Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დატოვეთ თქვენი ხელწერა ცხოვრების დაფაზე....


ავტორი: გვანცა იმერლიშვილი

იყო ნება ღვთისა და არარაისგან იქმნა რაობა.იყო ნება ღვთისა და რაობა იქმნა არარაობად.შეეთვისა და განეთვისა:ცეცხლი ჰაერს,ჰაერი წყალს,წყალი მიწას.იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...

დ ა ვ ი ბ ა დ ე თ! თუმცა.......

ადამიანის ყოფა ორგვარ არსებობაში გამოიხატება:ჟამადმყოფლობაში და უჟამობაში,ანუ წუთისოფელში და მარადიულ სოფელში.წუთისოფელი ადამიანის სიცოცხლის ის უმცირესი მონაკვეთია,რომელსაც იგი მზისქვეშეთში ატარებს.,,წუთია წუთისოფელი,წუთისწუთობით იწვება,რა არის ჩვენი სიცოცხლე? ჩიტივით გაგვიფრინდება,,.სიცოცხლე ხომ ის ძაფია,რომელიც ხელის ერთი გაკვრით წყდება.სიცოცხლე მართლაც,,ჩიტივით გაფრინდება,, და დგება ჟამი რომელიც მარადიულია.სიკვდილი სიცოცხლეში მარხია და სიცოცხლის დაბადებასთან ერთად იბადება სიკვდილიც.ჟამის შეუჩერებელ დინებაში ყველაფერი იმსხვრევა და ნადგურდება.ერთადერთი რაც მარადიულ მოძრაობაშია,რაც არც იბადება და არც კვდება არის დ რ ო.

რა არის დრო? ამ შეკითხვაზე უამრავი არსებობს,მაგრამ რომელია ამ პასუხებს შორის ზუსტი ეს არავინ იცის.თითოელი ჩვენგანისთის დრო სხვადასხვა რამაა,თუმცა ყველა დროში ვცხოვრობთ,დროში რომელიც არც იწყება და არც მთავრდება .იგი უსასრულოა!იქნებ იწყება მაშინ ,როცა ვიბადებით და მთავრდება მაშინ როცა კვდებით,ეს ჩვენი საკუთარი დროა,იგი იმ დიდი დროის ნაწილია,რომელსაც დროს ვეძახით და ვემორჩილებით.

დრო ხომ ყოველგვარი დარდის,ტკივილის და ვარამის მკურნალია.ის ხომ სულის იარებს აშუშებს,ის ხომ ოქროც არის და ოქროზე მეტადაც ფასობს,მას ხომ ჩვენი დაწყვილება და ოდესღაც კენტად დატოვება ძალუძს.ის ხომ დაგიმონებს,დაგაჩოქებს,გადაგთელავს,მაგრამ მან შეიძლება ხელი გამოგიწოდოს და დაჩოქილი წამოგაყენოს.დრო ხომ წამობით და წუთსაათობით იხარჯება.დრო ხომ ყველასათვის ერთნაირად დროს ვერ იმეტებს...

,,სიცოცხლე გიყვარს?მაშინ დროს ნუ კარგავ,რადგან დრო ის ქსოვილია,რომლისგანაც სიცოცხლე იქსოვება,,გამოვიყენოთ ყოველი წუთი,რადგან ხავლინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული,დავარწმუნოთ ყველა ჩვენს გარშემო რომ იგი ჩვენთვის განსაუთრებულია.ხშირად გავუღიმოთ ერთმანეთ,ღიმილი წამიერია,მაგრამ მეხიერებაში დიდხანს რჩება,ღიმილს ხომ ვერ იყიდით,ვერც თხოვნა –,მუდარით მოიპოვებთ,ვერც ისესხებთ,ვერც მოიპარავთ,რადგან თუ ნებით და სიამით რა გაიცა გროშია მისი ფასი.

გიყვარდეთ,გიხაროდეთ,გაიღიმეთ გამოიყენეთ დრო!

დატოვეთ თქვენი ხელწერა ცხოვრების დაფაზე!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG