Accessibility links

logo-print

პარტიები, საზოგადოება და ქართული დემოკრატია


ავტორი: ლაშა ნოზაძე

პოლიტიკური პარტიები თანამედროვე დემოკრატიის ფუნქციონირების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, პარტიული სისტემის დონე ხშირად მოცემულ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხსაც განსაზღვრავს. პარტიების სისტემის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთ ქვეყნებშია, რომლებიც დემოკრატიის ფუნქციონირების ხანმოკლე ან არაერთგვაროვანი ისტორიით ხასიათდებიან. ქართული დემოკრატია, რომელიც არსებობის ორ ათწლეულსაც არ ითვლის, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა და სუსტია ამაზე მეტყველებს ისიც, რომ იუსტიცის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებულია 225 პოლიტიკური გაერთიანება, თუმცა მიუხედავად მრვალპარტიული სისტემისა ჩვენი საზოგადოება ნაკელბაად არის დაინტერესებული პარტიული მოღვაწეობით და უპირატესობა მაინც ქარიზმატულ ლიდერს ენიჭება. ეს პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოში არის დაბალი პოლიტიკური კულტურის მატარებელი საზოგადოება. ბევრმა, უბრალოდ არ იცის რას ნიშნავს პარტია, როგორ უნდა იმუშაოს და რა ფუნქცია გააჩნია. ეს წარმოადგენს დიდ პრობლემას, რაგან ნიშნავს იმას , რომ ხმის მიცემის დროს, ისიც კი არ იციან რეალურად ვის აძლევენ ხმას, შესაბამისად ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სისტემის მუშაობას, რაგან დემოკრატიის მთავარი ნიშანია მრავალპარტიული სისტემაა, ანუ უნდა არსებობდეს არჩევანი. დემოკრატიულ სისტემაში საზოგადოება არის ის ინსტიტუტი, ვინც არეგულირებს ხელისუფლების მუშაობას და გამოთქვავს თავის აზრს რაიმე საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით, ძირითადად ეს არის აქციები. როცა საქმე ეხება, ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორიც არის პარტიები - ხალხისთვის ნაცნობი მხოლოდ მისი სახელით, შესაბამისად საზოგადოება ვერ აკონტროლებს მათ საქმიანობას.

საქართველოს რეალობაში ამის ნათელი მაგალითია ისიც , რომ როდესაც რაიმე სახისპოლიტიკური ელფერის მატარებელი ღონისძიება ტარდება და ის არის ორგანიზებული რომელიმე პარტიის მიერ, იწვევს ძალიან სუბიექტურ დამოკიდებულას, იმდენი ყურადღება არ ენიჭება, როგორიც ენიჭება იმ ღონისძიებას, რომელსაც ატარებს ვინმე ცნობილი პიროვნება, თუნდაც ის არ იყოს ცნობილი პოლიტიკურ წრეში.

ყოველივე ზემოთ აღნიშული დადებითად არ მოქმედებს დემოკრატიული საზოგადოების ჩმოყალიბების პროცესზე ვინაიდან ქარიზმატულ ლიდერზე დამოკიდებული იდეები დიდი ხანი ვერ ძლებენ, ამიტომაც „ქარიზმატულ სახელმწიფოებში ხშირია პროცესების რაციონალიზაცია და პირიქით – ირაციონალიზაცია”.

იმისათვის რომ ჩვენ საზოგადოებაში დემოკრატიის ხარისხი გაიზაროდოს აუცილებელია მოხდეს პოლიტიკური კულტურის ამაღლლება, რაც თავის მხრივ განაპირობებს ხალხის ჩართულობას პარტიულ აქტივობებში, სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში და ასე შემდეგ.

შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით ჩვენი საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს და შესაბამისად მოვახდენთ ჩვენი სახელმწიფოს ინტეგრაციას თავისუფალ დემოკრატიუილ ევროპულ ოჯახში .

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG