Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტოობა როგორც ბუნებრივი მდგომარეობა


ავტორი: ირინა რურუა

ახლა, გაზაფხულის ერთ ჩეულებრივად მშვიდ საღამოს
ზამთრის ამინდებივით ნისლიანი ფიქრები მიტევს და ვამჩნევ,
სხეული თანდათან როგორ ემსგავსება უჯრიანი რვეულის უგულოდ დაკუჭულ გორგალს..
აზრები ერთმანეთში იხლართება და საბოლოოდ ისევე იცრიცება როგორც წიგნაკის გვერდები ისტერიული ფურცვლისგან.
ხელის გულები ჭრელდება და კუბიკებად დაწინწლული სიმარტოვე აყრის.
თვალები იმედიანად ეძებენ სიცოცხლის ხაზს რომელიც ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია.

გამუდმებით არეული საათის ისრები არასოდეს ლაგდებიან
ძალადატანილი მექანიკური მომართვა კი დიდხანს არასოდეს ძლებს…
გადარჩენისთვის ყოველდღიური გაბრძოლება თანდათან რუტინას ემსგავსება და იმ ჩვევად ყალიბდება რომლისგან მოშორებით ყოფნაც არასოდეს გვიცდია.
არასოდეს გვიცდია სუნთქვის ხელოვნური შეჩერება და არ ვიცით რას შეიძლება ნიშნავდეს მოჩვენებითი, საუკუნედ გაწელილი პაუზა…

ახლებურად ჩასუნთქული მსუბუქი მასა თავიდან დაბადებას გავს.
შვებას რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერასოდეს აღწევს ჩვენამდე.

არასოდეს წარმოვიდგენთ საკუთარ თავს უმწეო მდგომარეობაში
და ზამთრის ამინდებში გარეთ დარჩენილებს ადამიანების სიძულვილისგან ხელები გვეყინება.
მძიმე სიცივე სხეულში აღწევს და ყველა ორგანოს გაშეშებას ცდილობს.
ამ დროს ყველაზე უკეთ გესმის ქუჩის გადაღმა ნაზამთრალი, ფოთლებისგან დაცლილი ხის ქვეშ მწოლიარე მოხუცის, რომელსაც არასოდეს აწვდიდი ხურდას.

მარტოობა როგორც ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანად გვაქცევს.
და სხვების მუდმივი ძიების სურვილი საკუთარ თავში ინაცვლებს.

შენ შეგიძლია იყო და იცოდე საკუთარი თავი, დამატებითი აქსესუარების გარეშე.
ძველ თვისებებს დააშენო სხვანაირი მე და დაიბადო მანამ სანამ საბოლოო სიკვდილს არ გადაწყვეტ.

თუმცა,
და მაინც..
ცხოვრება ხშირ შემთხვევაში ისევე დაუნდობლად გვექცევა ხოლმე როგორც ჩვენ შეგვიძლია ნივთებს მოვექცეთ.
და უფრო ხშირად ერთი უბრალო ნივთის ფასია ჩვენი არსებობა ამ სამყაროსთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG