Accessibility links

logo-print

„გლობალური ორომტრიალი“


ავტორი: ლუკა მელაშვილი

ჩეჩნეთის რესპუბლიკამ, როდესაც დამოუკიდებლობა მოითხოვა, ბოროტების რესპუბლიკურმა ფედერაცაიმ სრულიად ააოხრა მთელი ქვეყანა. უმძიმესი სანახაობის მომსწრე გახდა მსოფლიო. მაშინდელ საზარელ მოვლენებზე არ აღშფოთებულა არცევროკავშირი და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოუთქვამს ღრმა მწუხარება; ხოლო, რაც შეეხება, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ინტერესები გადაიკვეთა, ვხედავთ რა სურთიც მივიღეთ...

ევროკავშირი ხომ "ალტრუიზმით” აღსავსე გაერთიანებაა და არანაირი პირადი ინტერესი არ ამოძრავებს. მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძვის და დახოცილი ადამიანების გამო მხოლოდ შეშფოთებას გამოთქვამს. აბა რა ქნას? რუსეთია მონსტრი და დემონი. უკრაინელი ხალხი კი მასში ხედავს ხსნას და გადარჩენას, ისევე ელიან რუსეთის მონობისგან თავდახსნას, როგორც მოსემ იხსნა ებრაელები ეგვიპტელების 40 წლიანი ტყვეობიდან.

სირია, ლიბანი, ეგვიპტე- ეს ის აღმოსავლური ქვეყნებია, სადაც ყველაზე მეტად იცავენ რელიგიურ ტრადიციებს და არამარტო რელიგიურს. იქ მომხდარ და მიმდინარე მოვლენებში მხოლოდ იმიტომ ერეოდნენ ამერიკა და ევროკავში, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და დიქტატურის დამხობა სურდათ. თავიანთ სახელმწიფოებში ხომ ზენიტშია დემოკრატია და ახლა სხვა ქვეყნებსაც უნდა მიხედონ!..

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომამერიკის შეერთებული შტატები როცა ერაყში შეიჭრა, გვიმტკიცებდა რომ სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღი ჰქონდა და მხოლოდ ამის გამომათ განსაიარაღებლად აწარმოებდა საომარ მოქმედებებს. ბოლოს, როცა მთელი ქვეყანა ააოხრეს, დახოცეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე და არაერთი უდანაშაულო ადამიანი, აღმოჩნდა, რომ სადამ ჰუსეინს და ზოგადად, ერაყს არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი არ ჰქონდა.

რა ხდება ავღანეთში? ვის ან რას ებრძვიან დღესაც, ბურუსითაა მოცული.

რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობას და რომელმაც გენოციდი მოუწყო ჩეჩნებს. ნუთუ არ ჰქონდა ჩეჩნეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის უფლება, თუ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" აქვთ ამის ნება?! მაგრამ, ვფიქრობ, ყველა ჩეჩნეთის ბედს გაიზიარებს, ვინც რუსეთის ფედერაციიდან გასვლას მოინდომებს.

რომელიმე კავშირის ან გაერთიანების მხსნელად ან მესიად მიჩნევა, კარგს არაფერს არ მოუტანს არცერთ ერს. თავადვე თუ არ უშველა საკუთარ თავს, ვერავინ და ვერაფერი გადაარჩენს.

გონივრული პოლიტიკური მიდგომები, სიტუაციის რაციონალური ანალიზი და შესაბამის მოქმედებაზე გადასვლა - ყველაზე კარგი გამოსავალია, გაურკვეველ გაერთიანებებსა და მსოფლიო ბატონობაზე გადარეული პირსისხლიანი მონსტრების წინააღმდეგ.

ყველა გაერთიანება თუ კავშირი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი არის კაბალა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG