Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოტივაცია-უსამართლობა


ავტორი: ქეთევან მიქელაძე

21 საუკუნეში აქტიურად მსჯელობენ საკითხზე თუ რა შეიძლება გახდეს ადამიანისათვის მოტივაციის წყარო.დამეთანხმებით,რომ თემასთან დაკავშირებით თითოეულ ჩვენთაგანს პიროვნული შეხედულება აქვს,თუმცა ჩემთვის მთავარი მოტივაცია კი არა, დემოტივაციაა.რატომ დემოტივაცია? ან რაში შეიძლება გამოიხატოს დემოტივაციური ნიშნები? უპირველესი დემოტივაციური აღქმა უსამართლობაა.როგორც კი ნებისმიერ საკითხში ჩნდება უსამართლობა ყველანაირ მოტივაციას ხაზი გადაესმევა.ყველანაირი შემართება ქრება და რჩება მხოლოდ მინიმალური ვალდებულებები, შესაბამისად სამუშაოს შესრულების ხარისხი დაბალია. უსამართლობა განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. დღესდღეისობით არაერთ საკითხში დგას მსგავსი პრობლემა.თუნდაც განვიხილოთ არაანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება საქართველოში.სტაჟირობის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში რომ მსურველს დაეხმარონ შეეგუოს სამუშაო გარემოს,გააუმჯობესოს პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღოს გამოცდილება,გამოსაცდელი ვადის შემდეგ კი დაიმკვიდროს ადგილი კონკრეტული კომპანიის თანამშრომელთა გვერდით. თუმცა რეალურად ასეთ პროგრამებში მონაწილე ადამიანთა მომავალი გაურკვეველია,მიუხედავად იმისა, რომ სტაჟირების მეშვეობით შანსი ეძლევათ იმუშავონ პროფესიონალების გვერდით,ისწავლონ მათგან, გაიზარდონ პროფესიული თვალსაზრისით და ამავე დროს გამოადგნენ იმ კონკრეტულ ორგანიზაციას,შესაძლოა საქმიანობა უსაშველო,დაუსრულებელ, ,,კოშმარულ სიზმრად’’ გადაექცეთ,როდესაც დაუღალავი შრომის მიუხედავად 3-4 წელი მოუწევთ მუშაობა სტაჟიორის სტატუსით.ამასთანავე თქვენ უიმედოდ დაელოდებით ძირითად თანამშრომელთა სიაში საკუთარი გვარის ამოკითხვას.ესეც დემოტივაციისა და უსამართლობის თვალსაჩინო მაგალითი.ალბათ დამეთანხმებით,რომ იქ სადაც უსამართლობაა ვერასდროს იქნება ადამიანი მოტივირებული და ვერასდროს გამოამჟღავნებს თავის მაქსიმალურ შესაძლებლობებს.შეუქმენით ადამიანებს ჯანსაღი სამუშაო გარემო,მიეცით მათ პროფესიული წინსვლისა და განვითარების უფლება,მიეცით მათ მეტი დამოუკიდებლობა და შედეგიც არ დააყოვნებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG