Accessibility links

ავტორი: ხატია გოგოხია

წუხელ სიზმარი ვნახე: დიდი ეზო, მწვანე ბალახით და ხით გაჭედილი ლამაზი სახლი. ჭიშკართან ორი მოხუცი იდგა და მოციმციმე თვალებით მიღიმოდა, მივედი და ჩავეხუტე... მერე არაფერი მახსოვს...

18წლის წინ მამამ ჩვენი სახლი დამიხატა, რომელიც არასდროს მქონდა ნანახი. მახსოვს, როგორი სიფრთხილით, სიზუსტით ხატავდა და თითოეულ დეტალზე რაღაცას მიყვებოდა. ნახატს რომ დახვედე ყველა მოგონება, რასაც მასზე მიყვებოდნენ იმ სახლში გაერთიანდა, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი... ზაფხულის არდადეგებზე ბებომ წამიყვანა. გრძელი ხიდი გავიარეთ, მერე ჯარისკაცებმა შეგვამოწმეს და შემდეგ მანქანით წავედით. ჭიშკართან რომ მივედი სახლი ისეთი იყო, რგორიც მამამ დამიხატა, უბრალოდ ერთი ნაკლი ჰქონდა - ის გადამწვარი იყო. დახატული ფერადი და თბილი სახლი, რეალურად ცივი და ნაცრისფერი აღმოჩნდა. ჩემ წინ ორსართულიანი ჩონჩხი იდგა. გამიკვირდა... სახლის უკან ფაცხა და ფარეხი იყო, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობდა. ის ჩემთვის ფარეხი კი არა პატარა ოთახი იყო, სადაც ძალიან თბილოდა.

არდადეგებზე სულ ჩავდიოდი, მიყვარდა იქაურობა. დიდი ეზო, დამწვარი სახლი, სადაც ბავშვები ვთამაშობდით. ჩემი სახლის ჭიშკართან სკამი იყო, რომელიც ბავშვების შეკრების ადგილი იყო... დაბნელდებოდა და მაინც იქ ვისხედით, ხან ვლაპარაკოდით, ხან ვთმაშაბდით და ეს ყველაფერი არ გვბეზრდებოდა, რამდენერ ძალითაც დავუშლივართ - გვიანია ხვალ გააგრძელეთ თამაში, ახლა ღამეა და საშიშიაო.

ჩვენ ქუჩაზე ხუთი ბავშვი ცხოვრობდა, დანარჩენი ხუთი ზაფხულობით თბილისიდან ჩავდიოდით.

იქაურ ბავშვებს თბილისში ცხოვრება ერჩივნათ, ჩვენ კი იქ -გალში...

ახლანდელი საზაფხლო არდადეგები შეიცვალა. იქ ჩასვლა ისევ ისე მიხარია, მაგრამ ყველფაერი შეცვლილი მხვდება. იმ ათი ბავშვიდან ახლა მხოლოდ ერთია, ზოგი სასწავლებლად წავიდა, ზოგი სხვა ქალაქში გათხოვდა, ზოგი სხვაგან გადავიდა.

პირველად როცა ჩავდივარ ხოლმე და ჩვენს ქუჩაზე შევუხვევ ყოველთვის ის 18 ზაფხული მახსენდება, როცა იქ ყველაფერი სულ სხვანაირი იყო - ახლა კი თითქოს ყველას დაეძინა და ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, არადა ჯერ ისევ დღეა.ბებია და ბაბუა ფარეხში აღარ ცხოვრობენ, თბილ სახლში არიან, რომელსაც რაღაც აკლია, თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ არა მაინც აკლია რაღაც. ისინი თბილისში საცხოვრებლად არ გადმოდიან, ვერ შეველევით აქაურობასო, იმედი აქვთ რომ ცოტახანი და მალე ყველა დაბრუნდება, მაგრამ ეს ცოტახანი რაღაც დიდიხნით გაიწელა... ხანდახან ბაბუას ყელში ამოუვა და იტყვის ხოლმე : „განა ჩვენი ცხოვრება ცხოვრებაა???“ და რა უნდა ვუპასუხო არ ვიცი....

იქაურობა ცარიელია, ეს სიცარიელე იქ ჩასვლის სურვლს მიკარგავს ხოლმე, მაგრამ იმ სურათის წარმოდგენა, როცა ორი მოხუცი, რომელიც ხით გაჭედილ ოთახში ზის და ტელევიზორს უყურებს, მაინც მანდომებს იქ ჩასვლას, მიუხედავად დიდი დაბრკოლებისა...

წუხელ სიზმარი ვნახე: დიდი ეზო, მწვანე ბალახით და ხით გაჭედილი ლამაზი სახლი. ჭიშკართან ორი მოხუცი იდგა და მოციმციმე თვალებით მიღიმოდა, მივედი და ჩავეხუტე... მერე არაფერი მახსოვს.

შეიძლება დღეს ეს ბევრისთვის მოსაბეზრებელი და სენტიმენტალური შეკითხვაა, მაგრამ როდის ჩავალ სახლში, ისე არა როგორც ახლა ჩავდივარ ხოლმე , სხვანაირად როდის ჩავალ?...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG