ავტორი: გვანცა იმერლიშვილი
ზღვარი!რა უცნაური სიტყვაა?!იგი ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მხარეს ან ერთმანეთისგან განსხვავებულ გრძნობას,ცნებას მიჯნავს...
სიყვარულსა და სიძულვილს,სიკეთესა და ბოროტებას,თეთრსა და შავს,წარმატებას და წარუმატებლობას,ნდობას და უნდობლობას.ამიტომაც თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული სახე,კონტური და ,,ტემპერატურა,,აქვთ.მათი მატარებელი ადამიანებიც ერთმანეთისგან განსხვავებულად გამოიყურებიან და მაჯისცემაც განსხვავებული აქვთ.სად გადის ზღვარი სიძულვილსა და სიყვარულს შორის ეს არავინ იცის,მას მხოლოდ გული გრძნობს:როცა იკარგება პატივისცემა,ქრება მონატრება,უფერულდება თვალების ფერი რომელიც აქამდე ყველაზე ლამაზი იყო.
ზ ღ ვ ა რ ი–მას რომ ორი ასო ჩამოვაცილოთ რჩება ზღვა:უკიდეგანო,იდუმალი,უძირო გრძნობასავით.ხან ყველაზე თბილი,ხან კი ყუნულივით ცივი,ხან მშვიდი და ხან ბობოქარი.იგი ისე აღელდება მიზეზი არ ჭირდება,უბრალოდ უნდა და ღელავს.ღელავს მაშინ როცა წვიმს,ალბათ ცის ცრემლებს განიცდის,თითქოს ეკითხება რატომ ტირიო,მაგრამ ამ შეითხვაზე ვერასოდეს იღებს პასუხს.ისე ახლოსაა და თან ისე შორს მისგან,ცამდე ასვლა და მასთან მიახლოვება არც ისე ადვილია.მათ შორის ზღვარია.....
მალე ავდარს დარი მოყვება,მზე გამოანათებს,ზღვა დამშვიდდება,ქარი ჩადგება.
არასოდეს დაამთხვიო განვლილი და გასავლელი გზა ერთმანეთს.გასავლელი უნდა აღემატებოდეს განვლილს:ფერით,ტემპერატურით,სითბოთი,მიზნებით,ძალით და ნებისყოფით.ცხოვრების გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდება,ხან გაიმარჯვებ,გაიხარებ,გაბრწყინდები,ხან მოიღრუბლები,დაღონდები,დაეცემი,მაგრამ მთავარია ადგომა შეძლო,შენ თვითონ უნდა შეძლო,გახსოვდეს:თუ დასაცემად ხარ გამზადებული ,ხელს ბევრი გკრავს,მაგრამ თუ ადგომის სურვილი გაქვს ხელს ძალიან ცოტა გამოგიწვდის.გამოწვდილს ხელს კი კარგად უნდა ჩაეჭიდო,რათა ფეხზე მყარად დგომა შეძლო და ცხოვრებაში გზა გააგრძელო.გახსოვდეს ,,ანგარიშს მხოლოდ ძლიერებს უწევენ,,არასოდეს ჩამორჩე დროს,არც მასთან ჭიდილი განიზრახო,შეძელი დროსთან იდილიაში ყოფნა....ყოველთვის შეძელი გაავლო ზღვარი მიზნებსა და მიწევებს შორის.....
დაწერეთ კომენტარი