Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პერფორაციით ტრანზიცია“


ავტორი: ლევან ჯაფარიძე

„განსხვავებების რღვევა იწვევს კრიზისს“

რენე ჟირარი

საზოგადოების ეკონომიკურ, მორალურ თუ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს კარგად გამოხატავს ქალაქის იერსახის დეფორმაცია, ახალი დასახელებების, ძეგლების გაჩენა თუ გადატანა, ჩანაცვლება. საქართველოს „აღმშენებლობისა“ და „მოდერნიზაციის“ პროცესში სიმბოლურია ჯორჯ ბუში უმცროსის ქუჩის გაჩენა, სადაც ყოველი გავლისას, ზაზა ბურჭულაძის „adibas” თუ გაქვთ წაკითხული უეჭველად გეცემათ მძღნერის სუნი, ნუ მე ასე ვარ ყოველშემთხვევაში. ადამიანები, რომელბიც კოლექტივის უუფლებო და ლიბიდოდაქვეითებული ნაწილი იყვნენ, რამდენიმე წლის წინ „ტრიკოტაჟის“ ქუჩის რომელიღაც ნომერში გამაგრებულები ილიას მზეს ფიცულობდნენ პარტიული საბუთით ჯიბეშიდა ბელადის „ხატით“ კედელზე, ახლა ჯორჯ ბუშის ქუჩის რომელიღაც ვარდისფრად გადაღებილ „ხრუშჩოვკაში“ აღმოჩნდნენ, საიდანაც კვლავინდებურად ილიას მზეს ფიცულობენ, ამჯერად მკერდზე ჯვრითა და მჯიღით და პატრიარქის „ხატით“ კედელზე.

მარტივი დაკვირვებით მიხვდებით, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ოდნავ გარემო და სიტუაცია, კვლავაც შეპყრობილები ვართ ნაციონალისტური შიზოფრენიით, სიცოცხლის ფასადაც არ ვთმობთ საბჭოთა კონიუნქტურით შეკოწიწებულ ქართველობას, კვლავაც იმ ძალადობრივ სივრცეში ვარსებობთ, რომელშიც ნიკუშა, დიტო ცინცაძის ფილმის „ზღვარზეს“ მთავარი პერსონაჟი, მხოლოდ „კალაშნიკოვი“, როგორც ძალადობის იარაღი დროდადრო სახეს იცვლის, მაგრამ მიზან-შედეგობრივი კავშირი მაინც იგივეა. ჩვენ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობიდან დღევანდლამდე დევიდ სტარკის ფრაზა, რომ გამოვიყენო, „რეკომბინაციას“ ვახდენთ არა კომუნიზმის ნანგრევებზზე, არამედ კომუნიზმის ნანგრევებით. ჩვენ აღმოვჩნდით „იმპორტირებული კაპიტალიზმის“ ჩიხში,სადაც ადამიანის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი გამოიხატება კითხვაში: ვისიანი ხარ? ვინ არის მამაშენი? რაგვარი ხარ? საიდან ხარ? და ა. შ. ამ ნიშნების მიხედვით მოქმედებენ, ანიჭებენ ან იღებენ პრივილეგიებს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც საბჭოთა სისტემის ანალოგი თანამედროვეობაში, იმავე საბჭოთა ხერხებით გვიბიძგებს ერთგვაროვან გარემოში ცხოვრებისაკენ, სადაც დომინანტი რასაკვირველია ქართული, “ღვთივკურთხეული” რასა იქნება, ანუ მივყავართ კიდევ უფრო გამოუვალი ჩიხისკენ და კრიზისის გაღრმავებისკენ. მაგალითად, დემოგრაფიულ პრობლემებზე აპელირება, ქართული ნაციის შემცირებასა და უპირატესობაზე ყურადღების გამახვილება პოპულისტური, აზრსმოკლებული განცხადებებითა და ქმედებებით, როგორიცაა ოჯახში ყოველი მესამე ან მეტი ბავშვის პატრიარქის მიერ მონათვლა, თითქმის იდენტურია კომპარტიის მიერ გატარებული ღონისძიებებისა, როცა შემოიღეს „ქართვლის დედის“ წოდება ქალებისთვის, რომელსაც ხუთი ან მეტი შვილი ეყოლებოდა, როცა იმ პერიოდში ამის არანაირი საჭიროება არ იყო, რადგან მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები წარმოვადგენდით ზრდის დადებითი ტენდეციით. სწორედ საპატრიარქოს საყოველთაო ნათლობის ცერემონია, შენიღბული დემოგრაფიული პრობლემის წინააღმდეგ მიმართულ აქციად, (დანამდვილებით ვერ გეტყვით მართლაც საფუძვლიანია თუ არა ეს შიში, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც არაფერს ცვლის.) თავის არსში მალავს ფაშისტურ კონტექსტს, რადგან იმთავითვე უგულვებელყოფილია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, და კვლავ ქმნის ილუზიურ წარმოდგენებს ქართველის წმინდა წარმომავლობასა და უპირატესობაზე.

ასეთ კრიზისში აღმოჩენილი საზოგადოება, ჟირარის მოსაზრებით, დაგროვილ აგრესიას რიტუალებში აგენერირებს. იგი მიიჩნევს, რომ კრიზისი წარმოიშვება, როცა რიტუალური წესრიგი ირღვევა, ასევე გამოთქვამს აზრს, რომ ბერძნული ტრაგედია ჩამოყალიბდა თეოკრატიიდან მართლმსაჯულებაზე გადასვლის პერიოდში, ანუ როდესაც რელიგური დოგმების ნაცვლად კანონის უზენაესობა იცავს საზოგადროებრივ წესრიგს და როცა კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია.ქართულისაზოგადოებისთვის ეს პროცესინამდვილად არ არის ახალი, ისევე როგორცმსხვერპლშეწირვის რიტუალი, როცა ირჩევს მსხვერპლს ( ოღონდ ისეთს, რომელიც შურს ვერ იძიებს, არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლი ადამიანი იქნება თუ ცხოველი) და აღასრულებს რიტუალს ანუ აღწევს ძალადობრივ ერთსულოვნებას. (ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას). ასევე ერთ-ერთ მაგალითად სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ მოჰყავს, რომელიც თავის თავზე იღებს დანაშაულს ანუ ხდება სუროგატი მსხვერპლი. ჩემი აზრით არც სადო-მაზოხისტური გამოვლინებები უნდა იყოს ქართული რეალობისთვის ახალი, როცა კასტრაციული კომპლექსებითა და ინცესტური ლტოლვებით დახუნძლული ანგაჟირებული ადამიანი ხელში ტაბურეტკით დედის ტრაკისა და მამაო ჩვენოს ძახილით მთელ რუსთველის გამზირს შემოურბენს და მერე იმავე რუსთველზე მშვიდად ისეირნებსდა დატკბება საკუთარიმასკულინური უპირატესობით, რომელიც რაღაც დროით იმშვიდებს ასე თავს, როცა სინამდვილეში თავადვე იქმნის არასამართლიან და ძალადობრივ გარემოს და თავადვე ხდება საკუთარი თვის მდევარი. რამდენიმე მოსაზრება წავიკითხე, რომ სწორედ ეს მოძალადე ფენა წარმოადგენს სუბალტერნს საქართველოში, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები და კიდევ უფრო საინტერესო იქნება ღრმა ანალიზი მისი წარმოშობის მიზეზებზე, სოციალური ფენების სრულ გათიშულობაზე, რომელთაც ვერ უპოვიათ საერთო ენა, რომელიც ქართველისთვის ერთ-ერთი მთავარი იდენტობის გამომხატველი და გამაერთიანებელია „მამულთან“ და „სარწმუნოებასთან“ ერთად და რომელიც არაერთხელ გამხდარა გახლეჩის, დაშორებისა და გაუგებრობის მიზეზი. ეს პატარა და შეკუმშული ტექსტი შესავალივით მინდა წავუმძღვანო იმ ნაწერების ციკლს, რომელსაც მივუძღვნი აქ მოყვანილ მოსაზრებებს და შემდეგ ერთიანად გამოვაქვეყნებ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG