Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიხუანის დეკრიმინილიზაცია საქართველოში


ავტორი: გვანცა სილიკაშვილი

კანაფი, როგორც სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის საშუალება უძველესი დროიდანაა გავრცელებული. შუასაუკუნეებიდან დაწყებული ადამიანსა და კანაბისს შორის ურთიერთობა რეგულარულად იცვლებოდა. იგი ხან ზნეობრივი სპეკულაციის საგანი იყო, ხან განიხილებოდა როგორც ეკონომიკური სარგებლის მომტანი მცენარე.

საზოგადოება დღემდე დგას ამ გამოწვევის წინაშე, თუ რა კუთხით უნდა განიხილებოდეს მარიხუანის მოხმარება. დღესდღეობით ევროპის მრავალ ქვეყანაში მისი დეკრიმინიზაცია/ლეგალიზაცია მოხდა, ხოლო ამერიკის ორ შტატში ლეგალიზაცია.

დღეს უკვე საქართველოშიც ეს საკითხი არანაკლებ აქტუალური გახდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება . საქართველოს კანონმდებლობა ძალიან მკაცრია ამ მხრივ, ვინაიდან მისი მოხარება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს. მარიხუანის მოხმარება პირადი სარგებლობისთვისპირველ ჯერზე ექვემდებარება 500ლარიან ჯარიმას, მეორეზე - 2000ლარამდე ჯარიმას ან პატიმრობას, მესამე ჯერზე -11წლამდე თავისუფლებას აღკვეთას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კანონმდებლობაში არაა ნარკოკრეატები კატეგორიზებული მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად, ყველა ერთ ჯგუფშია გაყვანილი. რაც თავისთავად სასჯელის სწორად დარეგულირების პრობლემას წარმოშობს. რატომ უნდა მოხდეს საქართველოში ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაცია და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მარიხუანის დეკრიმინილიზაციას?

პირველ რიგში, უსამართლო და დაურეგულირებელი კანონმდებლობა ადამიანთა უფლებებს ლახავს. მაშინ, როცა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს ე.წ. „ტოლერანტობის ზღვარი“, რაც მარიხუანის მოხმარებას არ დევნის და არც განსაზღვრული რაოდენობით მისი შენახვა არ მიიჩნევა კრიმინალად. ამ მხრივ საქართველოში აქტიურად ხდება ადამიანების დევნა. მარიხუანის მოხმარებისთვის მრავალი ადამიანის კრიმინილიზაცია მოხდა და ამით მათი ცხოვრების დანგრევა. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აღელვების, აფექტის მდგომარეობაში განზრახ მკვლელობა ისჯება მხოლოდ 1-დან 3 წლამდე, გაუპატიურება - 6 წლით, ხოლო მარიხუანის ხელმეორედ მოხმარება - 11 წლამდე. ნარკოკანონმდებლოს დაურეგულირებლობაზე მეტყველებს ისიც, რომ პირველ ორ შემთხვევაში მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელია,ხოლო მომდევნოზე სისხლისსამართლის პასუხისმგებლობა.

მოძრაობა „2 ივნისი“, რომელიც მარიხუანის დეკრიმინილიზაციის მოთხოვნით გამოდის, სწორედ ამის შეცვლას მოითხოვს- არ დაიჭირონ ადამიანები მარიხუანის მოხმარებისთვის.ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ დაარეგისტრირა პარლამენტში, მარიხუანის(გამომშრალი,ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების მოხმარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება პირველ ჯერზე 500 ლარის ნაცვლად 300ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში - 100 ლარით. აგრეთვე არ გავრცელდება 15- დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი.

მარიხუანის ირგვლივ დისკუსს აგრეთვე იწვევს მისი მავნებლობა ჯანმრთელობისთვის. აქ უნდა ითქვას, რომ მავნე ნივთიერებების სიაში მას უსწრებენ ალკოჰოლი მე-5 ადგილით და თამბაქო მე-8 ადგილით, მარიხუანას კი მე-11 ადგილი უკავია. მით უმეტეს, რომ ალკოჰოლი ხშირად აგრესიას იწვევს, რაც მარიხუანას არ ახასიათებს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომმარიხუანის დეკრიმინილიზაციამ მრავალ ქვეყანაში, მაგალითად ჰოლანდიაში, გამოიწვია მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელთა შემცირება. რაც ადასტურებს, რომ არ წარმოადგენს ე.წ. „კარიბჭეს“ სხვა ნარკოტიკების მოხმარებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG