Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G20 - ანუ “ყოფნა - არყოფნა, საკითხავი აი ეს არის!”


ავტორი: ხატია ჭანიშვილი

2014 წლის დიდი ოცეულის სამიტზე თუ ვინმე ბედნიერი და გახარებული იყო, ეს პუტინი ნამდვილად არ ყოფილა, გინდათ, გამოიცნოთ G20-ის ყველაზე გახარებულთა ტიტული ვინ დაიმსახურა? პასუხი მარტივია... კოალებმა!!! განსაკუთრებით იმ ორმა კოალამ, პუტინთან და ბარაკ ობამასთან ერთად რომ იპოზიორეს კამერების წინ, თუმცა დანარჩენებსც ნუ გამოვტოვებთ, დიდი ქვეყნების პრეზიდენტების მეორე ნახევრებთან ჩახუტების საშუალება რომ მიეცათ.... მოკლედ ასე, ამა წლის 15 ნოემბერს ავსტრალიაში, კერძოდ კი ქალაქ ბრისბენში, დიდი ოცეულის მორიგი სამიტი გაიმართა...

რაზე ისაუბრებდნენ პრეზიდენტები და არა მხოლოდ, ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილი იყო.. უკრაინის კრიზისმა გლობალური დათბობაც გადაფარა და „ებოლაც“... თუმცა უკრაინისთვის გლობალური დათბობაც და ებოლაც ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი გამხდარა, შესაბამისად, სამიტი ერთი გლობალური თემით შემოიფარგლა: გლობალური დათბობა+ებოლა+პუტინი!!!

სალამი ღვთისააო, ნათქვამია. ეტყობა, კანადის პრემიერ- მინისტრმა სტივენ ჰარპერმა პუტინთან სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა და ამიტომაც ალაპარაკდა პრესა ამ მისალმებაზე, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: „ხელს ჩამოგართმევთ, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი- გაეთრიე უკრაინიდან!“ ამ მისალმებამ მთელი მსოფლიოს ტელევიზიები თუ გაზეთების პირველი გვერდები დაიპყრო... მაგრამ არც პუტინს დაუყოვნებია პასუხი, როგორც ჩანს: „ ეს შეუძლებელია, რადგან უკრაინაში რუსული ჯარი არ იმყოფება...“ თუმცა, მისალმების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს უარყოფს პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ საუბარი ჰარპერსა და პუტინს შორის საკმაოდ ხანმოკლე იყო და თავაზიანობის ფარგლებს არ გასცდენია... მე თუ მკითხავთ, ეს ორი ინფორმაცია არ გამორიცხავს ერთმანეთს, რადგან მისალმება და პასუხიც საკმაოდ ხანმოკლე იქნებოდა და არა მგონია, ეს მისალმება (ღვთის რომ არის) გასცდენოდა თავაზიანობის ფარგლებს....თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ არც ჰარპერი დატოვებდა უპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს და კიდევ ერთ ქართულ გამოთქმას გამოიყენებდა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო... მიუხედავად ყველაფრისა, პუტინმა ხომ გვაუწყა, რომ სამიტი კეთილგანწყობილ და საქმიან რეჟიმში მიმდინარეობდაო, ჰოდა, ეტყობა ასეც იყო, რა მოხდა, თუ კი ჰარპერმა გაეთრიეო უთხრა, ან რა დაშავდა, თუ თითქმის ცარიელ მაგიდასთან მოუხდა სადილობა... გარემო და კოალები ხომ მაინც იყო კეთილგანწყობილი?

მაგრამ პუტინმა ხომ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი არ იმყოფება ამ ტერიტორიაზე, ყველას საკუთარი სიმართლე აქვსო, ამაზეა ალბათ ნათქვამი, აბა თან იმყოფებოდეს და თან არ იმყოფებოდეს, ჭრელი პეპელა ხომ არ არის ამხელა არმია... თანაც ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით მებრძოლები მოხალისეები ან უკიდურეს შემთხვევაში შვებულებაში მყოფი სამხედროები არიან. რა არის ამაში დაუჯერებელი, სამხედროებმა უკრაინის აღმოსავლეთ „კურორტებზე“ გადაწყვიტეს დასვენება, ყველამ ერთად...

ჰოდა, სამხედროებს თუ სჭირდებათ უკრაინის „კურორტზე“ დასვენება, პუტინსაც ესაჭიროება გამოძინება, რათა მუშაობა განაგრძოს. „ავსტრალიიდან ვლადივასტოკამდე, ისევე, როგორც ვლადივასტოკიდან მოსკოვამდე 9-9 საათი უნდა ვიფრინო. სახლშიც უნდა მივიდე და ორშაბათს სამსახურში გავიდე. საჭიროა 4-5 საათი მაინც დავიძინო“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა... რა არის ამაში გასაოცარი? ადამიანს სჭირდება გამოძინება.... ან იქნებ საკუთარ საძინებელში უნდა დაიძინოს და არა სადღაც შუა ოკეანში... პუტინს ისე ეჩქარებოდა სახლში, რომ არც კი უსაუზმია... მედიამ კი ამ ამბავს დიდი ყურადღება დაუთმო... არადა პუტინი მხოლოდ დასაძინებლად წავიდა, ძალებს აღიდეგენს და შემდეგ სამიტზეც ასეთი შეურყეველი სიმშვიდითა და ცინიზმით აღსავსე ჩავა, ისევ გადაიღებს კოალებთან ფოტოს, ისევ მოისმენს მუქარას სხვებისგან და ბოლოს რასაც უნდა, იმას გააკეთებს, თუ მოუნდება, საუზმესაც არ მიირთმევს...

ასეთი იყო დიდი ოცეულის სამიტი... ზოგმა ნაადრევად დაგვტოვა, ზოგმა ხელი დაგვიქნია, ზოგიც ნაკრძალში გაერთო ცხოველებთან თამაშით....

დასასრული.

გაგრძელება იქნება....

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG