Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალას იკრებს და ძალას ანიავებს ფემნისტური მოძრაობა საქართველოში


ავტორი: ქრისტინე მაღლაკელიძე

რამდენიმე წელია საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანზიაციები დროდადრო ახორციელებენ პროექტებს გენდერული თანასწორობისთვის.თუმცა ყველაზე პოპულარული ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა უკიდურესი ძალადობის შემდეგ გახდა.(2014წ. სულ მცირე 24 ქალის მკვლელობა)ამჯერად სწორედ ამ მოძრაობის გამოწვევებზე დავწერ.

მოძრაობის დასაწყისში მოთხოვნა _ „არა ქალ კლა“რამდენიმე თვეში შეიცვალა მოთხოვნით _ „მეტი ქალი პარლამენტში“.მოწოდების ცვლილებისა და მოთხოვნების გაზრდის პარარელურად ბუნებრივია,რომ იზრდება ყურადღება და უნდა გაიზარდოს პასუხისმგებლობაც.

8 მარტს გამართულ აქციაზე.სხვადასვხა აქტივისტის მიერ მედია საშუალებებისთვის გაკეთებულ კომენტარში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ქალების ამჟამინდელი პროცენტული რაოდენობა განსხვავებულად იქნა წარმოდგენილი.ერთდროულად დასახელდა 12% 11% და 18%.უხერხულია პროცენტული რაოდენობის გაზრდას ითხოვდე და არსებულის შესახებ ერთიან,რეალურ ინფორმაციას არ ფლობდე.ასეთ ქალებს ქალები არ დაუჯერებენ.

როდესაც იმ სატელევიზო გადაცემის ეთერს გითმობენ,რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებს,უხერხულია კითხვაზე_ რატომ უნდა შევიდეს მეტი ქალი პოლიტიკაში იმგვარი პირველყოფილი არგუმენტების გაჟღერება,როგორიცაა “ქალები გაცილებით მეტად მგრძნობიარენი არიან ზოგადად ნებისმიერ თემაზე უფრო ჰუმანური გადაწყვეტილებები მიიღოონ,უფრო ადვილად შეუძლიათ კომპრომისებზე წასვლა,თუ კი ეს საჭირო არის ქვეყნისთვის“ _ეს განცხადება ცხადად შეიცავს მამაკაცების დისკრიმინაციას_ასეთ ქალებს კაცები არ დაუჯერებენ.

8 მარტს აქციაზესიტყვით გამომსვლელთა აბსოლიტურ უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ. ამასთან დაკავშირებით გავრცელებული არგუმენტია,რომ ქალების საქმე ქალებმა უნდა აკეთონ და რომ არცერთ ქვეყანაში ფემინისტური მოძრაობა კაცებს არ დაუწყიათ. რა მოხდება,თუ შშმპ, ლგბტქ, დევნილები და მსგავსად მოწყვლადი ჯგუფები იგივე ვექტორს აიღებენ და განაცხადებენ,რომ საკუთარი უფლებების დაცვაზე მონოპოლიას თავად ფლობენ? _ კარგი აღარაფერი. ეგეც რომ არ იყოს,აუცილებელი არ არის ზედმიწევნით ის გზა გავიაროთ,რაც სხვა ქვეყნების ფემინისტურმა მოძრაობებმა. რადგანაც ფემინიზმი პროცესია და არა სტატიკური მოცემულობა დაწერილი რეცეპტით. რომლის განსხვავბეულად განხორციელებაც ისეთივე საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის მას, როგორსაც ზოგადად მრავაფეროვნება ხდის ცხოვრებას.

ასევე მნიშვნელოვანია,რომ მოძრაობის წევრებმა და უფრო მეტად ლიდერებმა იცოდნენ _ რა არის „მართალი“ და იცოდნენ მეტიც. ვგულისხმობ იმას,რომ საკუთარ თავთან თანხმობა სრულფასოვნებასა და თანასწორობაზე საკამარისია,იმ შემთხვევში,თუ საქმე ეხება მხოლოდ საკუთარ თავს,ხოლო როცა შენ ებმები ქალთა აქტიურ მოძრაობაში გმართებს მზაობა ახალი ცოდნის მიღებაზე, დამუშავებასა და არგუმენტების გაძლიერებაზე იმისთვის,რომ ადამიანებს ჯეროდეს შენი.იმისთვის,რომ გამოიწვიო ცვლილებები.

და ბოლოს,თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ არანორმალურია,მამაკაცების მიერ სქესის გამო ქალების არასრულფასოვნად აღიარება,ასევე მსგავსად არანორმალურია ქალების მიერ მამაკაცების ნაკლებ ჰუმანურობასა და ნაკლებ კომპრომისულობაში დადანაშაულება _ თითქოს რომელიმე ერთს მართლა სქესი განაპირობებდეს.

ვშიშობ,რომ უახლოეს წარსულში გამოყენებული რადიკალური მეთოდები ხელს შეუწყობს აქამდე გაერთიანებული ძალების გაფანტვას,ვიდრე ახლის შემოკრებას.ამიტომ,მოძრაობის უმთავრესი პრინციპი თანასწორობა უნდა გახდეს და არა რომელიმე ერთის უპირატესობის მტკიცება მეორეზე.რადგანაც,სინამდვილეში ქალსა და კაცს ერთად,თანაბარი მონაწილეობით გაცილებით მნიშვნელოვანი და კარგი საქმეების კეთება შეუძლიათ,ვიდრე რომელიმე ერთს ცალკე და ბოლოსდაბოლოს არ არის ეს მხოლოდ ქალთა მოძრაობა,იმიტომ რომ ამ მოძრაობის მონაწილეები არიან ღირსეული მამაკაცები, რომელებსაც მშვენივრად ესმით ქალების პოლიტკაში მონაწილეობის მნიშვნელობა და საჭიროება.

მხოლოდ მხნეობას,მეტ პასუხისმგებლობასა და მხარდაჭერას ვუსურვებ მოძრაობას ქალთა უფლებებისთვის საქართველოში. თანაბარი მონაწილეობა უკეთესი საზოგადოების შექმნის გარანტიაა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG