცკი სთხოვენ.არა, კი არ სთხოვენ,ხშირად ავალდებულებენ კიდეც,მარტივი ლოგიკით - „დემოკრატია არის ხალხის მმართველობა, ჰოდა აგერ ვართ ხალხი და გაითვალისწინეთ ჩვენი მოთხოვნა“. მსგავსი დამოკიდებულება ნაკლებად საგანგაშო იქნებოდა, მათი მოთხოვნები, თავის თავში,უმცირესობაში მყოფი ადამიანების თავისუფლების შეზღუდვას რომ არ გულისხმობდეს.ასეთი მოთხოვნის მსვერპლნიძირითადად რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ხდებიან - გამუდმებით გვამცნობენ სხვადასხვა კვლევები.უმრავლესობის ნებით, ძალითა და გავლენით,სხვადასხვა ნიშნით უმცირესობაში მყოფ ადამიანებს არ ეძლევათ ცხოვრების საკუთარი სურვილისამებრ დაგეგმვის და თავისუფლად წარმართვის უფლება.

გავლენა ვახსენე, რადგანუნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება უმრავლესობის აზრს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ითვალისწინებს.რაც იმას ნიშნავს, რომ თავს არიდებს ქვეყანაში ადამიანთა შორის თანასწორობაზე ზრუნვას და ნებით, თუ უნებლიეთ, უმრავლესობაში მყოფთა დომინანტურობას აღიარებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიც კი მხოლოდ დეკლარირებულია. დღემდე თავისუფლებისა თუ პირადი ხელშეუხებლობის უფლებამხოლოდ საკანონდემბლო აქტებში აღიარებულ უფლებებად რჩებიან.

და მე - ერთი ადამიანი, დაბადებული საქართველოში, ვხედავ, რომ უმცირესობაში მყოფი ადამიანები დღემდე არ არიან დაცულნი უმრავლესობისგან, რომელიც ხშირად მოძალადეა.

ჰოდა, ჩემთვის - ერთი ადამიანისთვის, დაბადებულისთვის საქართველოში, მოძალადის აზრის გამთვალისწინებელი ხელისუფლება ვერ იქნება დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებელი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG