Accessibility links

logo-print

„დიდი პოლიტიკის პატარა ხრიკები“


ავტორი: ლუკა მელაშვილი

მიხეილ სააკაშვილისა და სენატორ ჯონ მაკკეინის მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ, ცხადი ხდება, როგორ ერევიან ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში. ახლა ისიც ნათელიგახდა, თუ ვისი ზეწოლით იქნა მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი და ID ბარათები, რომლის იძულებით აღება უხდება უამრავ ადამიანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოხდა საქართველოს სრული ID ბარათიზაცია, რომელიც 2010 წლიდან მიმდინარეობს დღემდე. საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკიდურეს შემთხვევაში იღებს ID ბარათს მაშინ, როცა აღარ აქვსსხვა გამოსავალი, რადგან არ არსებობს ალტერნატივა.

სატელეფონო საუბარი, რომელიც ერთ-ერთუკრაინულ ინტერნეტსაიტზე აიტვირთა, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და„რუსთავი 2“_ ის გენერალურდირექტორს ნიკა გვარამიას შორის შედგა, რომლის ავთენტურობა თავად გვარამიამაც დაადასტურა. დიალოგი შეეხებოდა ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას. გვარამია ყოველივე ზემოხსენებულზე დაბარებული იყო მოდულის შენობაში დაკითხვაზე. მან არა ერთხელ გააჟღერა მოსაზრება, რომ ჰქონდადაპატიმრების მოლოდინი და შესაძლო იყოაღარც კიგამოეშვათ დაკითხვიდან.

მიხეილ სააკაშვილის და სენატორ მაკკეინის მიმოწერის ტექსტიდან, ასევე გასაგები ხდება, როგორ ამშვიდებს მაკკეინი სააკაშვილს, რომ არავისდაიჭერენ , რადგან ივანიშვილი გაფრთხილებულია, რომ ხელი არ ახლონ არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ყველა საბანკო ანგარიში დაიბლოკება.

ნიკა გვარამიამ გააკეთა სატელივიზიო განცხადება, რომ ივანიშვილს მიაყენა სასიკვდილო დარტყმა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაუყონებლივი აღსრულობა „რუსთავი 2“_ თან დაკავშირებით.

გახმაურებული მიმოწერიდან, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა, ჯონ მაკკეინი სასამართლო პროცესსაც ეხება და აღნიშნავს, რომსასამართლო უნდა გაიწელოს. აქ, ასევე ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ნიკა გვარამია არა საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გახადა ასეთი თავდაჯერებული და ლაღი, არამედ სენატორ მაკკეინის მხარდაჭერამ, რომელმაც სააკაშვილთან მიმოწერაში აღნიშნა, რომ გაფრთხილებულია ივანიშვილი და თუ იგი წავა დინების საწინააღმდეგოდ, მაშინ მისი ყველა საბანკო ანგარიში დაიბლოკება.

ამ ყველაფრის ანალიზის შედეგად არ არის რთული გასაგები, რატომ არ დამკვიდრდა გასული სამი წლის განმავლობაში სამართლიანობა, რატომ არ მოხდა ყველა დაწყებული საქმის ბოლომდე გამოძიება, რატომ არ მიეცა პასუხისგებაში დანაშაულებრივი რეჟიმი.

ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო თავად უნდა წყვეტდეს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს და არ უნდა დირიჟორობდნენ მის საოჯახო საქმეებში უცხო პირები.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG