Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

" მორალური უკუსვლა"


ავტორი: ლუკა მელაშვილი

ვის რაღად უნდა მორალი,ახლა "ცვეტშია ორალი"!

აქკაზანტიპის ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი, ჯგუფ "ბანის" ტამტამებად გამოყენებული დუნდულები, თუ საჯდომები მეტად შესატყვისი იქნება.

საით მიექანება კაცობრიოებააღვირახსნილობის გზას რომაა შემდგარი ?!

რამ შეშალა მსოფლიო და რატომ სუფევს ირგვლივ გარყვნილება, ბილწსიტყვობა და ყოველივე სისაძაგლე?

შეიძლება საპირისპირო მოსაზრება გაუჩნდეს ვინმეს და პასუხად თქვას:

-არც შუა საუუკუნეებში იყო ნაკლები გარყვნილება.

ახლა პიკს აღწევს აღვირახსნილობა და ცდილობენყველაუხამსობის ვირუსით დააავადონ. ზნეობრიობის ისეთ დაბალ დონეზე ეცემა საზოგადოება, რომ მალე ერთად გავლენ კუჭში, ეს " თანამედროვეცნობიერების ადამიანები".

რას ნიშნავს პროგრესული აზროვნება?იმას ხომ არა, რომ ჩრდილი მიაყენონ ჭეშმარიტ ნიჭიერებასა და ტალანტს, პატივი მიაგონ ისეთი ტიპის ფესტივალებსა და კონცერტებს, რომლებიც გაჯერებულია სექსუალური ორგიების ელემენტებით, თუ პირდაპირ სექსუალური რიტუალების ზეიმია?!სადაც ამას უწოდებენ "განვითარებულ აზროვნებას”, ხომ არ ჯობია დარჩნენ ისევ არქაულად მოაზროვნენი?

აღარ არსებობს ტელევიზიებში გადაცემები ბილწსიტყვაობისა და უზნეობის გარეშე. აღარავის, თითქმის აღარავის, აინტერესებს მაღალი მატერიები. რა საჭიროა გონების დაღლა?!ბევრად მარტივია ჭამა და სექსი. ჭამით ივსებიან ენრეგიით, სექსით კი ხარჯავენ მას. უმრავლესობა მართლაც ჭამითა და სექსით შემოიფარგლება. ფილოსოფიური აზროვნება და ცხოვრების უკეთ შეცნობადროის ფუჭ ხარჯვად მიაჩნიათ.

რა სარგებლობის მომტანია პრივიტივიზმად ქცეული საზოგადოება, რა სიკეთის მომგვრელი შეიძლება იყოს იგი?

სენსორული ხდება ტექნიკა: ტელეფონი, ტელევიზორი. სამაგიეროდ ემპათიის უნარს კარგავს ადამიანი და თავდავიწყებით ეშვება ეგოიზმის მორევში. თითოეული ადამიანი ცდილობს დედამიწა მის გარშემო ტრიალებდეს და თავად იყოს დედამიწის ეპიცენტრში. აღარაფერს ვამბობ ნარცისებზე, რომელსაც საკუთარი არსებობის გარდა, არავინ და არაფერი ახსოვთ.

მავანი და მავანი მოდერნიზებული მენტალობით ახლა იმაში არწმუნებს კაცობრიობას, რომ ღმერთმა არა ადამი და ევა, არამედ ადამი და ადამი ან ევა და ევა შექმნა, რომ ორი პლუსი ან ორი მინუსი, ისეთივე ენერგიას იძლევა, როგორც პლუს-მინუსი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG