Accessibility links

სენსაცია - „პური ტელეკომპანია იმედის არსობისა“


ავტორი: ლანა გიორგიძე

გია ჯაჯანიძის გადაცემა „სხვა რაკურსით“ იმედის ეთერში ყოველ ხუთშაბათს 10 საათზე გადის. გარდაიცვალა თუ არა ქართული შოუ-ბიზნესი ისმის კითხვა და ჩანს კუბოში ჩაწოლილი ცირკის მასხარასავით გამოპრანჭული გია ჯაჯანიძე.

ერთ-ერთ გადაცემაში ჯაჯანიძეს მიწვეული ჰყავდა სტრიპტიზის მოცეკვავე, რომელიც შიშველი იწვა დივანზე. წამყვანი მოცეკვავის მოწვევის აუცილებლობას შემდეგი ფაქტით ხსნის, გოგონა პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მის საჯდომზე (მან კი ამ სიტყვის სინონიმი გამოიყენა) დაუკრეს.

მაშინ როდესაც 22 საათზე ჯერ კიდევ ფხიზლობს ათასობით არასრულწლოვანი და შემთხვევით თუ გამიზნულად თვალს ადევნებს მსგავს გადაცემას, სადაც სიშიშვლე ჩვეულ მოვლენად ქცეულა, სადაც წამყვანი ყველა ხერხს მიმართავს, რათა გადაცემა რეიტინგული იყოს, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა აღნიშნული გადაცემის წინააღმდეგ.

მართალია, ხალხს ჭორებიც აინტერესებს, მართალია, მსგავსს გადაცემასაც მოეპოვება აუდიტორია, მაგრამ ადამიანებს მათი ფსიქიკისა და ლექსიკის დამანგრეველი გადაცემები არ უნდა შესთავაზოს მედიამ, არამედ იზრუნოს მათ განვითარებაზე. არავინ დაობს იმაზე, რომ ადამიანები მედიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად გართობას მოიაზრებენ, თუმცა გასართობად მდარე ხარისხის გადაცემები არ უნდა მომზადდეს.

გადაცემის აქტუალური თემაა - სექსი. გადაცემის ავტორს მიწვეული ჰყავდა ნახევრად შიშველი, ვულგარულად ჩაცმული ქალი, რომელიც საუბრობს როგორ სთავაზობდნენ მას სექსს ფულის სანაცვლოდ, ის კი უსიყვარულოდ სექსზე უარს ამბობდა, თუმცა ჯაჯანიძე მის თვალებში კითხულობს „სხვა სიმართლეს“ და ეუბნება რესპონდენტს, გეტყობა, რომ უსიყვარულოდაც გქონია სექსი, რასაც რესპონდენტის ღიმილი მოჰყვება.

დადგმული შოუ, ადამიანის უფლებების დარღვევა, ეთიკის ნორმების უგულებელყოფა, რეიტინგისთვის ბრძოლა- ტელეკომპანია „იმედი“ შეჩერებას არ აპირებს.

ჟურნალისტიკაში უამრავი სხვა სტანდარტიც არსებობს, თუმცა, გარდა პროფესიული სტანდარტებისა, არის ეთიკური პრინციპები, რომელთა დაცვა არანაკლებ საჭიროა სანდო და კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG