Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Ваше мнение очень важно для нас! - თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!


ავტორი: კოკო უჩანეიშვილი

გერმანიის საელჩოს სავიზო განყოფილება - „სამოთხეში“შესასვლელის კარი, რომელშიშეღწევაც„ყველას ხვედრი“ არ არის.ყველანი კართან ახლოს ვდგავართ.ჩვენსადა კარს შორის დაშორება 4 საფეხურია.საფეხურებზე ასვლა არ შეიძლება - ამაზე მიგვითითებს თეთრი ღერძულა ხაზი.მავანთ ხელში ჩვენი ცხოვრების დოკუმენტური მტკიცებულელბები გვიჭირავს, მაგალითად: საბუთი იმისა, რომჩვენ მართლა ვარსებობთ, მართლა ვმუშაობთ ან ვსწავლობთ,ვსუნთქავთ და ვაპირებთ, განვაგრძოთ სუნთქვა მომავალი მინიმუმ 90 დღის განმავლობაში. ხანდახან კარს აღებენ, თეთრ ხაზს მიღმა მდგომი ადამიანების გვარებს აცხადებენდა „განსაწმენდელისკენ“ გვიხმობენ. „განწმენდა“მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუარსებობის დამადასტურებელ საბუთებს - არსებობის ასლებიც ახლავს. პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, უკვე ვგრძნობთ „დასავლეთის“ ამბორს. სხვა ახალი დონეა: თეთრი ღერძულა ხაზი ფანჯრით იცვლება - თან სრულიად გამჭვირვალე ფანჯრით. ფანჯრის აქეთ ჩვენ ვართ, იქით კი - თანმიმდევრულად დალაგებული ჩვენი ცხოვრება. ვუყურებთ ამ ჩვენს ნაწილებს გამჭვირვალე ფანჯრის მიღმა და ველოდებით განაჩენს. განაჩენი ცალსახა არასოდეს არის, მეორე დონეზე გასულებს მესამე ეტაპზე გადასვლის რაღაც შანსი მაინც გვრჩება, უბრალოდ შეიძლებაკითხვებზე პასუხის გაცემა ან, უფრო ხშირად, თავის გამართლება მოგვიწიოს. კითხვები და საყვედურები სხვადასხვა სახისაა (შეიძლება აღმოაჩინონ რომ 5-დან 4 ადგილას ხელმოწერა არ დაგვავიწყდა, ერთი კი გამოგვრჩა და ამის გამო მკაცრად გვისაყვედურონ). მოკლედ, შეიძლება უცებ მოგვინდეს პასუხების გაცემა ან თავის გამართლება, მაგრამ ჩვენი ხმა კარგად არ ესმით, ფანჯარასთან დადებულ მიკროფონს აწერია: „ახლოს არ მიხვიდეთ!“

საბოლოოდ ამ ეტაპსაც ვასრულებთ და შემდეგის მოლოდინით „სახლისკენ“ მივდივართ.ამ დროს კი რაღაცას გვაძლევენ შესავსებად. ეს ფურცელია, სადაც გვთხოვენ, ვაცნობოთ მათ, რამდენად მოგვწონს მათი მომსახურება და გვიკვირს, რომ უკუკავშირის „ანკეტა“, რომლის შევსებასაც გერმანიის საელჩოში გვთხოვენ, რუსულ ენაზეა.გვიკვირს, ვგრძნობთ და ვცნობთ, რომ წინა ეტაპებით გამოწვეული ემოცია და დამოკიდებულება, ფანჯრის აქეთ და ფანჯრის იქით, თეთრ ხაზს აქეთ და კიბის კართან მდგომებს შორის, შეიძლებარუსულ-საბჭოთა, ავტორიტარულ-გატოლერანტებული კულტურების ნაწილები იყოს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG