Accessibility links

logo-print

"დენაციონალები"


ავტორი: ლუკა მელაშვილი

"ერთიანმა დენაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ცხრა წლიანმა მანკიერმა მართველობამ ჯერ კიდევ უამრავიმოუგვარებელი პრობლემა დაგვიტოვა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს პოლიტიკური ნარჩენები, მეგონა,აღიგვებოდა პირისაგან მიწისა, თუმცა ფაქტია ისინი ისევ ცდილობენ რეინკარნაციას ქართულ პოლიტიკაში. სრული მარაზმია "ერთიანი დენაციონალური მოძრაობა", რომ საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს, როცა ამპოლიტიკურ ძალას მორალური უფლებაც კი არ აქვს იმყოფებოდეს პოლიტიკურ სარბიელზე, არამცთუ ხელახლაცდილობდეს საკუთარი თავის გაძლიერებას. "ერთიანი დენაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო და არის მართმადიდებელიეკლესიისა და სასულიერო პირების დაპირისპირება და დისკრედიტაცია, ყველოველივე ეროვნულისა და ქართულისზიზღი. რაც "ერთიანმა დენაციონალურმა მოძრაობამ" გაუკეთა საკუთარ ხალხს, რუსის ჯარს არ მოუმოქმედებია მსგავსირამ. ალბათ, ბევრი თქვენთაგანი დამეთანხმება რომ ჯობია კაცი ტყვიით განგმირო, ვიდრე გააუპატიურო და ასეთავლაფდასხმული, ფსიქიკადანგრეული ატარო მთელი ცხოვრება. ბ_ნ მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყოველდღე გვარწმუნებდა, რომ კრიმინოგენური ვითარება იყო სტაბილური, ამცხრა წლის განმავლობაში, იმ ფონზე როცა ევროპაში პირველი ვიყავით პატიმართა რაოდენობით. თუ ბ-ნ მიხეილსააკაშვილის ლოგიკას გავყვებით, გამოდის რომ პატიმართა უმრავლესობა უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს. თუკრიმინალის მაჩვენებელი იყო დაბალი, როგორ ვიყავით ევროპაში მოწინავე ადგილზე პატიმართა რაოდენობით?! ესთითქმის ანალოგია იმის, როცა ეკონომიკური მაჩვენებელი გვქონდა მაღალი და ამვდროულად სოციალური დონე იყოძალიან დაბალი, ძალიან დაბალი კი არა მილიონზე მეტი მოსახლე "სიღარიბის ზღვარს მიღმა" სტატუსითსარგებლობდა, ჯერ სიღარიბე რა არის და ახლა მის მიღმა მყოფობა, წარმომიდგენია. მაგრამ აი ასეთი პროგრესიგვქონდა ცხრა წელი: პირველი ადგილი ევროპაში პატიმართა რაოდენობით და მილიონზე მეტი მოქალაქე სტატუსით "სიღარიბის ზღვარს მიღმა", რა თქმა უნდა ესეც პროგრესია რეგრესში და ალბათ ამით ცდილობდნენ თავის მოწონებს. ყველას გვახსოვს, როგორ გვარწმუნებდნენ 2007 წელს ტელეკომპანია "იმედი" სახელმწიფოს გადატრიალებასაპირებდა და ახლა გვეუბნებიან ტელეკომპანია "იმედის" დარბევა მათი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ისე შეცდომებსრომ მივყვეთ, უამრვ შეცდომას აღმოვაჩენთ,შეცდომას კი არა დანაშაულს, რომელიც არაერთი "დენაციონალურიმოძრაობის" წევრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG