Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდაბნოს ქარიშხალი: სწორად შერჩეული სტრატეგია მიზანს ამართლებს?!


ავტორი: ქრისტინე ქაფიანიძე

სტრატეგია რაღაც მხრივ არის აუცილებლობით მოქმედება. აუცილებლობით მოქმედება კი არ არის ერთჯერადი ქმედება. ის არის მრავალჯერადი და მის განსახორციელებლად კარგი ორგანიზებაა საჭირო. კარგი მაგალითი იმისა, რომ არჩეული სტრატეგია იყო სრულიად მოულოდნელი გარშემომყოფებისათვის, შეეხება 1991 წელს ჩატარებულ ოპერაციას- სპარსეთის ყურეში. 1990 წლის 2 აგვისტოს ერაყი შეიჭრა ქუვეითში. სასამართლოს გადმოცემით ქუვეითში შეჭრის მთავარი მიზეზი იყო ფინანსური სიძნელეები სადამ ჰუსეინისა: შედეგი რვაწლიანი ომისა ირანთან, რომელიც დაიწყო 1980 წელს, სადამ ხუსეინის რეჟიმმა ქუვეითი და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნები გამოაცხადა ერაყის კუთვნილებად და დააკისრა მათ კოლოსალური გადასახადი.ხუთი თვის თავზე 33-მა ქვეყანამ აშშ-ს პრეზიდენტის ჯოჯრ ბუშ უფროსის ინიციატივით გადაწყვიტა საჰაერო თავდასხმა განეხორციელებინა და სწრაფად დაემარცხებინა ოკუპანტი. თავდაპირველად მოკავშირეები იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ პრობლემის აღმოფხვრას მხოლოდ საჰაერო თავდასხმით, თუმცა საწინააღმდეგო სიტუაციაში სახმელეთო ოპერაციისთვისაც მზად იყვნენ. არავინ ეჭვობდა, რომ კოალიცია შეძლებდა ერაყელების განდევნას ოკუპირებული ტერიტორიიდან. მაგრამ ფასი საკმაოდ მაღალი იქნებოდა. სანამ ერაყელები აფართოებდნენ ძალებს და ამაგრებდნენ დაკავებულ პოზიციებს, ამ ომის გარშემო საჯარო დისკუსია მიდიოდა მსოფლიო პრესაში, ტელევიზიასა და კონგრესის დარბაზში. მაგალითად, სენატორმა ბობ გრემმა განაცხადა: „ერაყს ჰქონდა ხუთი თვე, რომ გაძლიერებულიყო და ერაყელებმა ეს შეძლეს მშვენივრად.“ ყველა საინფორმაციო საშუალება აღწერდა თუ რამდენად ძლიერი პოზიციები ჰქონდა ერაყს. შეტევა კი კარგად გამაგრებულ პოზიციებზე ყოველთვის შეიცავს უდიდეს რისკს, მოგებულმაც კი შესაძლოა ნახოს დიდი დანაკარგი. ამერიკელებისა და ევროპელების გაერთიანებულ არმიას ხელმძღვანელობდა გენერალი ნორმან შვარცკოფი, რომელსაც ჯერ კიდევ ოქტომბერში შემუშავებული ჰქონდა სტრატეგია სახმელეთო ომისა. თავდაპირველი გეგმა აშშ-სა და ევროპისათვის იყო მნიშვნელოვანი დანაკარგის განმაპირობებელი, თუმცა გენერალმა გადაწყვიტა ორი ეტაპისაგან შემდგარი გეგმით ემოქმედა შემდგომში. პირველ რიგში, აუცილებელი იყო საჰაერო თავდასხმა ერაყელთა პოზიციების ორჯერ შესასუსტებლად. შემდეგ უკვე დაგეგმილი იყო საიდუმლო ოპერაცია-მასიური მანევრი “left hook”-ი. CNN-ის 24 საათიანი რეპორტაჟებით, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ქუვეითის სამხრეთით განვითარებულ მოვლენებზე, კოალიციამ გადაისროლა 250 000 კაციანი ჯარი დასავლეთით, რომელიც უნდა გადასულიყო ჩრდილოეთით, პოზიციებისაგან თავისუფალი უდაბნოსაკენ. ეს მოიცავდა ერაყის სამხრეთ ნაწილს. შემდგომი სვლა ჯარის აღმოსავლეთით გადაინაცვლებდა იქნებოდა. თავდასხმა ქუვეითის ჩრდილოეთ ნაწილში მინიმუმი დანაკარგით დასრულდა. ამ დროს, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ჯარს ებრძანა, ნელი სვლით მიეღწიათ ქუვეითის ჩრდილოეთი ნაწილისათვის, რათა გაეთავისუფლებინათ ერაყელების მიერ დაკავებული პოზიციები, რომლებიც მანამდე დაასუსტეს მასიური და მოულოდნელი თავდასხმით.

კომბინირებული სტატეგია გენერალი შვარცკოფისა იყო იმდენად წარმატებული, რომ ინტენსიური სახმელეთო ომისათვის მხოლოდ 100 საათი აღმოჩნდა საკმარისი. ინტენსიურმა დაბომბვებმა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, განაპირობა ის, რომ გადამწყვეტ მომენტში დარტყმა აღმოჩნდა სწრაფი და წარმოუდგენლად ძლიერი ეფექტის მქონე. ერაყის რესპუბლიკურმა არმიამ იბრძოლა ბოლომდე, მამაცურად, თუმცა მათ არანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ განეხორციელებინათ მანევრი, ვერ მოახერხეს სწრაფად მობილიზება დამხმარე ძალებისა, რომელიც სწრაფი და სასტიკი თავდასხმის წინააღმდეგ რეაგირებას მოახდენდა. ამ ომში ერაყის მხარემ კოალიციის ქიმიური იარაღის შიშით არ გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუმცა, რომ მიეცა სადამ ჰუსეინს გამოყენების უფლება, ზარალი იქნებოდა 20-30% კოალიციის სამხედრო ძალებისა. ერაყის ჯარებმა ქუვეითი დატოვეს. დანაკარგი კოალიციისა აღმოჩნდა უმნიშვნელო: 8 გარდაცვლილი და 27 დაჭრილი- მხოლოდ პირველ დღეს ოპერაციისა. კოალიციის წარმატება იყო იმდენად ძლიერი, რომ მთავრობის წარმომადგენლები, გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ კოალიციას მობილიზებული ჰყავდა ბევრად მეტი ძალა, ვიდრე საჭირო იყო. ოპერაციის სტრატეგიის რუკამ, აღაფრთოვანა და განაცვიფრა მოსახლეობის უმეტესობა. ოპერაცია შეაფასეს, როგორც „ბრწყინვალე“ და „საიდუმლო“. ამ ტაქტიკის მთავარი დადებითი და მოულოდნელი მხარე იყო ის, რომ პირდაპირი შეჯახების თავიდან არიდებამ ხელი შეუწყო კონცენტრირებული ძალის შენარჩუნებას და წარმატების მოპოვებას უმცირესი მანევრებითა და ძალისხმევით. სტრატეგია აღმოჩნდა სიურპრიზი ყველაზე მეტადამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისათვის. სტრატეგია იყო წმინდა და ფოკუსირებული ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებისაკენ. კარგი სტრატეგია მოითხოვს ლიდერისაგან კომპლექსურ მიდგომას. სტრატეგიის წარმატებულობა იმაში კი არ არის თუ რამდენად საიდუმლოა იგი, არამედ იმაში, თუ რამდენად მოულოდნელია იგი მოწინააღმდეგისათვის.

სტრატეგია არის იმ ქმედების განხორციელება, რაც ძველია და კარგად დავიწყებული. ის უნდა იყოს მარტივი, რადგან სიმარტივეშია დიდებულება და ბრწყინვალება. მოცემულ მაგალითში, ოპერაციის წარმატებულობის ფაქტორები იყო: 1. პრესაში გავრცელებული დისკუსიები, რომელიც შეუძლებელს ხდიდა, აზრთა კონცენტრაციას რაიმე განსხვავებულის და უთქმელის მიმართ. 2. ოპერაციის წარმატებულობა მდგომარეობდა მანევრ „left hook”-ში. 3. ეს იყო უნიკალური გარემოება, შესაძლებლობათა ფანჯარა, უდაბნოს ქარიშხალი, რომელმაც შესაძლებელი გახადა კოალიციის ჯარის საიდუმლოდ გადაადგილება. უდიდესი წვლილი მიუძღვოდა სისტემას, რომელიც დაფუძნდა მრავალჯერად, შესაძლებლობებზე ორიენტირებულ მიგნებებზე:1. ყველა რესურსის მობილიზება; 2. აქტივიზაციის სტიმულირება; 3. ყველა ტიპის რესურსების ინტეგრირება ერთიან მთელში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, კოალიციამ მოახერხა.

მიუხედავად ყველა სცენარის გათვალისწინებისა, ვერავინ გაითვალისწინა ის, რომ გაერთიანებულ ძალებს გენერალი შვარცკოფი ხელმძღვანელობდა. ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელმაც განაპირობა მთლიანად ოპერაციის წარმატებულობა. რაც არ უნდა მობილიზებული იყოს რესურსები ყველაფერს სჭირდება ინტეგრირება. ინტეგრირება ყველაფერს ერთ სისტემაში აქცევს. სისტემა კი არის ოსეთი ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ქმნის მთელზე უფრო მეტს. ის ქმნის ყველაზე ფასეულს, ვიდრე მატერილურია, ის პიროვნულია. იმისათვის, რომ სისტემაში ინტეგრირებული მობილიზებული რესურსები გამოიყენო სწორად და ფოკუსირებულად, საჭიროა მართვადობა ანუ სწორი მენეჯმენტი, რომელიც, გენერალი შვარცკოფის დამსახურებაა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG