Accessibility links

logo-print

ავტორი: ლუკა მელაშვილი

მზიანი ამინდია. ზოგი ჩქარი ნაბიჯით მიუყვება ქუჩას, ზოგი კი ჯიბეებში ეძებს ჯერ კიდევ უპოვნელ ნივთს. ჰორიზონტზე გამოჩნდა უფასო სასადილოში მოსიარულე "ქარავანი" ჭურჭლით ხელში. ხმამაღლა საუბრობენ და განიხილავენ, თუ რა კერძი შეიძლება იყოს დღეს სასადილოში. ერთ-ერთი გაცრეცილკაბიანი ქალი თანმხლებს ეუბნება :

- გოგო დღეს სუპია.

- არა გოგო სუპი კი არა, ლობიო, ლობიო.

მიუყვებიან გზას ცხარე კამათით და თან მიაქვთ ცარიელი ჭურჭელი.

ფეხბურთის ახლად გარემონტებულ მოედანზე ბავშვები თამაშობენ.

მზე არემარეს ათბობს. ახლად ამოწვერილი ბალახი მანიშნებელია გაზაფხულის მოსვლის. ჰაერში ტრიალებს ყვავილთა ნარევი სურნელება.

უკან მოემართებიან ქალბატონებიკერძებით სავსე ჭურჭლით და ნატეხი პურით ხელში. მოდიან, თან მადიანად ილუკმებიან და ისევ უმტკიცებენ ერთმანეთს რაღაცას. ყველა გამალებით ცდილობს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. ხმამაღალ ნათქვამ სიტყვას მადიან ლუკმას აყოლებენ, ძუნძულით მოსდევენ ქუჩის მაწანწალა ძაღლები და კუდის ქიცინით არ ცილდებიან ლუკმა-ლუკმით მოსიარულე ქალბატონებს. ქალები კი ისე არიან კამათით გართულნი, რომ ვერც კი ამჩნევენ ცხოველების სიახლოვეს.

ქუჩის ოთხფეხა მეგობრებივით დაეძებენ ადამიანები ქრონიკული სიღარიბისგან თავის დაღწევის გზებსა და ბედნიერებას. ვინ იცის, როდის გაწყვეტს სიკვდილი რუტინული სიცოცხლის ძაფს?!

ისევ უფასო კერძების მოლოდინში, ისევ უფასო სასადილოს რიგში...

იმედით ანთებული თვალები...

უკეთეს ყოფაზე ფიქრი...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG