Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ო, ეს გაცრუებული იმედები


ავტორი: ქეთევან ჩემია

გამუდმებით ისმის, თითქოს, საქართველოში სამუშაოს მხოლოდ იმიტომ ვერ შოულობენ, რომ ხელმძღვანელები თავად ასაქმებენ ნათესავებს და სხვებისთვის ადგილი არ რჩება. იქნებ, ცალკეულ შემთხვევებში ასეც არის, მაგრამ საკითხში საფუძვლიანად გარკვევა აჩვენებს: საქართველოში დაუსაქმებლობის მიზეზი, ძირითადად, პროფესიონალიზმის დაბალი დონეა და სხვა არაფერი.

რამდენიმე წლის წინ, როცა ჩვენს ყოფიერებაში ის-ის იყო „ფეხს იკიდებდა“ კომპიუტერები, რედაქტორმა კონკურსი გამომაცხადებინა „ტექსტების ამკრეფზე“. პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული ორმოცდაათამდე „პრეტენდენტი“ გამოვცადეთ და ყველა მათგანი სრულიად შეუფერებელი აღმოჩნდა პოზიციისთვის: ბეჭდვისას ჯერ კლავიატურას დახედავდნენ, შემდეგ ასაკრებ ტექსტს, შემდეგ ეკრანს და კვლავ კლავიატურას... მოკლედ - ბეჭდვა არ იცოდნენ და „ცოდვილობდნენ“. აშკარა იყო: ყოველგვარი სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევების გარეშე „ბრმად“ მოვიდნენ იმედით: „იქნებ, გამიმართლოს“...

სამწუხაროდ, ახლა, როცა კომპიუტერებმა ლამის წაგვლეკოს, თითქმის იგივე მდგომარეობაა და კვლავინდებურად, სამსახურის შოვნის სრულიად ამაო „ვინ იცის, იქნებ გამიმართლოს“ იმედით, ისევ ისე: ყოველგვარი სათანადო უნარების გარეშე მონაწილეობენნებისმიერ კონკურსში...

ამ დღეებში დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ „საველე ჯგუფის უფროსის“ პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა უმეტესობას „აუცილებელ მოთხოვნებში“ მითითებულ პირობათაგან არცერთში შესაფერისი უნარ-ჩვევაარ ჰქონდა ისევე, როგორც მე. იმ განსხვავებით, რომ მე დასაქმებული ვარ და თვით დიდი ხელფასის გამოც, შტატგარეშე დროებითი თანამდებობისთვის (სწორედ ასეთია ეს კონკრეტული სამსახური) - სამუშაოს მიტოვებას არ ვაპირებ.

საქმე ეხებოდა „GPS-ს“ (The Global Positioning System - გლობალური სატელიტური სისტემის სახელწოდების აბრავიატურა) სისტემაში მუშაობის გამოცდილებას, ინტერნეტსივრცეში არსებულ ელექტრონულ რუკებზემსოფლიოში არსებული ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილის შესახებ (საქართველოს საჯარო რეესტრის ბაზაზე) ამომწურავი ინფორმაციის დამუშავებას. აუცილებელი მოთხოვნის პირობები მოიცავდა დევნილეთა საცხოვრებლების კოორდინატების ზუსტად განსაზღვრას, შენახვას, ორთოფოტოში სათანადო ცვლილებების შეტანა-დარეგისტრირებას.

მეტად საინტერესოა, რომ უმეტესობა ჩვენთაგანისთვის ხელი არ შეუშლია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებაში იმას, რომ საკუთარ მისიაზე ამ პროექტის ფარგლებში და არც GPS სისტემაში მუშაობაზეზოგადი წარმოდგენაც არ გვქონდა.

ჩემდა თავად GPS მიმღებზე ინფორმაციებს გავეცანი, სპეციალიზებული მაღაზიების საიტებსაც „ვეწვიე“, მეზობელ ოფისში „პატარა“ პრაქტიკაც გავიარე და კონკურსზე მიმავალი ღრმად ვიყავი დარწმუნებული, ყველაზე დაბალი დონე მე უნდა მქონოდა, მაგრამ ნანახმა დამარწმუნა, იმ „გაუგებრობაში“, სამწუხაროდ, ერთადერთი არ ვყოფილვარ.

დევნილთა სამინიტროს თანამშრომლების თქმით, „საველე ჯგუფის უფროსის“ პოზიციაზე 400-ამდე პრეტენტენდენტს გაგვიკეთებია განაცხადი. მათგან სამ ათეულამდეშემდგომი ეტაპისთვის შესაფერისად მიუჩნევიათ, მაგრამ აღმოჩნდა, მათ შორის სულ ცოტა ნახევარმა მაინც „ნაჩალიჩარი“ ე.წ. „სივით“ მოვახერხეთ კომისიის „შეცდომაში შეყვანა“ - მგონი, ეს ერთადერთია, რაც „შესანიშნავად“ გვეხერხება და რაც შეუძლებელი გახდა სასურველი პოზიციის დასაკავებლად გასავლელ სხვა ეტაპებზე:

პირადად მე კონკურსის „მეორე ეტაპზე“ „ექსელის“ უმარტივესი ამოცანის გადაჭრაზე „გავიჭედე“ და სანამ იმაზე ვნერვიულობდი, რომ „კომპიუტერში მოძველებულ პროგრამებს რომ არ შეეშალა ხელი, აუცილებლად ყველაფერს შესანიშნავად გავაკეთებდი“ - ჩვენს შორის ერთ-ერთს განკუთვნილი თხუთმეტი წუთი არც დასჭირვებია, სწრაფად გაართვა თავი „ამოცანას“ და გავიდა. დანარჩენი ექვსის შედეგი „ნულის“ ტოლფასი იყო... არც იმის დადგენა გამჭირვებია, რომ სხვა ჯგუფების წევრებსაც ასევე „უშედეგოდ“ დაუსრულებიათ ეს „ელემენტარულზე“ დაბალი დონის დავალება - პროგრამა „ექსელში“ ხუთიოდე გრაფის შევსება.

კონკურსის მომდევნო მესამე ეტაპზე - ელექტრონულ რუკაზე „ობიექტის მოძებნა“ - ჩემზე „საცოდავი“ რომ არავინ მეგონა, მწარედ შევცდი - იგივე „შედეგი“ აჩვენეს ჩემს ჯგუფში (სხვაგანაც) დანარჩენმა უმეტესობამ, შეფასება ასევე „ნულის“ ტოლფასი გახლდათ.

კონკურსის ბოლო ეტაპიდან გამოსული კონკურსანტების უმეტესობის შედეგებიც ისეთივე „სატირალი“ იყო, როგორიც ჩემი.

ვვარაუდობ, რომ ჩემს თვალსაწიერს მიღმა დარჩენილმა რამდენიმე კანდიდატმა გამოიჩინა თავი და „კონკურსი ბოლომდე ხელმოცარული“ არ დარჩენილა. თუმცა, მაქვს „გონივრული ეჭვი“, რამდენიმე „ბედნიერი გამარჯვებული“ კონკურსის გამომცხადებელის ან თანამშრომელი იყო, ან საგანგებოდ უკვე მომზადებული კონტინგენტი, ან ორივე ერთად. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საუბარია საკმაოდ სპეციფიკური საქმიანობის პროფესიონალებზე და ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

მართალია, შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის არასრულფასოვნების არც თუ პირველი განცდა,მაგრამ ღირდა კიდევ ერთხელ იმ აზრის გასამყარებლად, რომნამდვილი პროფესიონალები სამუშაოს ყოველთვის შოულობენ და კიდევ, რომელიმე ჩვენთაგანს იმ პოზიციის დასაკავებლად მოთხოვნილი პირობების მინიმალური უნარი მაინც რომ ჰქონოდა, აუცილებად დარჩებოდა პროექტში და უფრო მეტს იქ ასწავლიდნენ.

ჩემდათავად, გულწრფელად მოვიხადე ბოდიში კონკურსში ჩემი თავხედურად გაბედული მონაწილეობისთვის, თუმცა, ცხადია, კომისიის წევრთა სრულიად ლეგიტიმური აზრი იმის შესახებ, რომ მისული ვიყავი როგორც ყველა დანარჩენი - იმედით „ვინ იცის, იქნებ გამიმართლოს!“ - ბუნებრივია, ვერ შევცვალე.

P.S. კონკურსიდან გამოსვლის შემდეგ სხვები რას ამბობენ არ ვიცი, მაგრამ იქ ერთსაც არ გვქონია პრეტენზია - „დავიჩაგრეთო“.

ფაქტია, საქართველოში სამსახურის უქონლობის ძირითადი მიზეზი იგივეა, რაც წლების უკან იყო: საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევებისადმი სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და იმედგაცრუებისთვის გაწირული შემთხვევითობაზე დამყარებული მორიგი დაკარგული დრო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG