Accessibility links

logo-print

წერილით მოყოლილი ამბავი


ავტორი: ირინა რურუა

ხანდახან მგონია რომ რკინის მსგავსად ადამიანებიც ჟანგდებიან.
ფერს იცვლიან ხასიათის თვისებები და სიყვითლე შეპარული ემოციები თვალებიდან ჟონავს.

არათანაბარი სუნთქვა ჟანგივით ჭამს სხეულს და სიცოცხლის სურვილს ართმევს.

ალაგ-ალაგ გაჩენილი ბზარები ჩაღრმავებას იწყებს და ხვდები რომ მარადიული არაფერია.

ხანდახან მგონია რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგ მიწის ნაცვლად წვიმად იქცევიან.

შემდეგ წარმოვიდგენ წვეთებად ჩამოკიდებულ სხეულებს ცის კიდეზე და ვხვდები, გაცილებით მარტივია იქცე მიწად, გეყაროს შავ ლაქებად დაწინწკლული კოპლები საგულდაგულოდ და ვერაფერს ხედავდე.

ხანდახან მგონია რომ ჩვენი სამყარო ერთ დიდ გამოცანად გადაიქცა.
ანდაც ღმერთები გვეთამაშებიან მეტისმეტად რთული წესებით,
ისე რომ არაფერი გვესმის.

ვუყურებ გარშემო სახეებს და რთულია მიხვდე ვინ გადარჩა.
მარტივია სხეულით მკვდარი ადამიანების ცნობა, უძრავი და უთქმელად დარჩენილი გამოხედვის შემჩნევით.

გრძნობისგან დაცლილი ჩარჩოები კი მოძრაობენ. დაუღალავად, მოქნილად და ჩვეული მექანიკური სიზუსტით მიუყვებიან დინებას,
აბსოლიტური მორჩილებით.

ხანდახან მგონია რომ არასწორ დროს გამომეღვიძა და სწორედ ამიტომ არასწორ ადგილზე აღმოვჩნდი, ჩემდაუნებურად. ისე თითქოს მატარებლის უბილეთო მგზავრობისთვის დავესაჯე ვინმეს და მეც ასე,დროზე ადრე, მოულოდნელად დავასრულე ჩემი უმისამართოდ წამოწყებული მოგზაურობა.

ხანდახან მგონია რომ საკუთარი კითხვის ნიშნები არასოდეს გადაიქცევა მძიმეებად. რთულია მოეჭიდო ნაცნობი სხეულის უცნობ უჯრედებს ისე რომ ჟანგმორეულმა სითხემ თვალებიდან არ გამოჟონოს.

არ ვიცი, ალბათ

...შემდეგ იქნება, მარტივი წინადადებებით აწყობილი აზრები, დიალოგები და წერილით მოყოლილი ამბავი. მრავალი წერტილი და საბოლოო ერთი წერტილი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG