Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წმინდანთა ბიუროკრატია


ავტორი: ლაშა ხარტიშვილი

ერთი მეტად უცნაური ამბავი გადამხდა თავს. ჩემ ლოცვას ციური არსებანი გამოეხმაურნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ რთული გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. მეც დავიწყე მხურვალე ლოცვა წმინდა გიორგის მიმართ, რათა დამხმარებოდა ესოდენ რთული საგნის ჩაბარებაში.

- "წმინდაო გიორგი,გლახაკთა ხელისამპყრობელო და სნეულთა .. "

- სტოოპ ! შემომესმა უცებ. ხმა არ იყო ამქვეყნიური.ხმამმამცნო რომ წმინდა გიორგის მაცნეა. მან მითხრა:

- ცოდვილო შვილო, ნუ სთხოვ დიდებულ გიორგის გამოცდაში დახმარებას. ეს საქმე წმინდა ვიტალისია, სთხოვე მას და დაგეხმარება.

როგორც ჩანსვიტალის დეპარტამეტი ამაზე მუშაობს. ძალზედ დამაინტერესა ამ თემამ და გავარკვიე რომ ასეთი იმქვეყნიური დეპარტამენტები მრავლადაა. მაგალითადწმინდა სპირიდონიშემწე ყოფილა მატერიალური შეჭირვების ჟამს, წმინდა პანტელეიმონი სნეულებს მფარველობს, წმინდა მარინესბავშვები აბარია ,შეყვარებულებმა მჯდომარე ანასტასიას უნდა შესთხოვონ , და თუ ანასტასიამ ისმინა და წყვილი დაოჯახდა მაშინ საქმე შემდეგ დეპარტამენტს გადაეცემა. მეუღლეებმა ამჟამად წმინდა ნიკოლოზსს უნდა შესთხოვონ ოჯახის კარგად ყოფნა, რადგან ოჯახის სიმტკიცის შემწე წმინდა ნიკოლოზია. და ა.შ.

და მაინც,როგორ გავიგოთ სიტყვა "შემწე"? იქნებ ღვთაებად?

როგორც ჩანს,დღეს ქრისტიანობა მთელი ძალით მიისწრაფვისწარმართულობისაკენ, კერძოდ კი მრავალღმერთიანობისაკენ.მონოთეისტური რელიგია, როგორც წესი არ ისწრაფვის პოლითეიზმისაკენ. პოლითეისტური რელიგიისათვის კი დამახასიათებელია სწრაფვა მონოთეიზმისაკენ- უხეშად რომ ვთქვათ ღვთაებათა რელიგიური ბიუროკრატიის მაქსიმალური შემცირება. კიდევ უფრო უხეშად რომ ვთქვათ- ღვთაებათა დეპარტამენტების ერთმანეთთან შეერთება. ღვთაებათა გაიგივება, ღვთაებათა გაქრობა - ეს ყოველივე დამახასიათებელია პოლითეიზმისათვის. ამის მიზეზი კი მარტივია, ხალხს უბრალოდ ეზარებოდათ ამდენი ღვთაების სახელების დამახსოვრება. ჯანდაბას სახელები, ამას კაცი როგორმე აუვიდოდა, მაგრამ ყველა ღვთაების ინდივიდუალური ლოცვის დამახსოვრება კი მეტად ძნელი იყო.როგორც ჩანს დღეს წისქვილის ქვა აღმა დაატრიალდა და ესოდენ ძირძველი მონოთეისტური რელიგია მრავალღმერთიანობის გზას დაადგა.

და მაინც რატომ ვერ უწოდებენ შემწეებს ღიად ღვთაებებს? ეს იმიტომ რომამით ღიად დაუპირისპირდებიანბიბლიას. მრწამსშიც გვიწერია"მწამს ერთი ღმერთიმამა ყოვლისა მპყრობელი" . ამიტომაც ღვთაება ჩაანაცვლა შემწემ. .

შედარებისთვის რომ ვთქვათ ის საქმე რაც წმინდა ნიკოლოზს აბარია ბერძნულ მითოლოგიაში იგივე საქმეს ემსახურებოდა ქალღმერთი ჰერა . ჰერაცა და ნიკოლოზიც ოჯახის სიმტკიცის სადარაჯოზე დგანან.

ეს ყოველივე ამახინჯებს ქრისტიანობას,რაც ძალზედ მწყინს. მე რომ სულელი ვყოოფილიყავი ამ სიმახინჯის შემყურე (თქვენ წარმოიდგინეთ და ვაჭართა შემწეც კი არსებობს) აუცილებლად უარს ვიტყოდი ქრისტიანობაზე, მაგრამ საქმის სირთულე ისაა, რომ მე, რომ სულელი ვყოფილიყავი ვერ დავინახავდიწმინდანთა ბიუროკრატიისსისულელეს და ამიტომ მაინც არ ვიტყოდი ქრისტიანობაზე უარს.

რაც შეეხება ჩემი ამბის დასაწყისს _მე ვერაფრით ვერ გავიხსენე წმინდა ვიტალის ლოცვა. გამოცდაზე ჩავიჭერი. დასევდიანებულს კი ერთმა ნაცნობმა მკრეხელურად მომაძახა, რომ გამოცდებს ვიტალი კი არა, არამედსწავლა ჩამაბარებინებდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG