Accessibility links

ავტორი: ლევან ნიჟარაძე

გამარჯობათ... დღეს პირველი მაისია, გაზაფხულისბოლო თვის პირველი დღე ...დღე დაიწყო ახალი მოლოდინებთ როგორც თვის დასაწყის ეკადრება..ფიქრით !ისევ იმაზე ფიქრით ან სულ იმაზე რატომ მეფიქრება...მინდა..! სურვილი მაქვს სულ გვერდით მყავდეს, ყოველ დილით მის გაღიმებულდა პირმცინარ სახეს ვხედავდე...(თან პირმცინარი შევარქვი) .. როცა იღიმის სულ სხვანაირია, თვალებიც სულ უბრწყინავს შვლის ნუკრივით.. სადაც შეგიძლია დაინახო სიხარული, სიკეთე , და ყველაფრის სიყვარული...რომ ვფიქრობ მასზე საუბარი ამოუწურავად შემიძლია ..მაგრამ შევეცდები ცოტა ჩემთვისაც შევინახოო.მასზე საუბარს შესაძლოა ბოლოს კიდევ დაუბრუნდე..... მე ლევანი ვარ სვანეთში დავიბადედა გავიზარდე... როდესაც პირველად ბარში ჩამოვედი 6 წლის ვიყავიჩემი გაოცება მაშინ გაშლილმა სივრცემ გამოიწვია..გაოგნებული ვიყავი აქამდე მსგავსი რამ არ მენახა.. ჩემი იმ დროინდელი 10დღიანი სტუმრობიდან 6 წლის ბავშვმა 5 დღე უშგულში დაბრუნების წუწუნში გავატარე რომელმაც შედეგი გამოიღო.ახლა 23 წლის ვარ ჩემი განვლილი ცხოვრების ნახევარზე მეტი უშგულში მაქვს გატარებული, აქედან ბოლო 2 წელია საერთოდ არ ვყოფილვარ ჩემს სახში უშგულში.... ხშირად ვფიქრობ მე არწივთა საუფლოში ...დაბადებულს.. სადაც ლეგენდები სინამდვილეა სადაც დღესაც არსებობენ ადამიანებთან ერთად მისტიკური არსებები სადაც ყველაფერია ადამიანის სიმშვიდისთვის და ბედნიერებისთვის...რა მინდა აქ ბარად, აქ ხომ ჩემი არაფერია აქ ხომ უმეტესობას ჩემი არ ესმის და მე მათი.აქაურობა ხომ ისე არ მიყვარს როგორცის...ან როგორ შეიძლება ყველა ერთნაირად გიყვარდეს..იქ ხომ თითოეული გოჯი ჩემია, თითოეულ ადგილს მეგობარივით ვიცნობ.თითქოს ისეთი გაშინაურებულები ვართ საღაამოობით თითო კათხა ლუდზე ვესტუმრებით ერთმანეთსსამუსაიფოდ. დღეს პირველი მაისიაგაზაფხულის ბოლო თვის პირველი დღე!წარმოვიდგენ თუ რა ხდებოდა დღეს უშგულში..დილა ყოველთვის ადრე იწყებაალბათ დღესაც ისევ ისე იქნებოდა როგორცბოლო საუკუნეებია და ჩემს ბავშობაში იყო...მზიანი !დილით მზე მაღალ მთებს მოეფინებოდა და თანდათან მოიწევდა სოფლისკენთითქოს ბრძოლას მართავდნენ მზის სხივებიდა ჩრდილები... რომელიც დილის ცხრა სათისთვის მზის სხივების გამარჯვებით სრულდებოდა , ამის ყურება ერთ სიცოცხლედაც შეიძლება ღირდეს. მაისში ჯერ კიდევ თოვლი ბოლომდე არაა დამდნარიფერდობები ჭრელ ბედაურს მოგაგონებთ თავის სილამაზით!ხოლო თოვლის დნობის პროცესის დაკვირვება ერთ რამედ ღირს...მისი ნადნობით გაჟღენთილი მიწა..საოცარ სურნელს ქმნის...შუადღისკენ სოფლის ახალგაზრდები სანადიროდ წასვლას იწყებენ და მოსაღამოვებისას გაფენილნი არიან ჯგუფებად მთის ფერდობებზე...ნადირობისას ნადირის დაფრთხობის შიშით სიჩუმე ისადგურებსსრული სიჩუმე..ამ დროს წამოჯდომა და მაღლობი ჭიუხებიდან სოფლისცქერას არაფერი არ სჯობს ან რა უნდა იყოს მთის მწვერვალიდანმზის ჩასვლაზე სამო საყურებელი.. უყურებ თუ როგორ ფუსფუსებს მთელი სოფელი.. საღამსო საქმეებს რომ მოილევენ და თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ სოფლის კაცები ხიდთან ხვდებიან ახალგაზრდებს იმის ინტერესით თუ ვინ როგორ ისახელა თავი !ზოგი ახალგაზრდა ამაყად მოაბიჯებს თითქოს მთა გადაედგათ ზოგი კი დარცხვენილად თითქოს ხიდზე გადმოსვლას და უფროსებთან შეხვედრას სიკვდილი ურჩევნოდეთ(არცერთი გრძნობა ჩემთვის უცხო არ არის)იმის გამო რომ ღეს მარჯვენამ უმტყუნათ... უფროსები კი ხარობენ თავიანთი კვალის გამგრძელებლებით და ერთ-ორ აღალგაზრდაში პერსპექტიულ მონადირეს ხედავენ...ტავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ყმაწვილკაცებს .. იღიმებიან ხუმრობენ ......ყველა მათი სითყვა ხომ გულიდანა წამოსული ყოველი ფორმალობის გარეშე..თითოეული მათგანისგან ხომ სიყვარული და თანადგომა მოდის..ამ რჩევა დარიგებისას შებინდებოდა კიდეცდა ყველა თავის სახლს მიაშურებდა თავს თბილ ღუმელთან გააგრძელებენ საარაკო ამბების მოყოლას დიდი სიყვარულით ...ხოლო ძილის წინ დღის ბედნიერ დასასრულს ღმერთების ხსენებით ჭიქის მიჭახუნებით დასრულებენ დღეს სახლის კაცები ! მე კი ამ დროს ვზივარ ქალაქის ერთ -ერთბინძურ ქუჩაში სადაც წაქცეულს ზრდილობის გულისთვისაც ხელს არავინ გაუწვდის.. სიყვარულზე ხომ ზედმეტია საუბარი, ! სადაც ქაოსია ,დაძაბულობა,საიდანაც სიმშვიდე გაიქცა ,ალბათ მთასი წავიდა დღეს ხომ გაზაფხულის ბოლო თვის პირველი დღეა...... ვწერ და ვფიქრობ იქაურობაზედა ის მახარებსრომ სადღაც ახლოს ეღიმება და თვალები უპრწყინავს ...ის ხომ პირმცინარია ...ეს მახარებს და თან ჩემს თავს ვეკითხებიაქ რა გინდა ?

გამარჯობათ... დღეს ორი მაისია, გაზაფხულისბოლო თვის მეორედღე ...დღე დაიწყო ახალი მოლოდინებთ როგორც თვის დასაწყისს ეკადრება..ფიქრით !ისევ იმაზე ფიქრით ან სულ იმაზე რატომ მეფიქრება............

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG