Accessibility links

,,გაღებული სიკეთე’’


ავტორი: ქეთა მიქელაძე

როგორც ყველა მოკვდავი ადამიანი მეც დიდი ილიას სიტყვებით ვცხვრობ ,,აბა მე დღეს ვის რა ვარგე?! ?’’ ვახსენე მოკვდავი მეთქი და ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ , რომ რაც არ უნდა ვუარყო მერნაკლებად მატერიალისტი ვარ. თუმცა ის ფაქტი რომ საკუთარი ავტომობილით ვმოძრაობ ქუჩებში არ რინიშნავს იმას რომ ფულის ტომრები საბარგულებში მაქვს ჩალაგებული და ნელ- ნელა შემიძლია გავანიავო. არ ნიშნავს იმას რომ როგორც იტყვიან ,,თავში მაქვს ავარდნილი’’ რაიმე .ან აქ გასაკვირი რა არის? არც არაფერი. მიუხედავად ამისა ვცდილობ ამით არავინ გავაღიზიანო. არ შევზღუდო არავის უფლება,არ მივიღო დატუქსვის წერილი პანდუსებთან მანქანის გაჩერებისთვის და საზოგაზოებისათვის საზიანო საქმე არ ჩავიდინო თუ არ ჩავთვლით გამონაბოლქვ.

მოღუშული ამინდი იყო..საშინლად ციოდა..მოყინული ქუჩები და ჩაშავებული ცა ხასიათსა და განწყობაზე მოქმედებდა.. მე და ჩემი მეგობარი (მარიამი) საქმიანობას შევუდექით და საცობების გამო დანიშნულების ადგილამდე ძლივს მაგრამ მშვიდობით მივედით, მეორე და უდიდესი პრობლემა მანქანის გაჩერებაა. როგორც იქნა ათი ადამიანის ჩარევიდა და წვალების შემდეგ ეს ცდა წარმატებით დასრულდა და მანქანა სანდო ადგილას გავაჩერე. არ გასულა რამოდენიმე წუთი რომ მოხუცი შავებში შეფუთნული ბებო ფანჯარაზე გვიკაკუნებს დასახმარებლად. ვიფიქრე მე ამ ყინვაში მანქანაში ვზივარ,დრო გამყავს საუბარში,ვინ იცის ადამიანს როგორ სცივა ან რა პრობლემა აქვს მეთქი. უნამუსობა და არაადამიანობა იქნება რომ არ დავეხმარო მეთქი.საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩებით აბა მე დღეს ვის რა ვარგეს წესი ირთვება და მანდ კი თვალთმაქცობა ზედმეტი და სასაცილოა. მოციჩხრიკეთ ხურდები (სამწუხაროდ მსხვილ თანხებზე არ იყო საუბარი) შევწუხდით კიდეც ამის გამო. თუმცა პასუხმაც არ დააყოვნა ,, მანქანით დადიხარ და ამას მაძლევ? ვითომ ახლა მეტი ფული არ გაქვს შენ??? ‘’ და მოჰყვა ათასგზის ჩვენს ,,შემკობას’’ უკანაც კი მოგვაყარა ჩვენი ,,გაღებული სიკეთე’’ ჩემი მეგობარი აღშფოთებას ვერ მალავდა. ისე ემოციურად აღიქვა ეს ყველაფერი ძვლივს დავამშვიდეთ. .გამიკვირდა, დავიბენი ვერც ვერაფერი ვთქვი.ან რა უნდა მეთქვა. მართალია ეს ზღვაში წვეთია და დარწმუნებული ვარ ჩვენი ხურდები ვერანაირ პრობლემას ვერ მოუგარებდა იმ ქალბატონს მაგრამ გამიგია,რომ როცა ითხოვ და გაძლევენ სულ ცოტა მადლიერი მაინც უნდა იყო. იმ დღის მერე სულ იმაზე ვფიქრობ ნეტავ ფეხით რომ ვყოფილიყავით და ასე დავხმარებოდით იმ ადამიანს მაინც ასეთი აგრესიული იქნებოდა ჩვენ მიმართ?? ვერ გამიგია,იმიტომ რომ არსებობენ დიდ ჯიპებზე კომფორტულად მოკალათებულნი ადამიანები რომელბსაც მათზე ზრუნვა ევალებათ, დაა მაინც ჩვენ, მე და ჩემს მეგობარს მოგვაყარეს ,,გაღებული სიკეთე’’ უკან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG