Accessibility links

logo-print

ავტორი: ლევან ტურაშვილი

ყოველთვის მიჭირდა ამ ფრაზებთან შეგუება:

  • რა აზრი აქვს;
  • რაღა მე გამოვიჩინო ინიციატივა;
  • მხოლოდ მე რას გავაწყობ;
  • რატომ შევიქმნა პრობლემები;
  • მომავალი ხო მაინც ჩვენი იქნება;
  • ეს მე არ მეხება;
  • მაინც არაფერი შეიცვლება;
  • ჩვენი დრო წავიდა;
  • რაღა სხვამ მოკლას;
  • მარტო მე დავაშავე?
  • არა უშავს ცოტაც ავიტანოთ;
  • ის მაინც დააგვიანებს;
  • მაინც ვერავინ დაინახავს;
  • დღეს იმათია ცხოვრება;
  • ჩემსას ხომ არ ვაფუჭებ;
  • კისერიც უტეხია.

რამ გაგვიცივა და გაგვიტეხა გული? რამ დაგვიკარგა საკუთარი თავის რწმენა და მოყვასის სიყვარული?!

რამდენჯერ გითქვამს:

  • მომენატრე - როცა არ მოგნატრებია;
  • მიყვარხარ - როცა არ გიყვარდა;
  • რა კარგი იყო - როცა არ გესიამოვნა;
  • გვესტუმრე - როცა არ გინდოდა მისი სტუმრობა;
  • იმედია მალე შევხვდებით - როცა დანახვაც არ გსურდა;
  • იმედია დავმეგობრდებით - როცა ამის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელი იყო შენთვის;
  • სასიამოვნოა შენი გაცნობა - როცა ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ განიცდიდი გაცნობის სიამოვნებას.

და რამდენჯერ დაგიმალავს როცა გციოდა, გშიოდა, გწყუროდა, გტკიოდა, გიყვარდა, გინდოდა, გენატრებოდა, მოგწონდა, ეტრფოდი, ფიქრობდი. თითქოს ვიღაც, მალულად, შენს ფიქრებთან დიდი გუდით მდგარი, როგორც კი გულწრფელობა წამოგცდებოდა, ზღაპრული ჯინივით გამოამწყვდევდა გუდაში შენს ემოციას, მოუკრავდა თავს და სამუდამოდ დაგაშორებდა საკუთარ თავს.

გახსოვს რა გულუბრყვილოები და გულწრფელები ვიყავით ბავშვობაში? რა სუფთა და ბედნიერი იყო ცხოვრება. გავიზარდეთ? არა. დავკარგეთ სიმშვიდე, სიმართლე, ხალისი, ნდობა და რწმენა.

მოდით ერთი დღით მაინც დავბრუნდეთ ბავშვობაში. თამაშს პირობითად - „ბავშვობანა“ დავარქვათ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG