Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეთქმულების თეორია“


ავტორი: ლუკა მელაშვილი

ტერორიზმი გლობალური პრობლემაა, მაგრამ ჩნდება კითხვები ვინ ამარაგებს ტერორისტულ ორგანიზაციებს შეიარაღებით და რა ფინანსურ რესურსებს ფლობენ ისინი და საიდან ? აღსანიშნავია, რომ არაერთხელ გაჟღერებულა მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ტერორისტული დაჯგუფებების უკან მსოფლიო პოლიტიკური ელიტა დგას.

ამერიკელი პუბლიცისტი და ბრიტანული სპეცსამსახურის ყოფილი წევრი ჯონ კოლემანი საკუთარ წიგნში „კომიტეტი- 300. მსოფლიო ხელისუფლების საიდუმლოებანი“ ძალზედ საინტერესოდ აღწერს ტოტალური კონტროლის მექანიზმებს.

რა კავშირშია ტერორისტული აქტები და ტოტალური კონტროლი ერთმანეთთან? გახშირებული აფეთქებებისა და თავდასხმების ფონზე მოსახლეობას ურჩევენ მიიღონ მიკრო- ჩიპი (სხეულში ჩაიდგან ჩიპი), რომ იყვნენ მეტად დაცულნი. 2001 წiლს 11სექტემბერს ტერაქტის შემდეგ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, ამ ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ ჩაიდგა მიკო- ჩიპის იმპლანტი, იმ მიზნით, რომ თავი გაცილებით უსაფრთხოდ ეგრძნოთ. რეალურად ეს ქმედება წარმოადგენს ტოტალურ კონტროლს სამყაროს ყოველ სულიერ არსებაზე, სადაც „დიდი ძმა ყოველთვის შენთან იქნება,“ ხოლო დედამიწა დაემსგავსება ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკს.

ინგლისელი მწერალი და ესეისტი ჯორჯ ორუელი რომანში „1984“ ნათლად აღწერს ტოტალური კონტროლის მექანიზმებს. ჯერ კიდევ არც თუ ისე განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში, როგორ ხდება ადამიანების თვალთვალი, სადაც არც ჯიპიესი და არც მსგავსი საშუალებები იყო.

„ბილდერბერგის კლუბის საიდუმლოებანი“ დანიელ ესტულინის წიგნია, რომელიც 15 წლის განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საიდუმლო ორგანიზაციაზე. ის დეტალურად აღწერს თუ როგორ მუშაობს ის ურთულესი მექანიზმი, რომლის დახმარებითაც გარკვეული პოლიტიკოსები, ბანკირები, მეწარმეები წყვეტენ კონკრეტული ერების ბედს.

ამ ლიტერატურის გაცნობის შემდეგ გასაგები ხდება, თუ რა მიზნები ამოძრავებთ მსოფლიო ლიდერებს და რაა მათი მთავარი ამოცანა, რომ ტერორისტული დაჯგუფებებიც და სხვა ორგანიზაციებიც, მხოლოდ მათი ფინანსური ხელშეწყობით განაგრძობენ არსებობას.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში არსებობს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ბრიტანეთის, აშშ_ის და რამდენიმე სახელმწიფო ელიტური ჯგუფებისგან. მათი მიზანია შეამცირონ პლანეტის მოსახლეობა 1 მილიარდამდე. დარჩენილ ადამიანთა რაოდენობა იქნება მოსამსახურე პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მათ კომფორტს.

„ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ - ჯონ პერკინსის წიგნია, რომელიც ბესტსელერია და სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ის ეკონომიკური ოინები და ბერკეტები, რომელთა საშუალებითაც ხდება მსოფლიოსა და კონკრეტული ქვეყნის მართვა.

გლობალური შეთქმულების თეორიის არსი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაა, რომელიც მცდელობაა ახალი ბაბილონის გოდოლის შექმნისა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG