Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარტიული სტრუქტურა (ძირითადი პრობლემები)


ავტორი: ირაკლი ავალიშვილი

წინამდებარე ნაშრომში მე მინდა შევეხო საქართველოში, პოლიტიკური პარტიების სტრუქტურას და მათ სფეციფიკას, ვფიქრობ, რომ საქართველოს პარტიული კუთხით არც თუ ისე ცუდი გამოცდილება აქვს და ამასაც, რომ თავი დავანებოთ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, პარტიების რაოდენობა ყოველთვის დიდი იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს პარტიული საქმიანობის როლზე ჩვენს ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალი პარტია არსებობს, თვითონ ეს ფაქტი, ავტომატურად არ მიუთითებს მრავალპარტიული სისტემის არსებობაზე. მრავალპარტიულ სისტემებში, საზოგადოების მხარდაჭერა ისე ნაწილდება, რომ გამარჯვებული პარტიაც მთავრობის ფორმირებისას იძულებულია სხვა პარტიებთან შექმნას კოალიცია. საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი პარტიები, როგორც წესი დიდი უმრავლესობით იმარჯვებენ არჩევნებში, ეს კი სხვა პარტიებთან თანამშრობლობის აუცილებლობას გამორიცხავს.

საკითხავია, ის თუ რატომ ხდება ასე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სახის პარტიები არსებობს, თითქმის ყველა არჩევნებზე, ერთი რომელიმე პარტია, რატომ ახერხებს სრული უმრავლესობის მოპოვებას?! რაარის ამის მიზეზი?

როგორც წესი ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემისას, გადამწყვეტ როლს პარტიული მანიფესტები თამაშობს, ის დაპირებები, რომელსაც ესა თუ ის პარტია იძლევა არჩევნების წინ და რომელიც უნდა შესრულდეს, ხელისუფლების ხელში აღების შემთხვევაში, ჩვეულებრივ არჩევნების პროცესი ხომ ერთგვარად „ვაჭრობის“ პროცესია, როცა სააღცევნო სუბიექტები „ყიდიან“ საკუთარ პროგრამებს, ხოლო ამომრჩეველი გვევლინება „მყიდველის“ როლში, რომელიც, გარკვეულ პროგრმაში საკუთარ „ხმას“ იხდის, იდეურად, სწორედესაა მთელი საარჩევნო პროცესი, გამომდინარე აქედან, სწორედ პარტიული მანიფესტებია ის გადამწყვეტი, რითაც უნდა მოხდეს მხარდაჭერის მოპოვება. ვფიქრობ, რომ საქართველოს სიტუაციაში, ზემოთ აღნიშნულ პრობლემის გადაჭრის გზა სწორედ პარტიულ მანიფესტებში და მათ სფეციფიკაში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ქართული პოლიტიკური პარტიების სტურქტურის ანალიზი.

ქართული პარტიული სისტემის ირგვლივ მრავალი პრობლემა დგას, ზოგადად პოლიტიკაში და განსაკუთრებით პარტიებში ხდება კონკრეტული პიროვნებების განსაკუთრებულ ადგილას დაყენება. საქართველოს პოლიტიკური პარტიები მთლიანად ასოცირდება და, ზოგ შემთხვევაში გათანაბრებულია მათ ლიდერებთან. ასე იყო ყველა მნიშვნელოვანი პარტიის და განსაკუთრებით მმართველი პარტიების შემთხვევაში, ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, სწორედ, გამსახურდიას, შევარდნაძის , სააკაშვილისა და ივანიშვილის, პიროვნებებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, მათი პარტიების წარმატებაში.

მსგავსმა პერსონიფიცირებულობამ, ძალიან შეასუსტა მანიფესტების როლი და საერთოდ პოლიტიკური პლატფორმების არსებობის საჭიროება, საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის, გადამწყვეტი არა პარტიული პროგრამები, არამედ კონკრეტული პიროვნების ავტორიტეტი გახდა.

ზემოთ აღნიშნული პრობლმებიდან გამომდინარე, ქართული პარტიული სტრუქტურა ძალიან ბუნდოვანია, აკადემიური ანალიზის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი განსხვავებებს აღმოვაჩენთ ქართულ პარტიებსა და წმინდა იდეოლოგიურ მიმდინარეობებს შორის, პარტიული საქმიანობა, მის მიერ აღიარებულ იდეოლოგიასთან ხშირ შემთხვევაში შეუსაბამოა, გარდა ამისა პარტიების უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნიათ ან გაურკვევლად სახავენ კონკრეტული სფეროების განვითარების გეგმას. რაც საერთო ჯამში დაბნეულობას იწვევს ისედაც ინდეფერენტულად განწყობილ მოსახლეობაში. სწორედ პოლიტიკის პერსონალიზაციამ შექმნა ეს სიტუაცია, პარტიები მანიფესტზე მუშაობის სანაცვლოდ, ლიდერის სიტყვის გამოსვლის ტექტზე მუშაობენ, რადგან ეს უფრო გადამწყვეტი ხდება არჩევნებისას.

გარდა იმისა, პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები კომუნიკაცია აქვს საზოგადოებასთან, ხშირ შემთხვევაში, პარტიების გააქტიურება წინასაარჩევნოდ ხდება, ხოლო არჩევნების შემდეგ თითქმის ნულამდეა დაყვანილი კომუნიკაციის დონე პარტიებსა და ამომრჩეველთან, შემდგომ არჩევნებამდე.

ჩემი აზრით ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახასიათებთ უკიდურესი ცენტრალიზაცია: პარტიას ფაქტიურად, ერთი, მთავარი ოფისი წარმოადგენს, რეგიონებში კი, უმეტესად სუსტად განვითარებული ქსელი არსებობს, ამიტომაცა, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობა უჭირს პარტიების წარმომადგენლებს, ნაკლებად ხდება რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების წარმოჩენა, ეს საკითხი აგრეთვე პრობლემატურია პარტიების მიერ წევრების მიზიდვის თვალსაზრისითაც.

კარგი იქნებოდა ყურადღების გამახვილება აგრეთვე შიდაპარტიულ ვითარებაზეც, იქედან გამომდინარე, რომქართული პარტიების სტუქტურაში პრობლემატური საკითხია პარტიის წევრობა და შიდა პარტიული დემოკრატია, ქართულ პარტიებში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს, იგივე პარტიული ყრილობის შემთხვევაშიც კი ბევრია იმის მაგალითი , რომ პარტიული პროგრამა რამდენიმე პიროვნების შედგენილია და დანარჩენები უბრალოდ „ხელის ამწევებად“ გვევლინებიან.

უფრო პრაგმატულ საკითხზე რომ გადავიდეთ, აგრეთვე ფართო განხილვის საგანია პარტიების დაფინანსება, ფაქტია, რომ დაფინანსება პარტიული საქმიანობის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა, ზოგადად არსებობს დაფინანსების სხვადასხვა წყაროები, თუმცა შეიძლება მათი სამ კატეგორიად გამოყოფა: 1) საწევრო შენატანები 2)შემოწირულობები 3) სახელმწიფო დაფინანსებები. პირველი და მეორე შემთხვევა განვიხილოთ, ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია როგორ იძებენ ქართული პარტიები შემოწირულობებს, რა სახისა და რა წყაროებიდან მოდის, იგი ხოლო მესამე შემთხვევაშიც რთულადა საქმე, როგორც ავღნიშნეთ ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის ერთი პოლიტიკური პარტიაა წარმართველი ძალა, აქედან გამომდინარე ყოველთვის ერთ პარტიას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება ხელისუფლების განხორციელებისა, და ისინი ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება მეტი გაურკვეველი რეგულაცია იქნებს მოგონილი დაფინანსების პროცესზე, რათა რაც შეიძლება ნაკლები დაფინანსება მიიღოს სხვა პარტიებმა შემდგომში მათი დასუსტებისთვის.

დასასრულისთვის შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვანი პრობლემები უდგას, როგორც დავინახეთ, ერთი პრობლემა განაპირობებს სხვა პრობლემას, და ისინი ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულნი, თუმცა ყველაზე დიდ პრობლემად შეიძება მივიჩნიოთ ქართული პოლიტიკური პარტიების პერსონიფიცირება, რაც მეტ-ნაკლებად განაპირობებს დანარჩენ პრობლემებსაც.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG