Accessibility links

logo-print

ავტორი: ლუკა მელაშვილი

ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ხდება საქარტველოს მოსახლეობის ID ბარათიზაცია. ჯერ იყოდა, სკოლის მოსწავლეებს დაურიგეს უფასოდ, შემდეგ სკოლის პედაგოგებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს 17-დდან 22 წლამდე, ახლა სამხედროებსა და მოხუცებულებზე მიდგა ჯერი. რატომ გაიცემა უფასოდ, როცა სახელმწიფოს არც თუ ისე მცირე თანხა უჯდება ID ბრათის დამზადება?!მაინც რა არის ID ბარათი, რას შეიცავს იგი, რომ ამდენი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში? საპატრიარქოს მაღაზიებში იყიდება ID ბარათის საწინააღმდეგო ლიტერატურა. წმინდა მამები ბევრს წერენ, რატომ არ უნდა ავიღოთ ID ბარათი. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ავტორია ბერი პაისი ათონელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ID ბარათი მხეცის ნიშნის შემცველია და მისი აღება ყოვლად დაუშვებელია.სამწუხაროდ, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდს არ გამოუხატავს მკვეთრი პოზიცია ამ საკითხის მიმიართ. იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ სასულიერო პირები ID ბარათებთან დაკავშირებით, გავესაუბრე რამდენიმე მოძღვას (მათ შორის - ბერებსაც). მათ ჰქონდათ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრეებები: ერთნი მიიჩნევენ, რომ შეიძლება ID ბარათების აღება და თავად არაერთ სასულიერო პირსა აქვს ასეთი ბარათი, მეორენი კი ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს ალტერნატიული ვარიანტი.მოსახლეობა გაურკვეველ მდგომარეობაშია. ვთქვათ, მოხდა ქვეყნის სრული ID ბარათიზაცია, რა იქნება შემდეგი ეტაპი? სრულიდ შემთხვევით წავაწყდი ერთ-ერთ ვიდეოპორტალზე, თუ როგორ ხდება აშშ-ს მოქალაქეების დაჩიპვა. მათი კანონმდებლობის თანახმად, უნდა მოხდეს სახელმწიფო უწყებაში მომუშავე ყველა ადაამიანში მიკროჩიპის ჩანერგვა. ამის სესახებ ვუმბე მეგობარს, რომელსაც თან ახლდა შვიდი წლის შვილი. შეშფოთებულმა ბიჭუნამ ჩიპის ხსენებაზე იკითხა, ხომ არ სურდათ ადამიანების რობეოტებად ქცევა?! თავადაც გამიჩნდა ანალოგიური კითხვა: უფრო იოლი ხომ არ არის ბიორობოტად ქცეული მსოფლიო მოქალაქის მართვა?!საზოგადობა დაბნეულია. ხელისუფლება ძალას ატანს და არ სთავაზობს ალტერნატიულ დოკუმენს; საპატრიარქო დუმს. ცხოვრება კი თავის გზით მიდის: ზოგი უნივერსიტეტში აბარებს და უნდა, თუ არ უნდა, უწევს ID ბარათის აღება, ზოგს ბინა აქვს გასაფორმებელი და ა.შ.ადამიანები ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ძალადობა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ გვამოქმედებან. ვფიქრობ, დემოკრატიის ღაღადი უადგილოა იქ, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG